ხუთშაბათი, ოქტომბერი 17+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ჩვენს შესახებ

საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ჯანმრთელობისა და ბიზნესისათვის!

შპს “სმარტფარმი” დაარსდა 2011 წელს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეს კომპანია უკვე 300-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზასთან და სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს. კომპანია დაფუძნებულია საერთაშორისო ფარმაცევტული კორპორაციის მიერ და მის მხარდაჭერას ბიზნესში უზრუნველყოფენ ფარმაცევტულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პარტნიორები, რაც გვანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას განვახორციელოთ ფარმაცევტული ბაზრისთვის პროდუქციის ყველაზე მაღალი ხარისხით და ყველაზე დაბალი ფასებით მიწოდება.

“სმარტფარმი” დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით, რაც გვეხმარება უზრუნველვყოთ მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურება.