ორშაბათი, სექტემბერი 16+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ძვალ-სახსროვანი სისტემის მკურნალობისა და პროფილაქტიკის თანამედროვე არჩევანი

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ზიანდება ისეთი მნიშვნელოვანი უბნები, როგორიცაა: კისერი, მხრები, მაჯა, იდაყვი, ზურგი, წელი, ბარძაყი, მუხლი, ტერფი, ზედა და ქვედა კიდურების თითები.
ძვალ-სახსროვანი სისტების ანთებით-დეგენერაციულ პათოლოგიებს მიეკუთვნება: პოდაგრა, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი, ართროზი.

დაავადებები მიმდინარეობს ერთი ან რამდენიმე სიმპტომით:

  • პერიოდული და ყრუ, პროგრესირებადი ტკივილები. უფრო მეტიც, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის დროს უმნიშვნელო გადაადგილებასაც კი აუტანელი ტკივილის გამოწვევა შეუძლია.
  • ანთებადი არე შესიებული და ჰიპერემიულია (შეწითლებულია).
  • ფუნქციები დარღვეულია, მოძრაობა შეზღუდულია.

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები ხშირად დაინვალიდების მიზეზი ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ამ პათოლოგიებს 0,6% უკავია სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის.

დაავადებების განვითარება და მიმდინარეობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: ასაკი, ცხოვრების სტილი, აქტივობის ხარისხი, ქრონიკული ინფექციის კერების არსებობა, გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, ტრავმები, იმუნური სისტემის მდგომარეობა, ენდოკრინული, მეტაბოლური, მათ შორის ლიპიდური ცვლის დარღვევები, გენეტიკური მიდრეკილება.

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპიისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პირები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი დაავადებების გამომწვევი მიზეზების, მიმდინარეობისა და გართულებების შესახებ.

ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, ორგანიზმში არსებული ინფექციური კერების აღმოფხვრა, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნური სისტემის მოწესრიგება, ძვლებისა და სახსრების სტრუქტურის აღდგენა.

მრავალწლიანი კვლევების შემდეგ, ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პათოლოგიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, იტალიურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ – ზეტა ფარმასიუტიკალსი (Zeta Pharmaceuticals), შექმნა ბუნებრივი წარმოშობის ბალანსირებული ფორმულები გარეგანი და შიგნით მისაღები ფორმების სახით: არტიკოლაზიონი რბილი ჟელატინის კაფსულა და არტიკოლაზიონის კრემი.

არტიკოლაზიონოს კაფსულებში შემავალი კომპონენტების კომბინაცია ასეთია: ომეგა 3, გლუკოზამინი, ვიტამინი C, ჰიალურონის მჟავა. არტიკოლაზიონს გააჩია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების ფუნქციის გამაუმჯობესებელი მოქმედება. მონაწილეობს კოლაგენის, პროკოლაგენის, კორტიკოსტეროიდების დასხვა ნივთიერებების სინთეზის პროცესებში. აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.

არტიკოლაზიონის კრემში შემავალი ინგრედიენტები: სელის თესლის ზეთი, არნიკასა და ტირიფის ექსტრაქტები, კაფსიცინი და მეთილნიკოტინატი თავიდან გვაცილებს ანთებით პროცესებს, აძლიერებს მიკროცირკულაციას და ხელს უწყობს ანთებადი უბნის ქსოვილებიდან ექსუდატის დრენირებას, აქვეითებს მგრძნობელობას და აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

არტიკოლაზიონის კაფსულებისა და კრემის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ახდენენ ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას და ფიზიოლოგიურად აღადგენენ ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურას. ამავდროულად აქვთ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

არტიკოლაზიონი რბილი ჟელატინის კაფსულა პერორალური მიღებისთვის და არტიკოლაზიონის კრემი გარეგანი გამოყენებისთვის იკითხეთ აფთიაქებში.