არტიკოლაზიონის კრემი 100 გ
ჩვენება
- საყრდენ-მამოძრავებელისისტემის ანთებითი და დეგენერაციული პათოლოგიები.
- ტკივილი, შეშუპება.
- ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება.
- სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.
მიღების წესი და დოზირება
- არტიკოლაზიონის კრემი გამოიყენება ადგილობრივად ანთებად/მტკივნეულ ადგილას დღეში 1-2-ჯერ შესაზელად. შეწოვის გაუმჯობესების მიზნით ხდება კრემის ფრთხილი შეზელა კანში. თავდაპირველად შეინიშნება კანის სიწითლე (ეფექტურობის ინდექსი), რომელიც რამდენიმე წუთში გაივლის.
- არტიკოლაზიონის კრემს აქვს გამახურებელი ეფექტი, რაც ტკივილის და შეშუპების სწრაფ კლებას უზრუნველყოფს.
- მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ფიზიოთერაპიული პროცედურების, განსაკუთრებით ფონოფორეზში გამოყენებისას!
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. კანის საფარის მთლიანობის დარღვევა; 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი უნდა მოარიდოთ თვალის ლორწოვანზე და პირის ღრუში მოხვედრას. კრემის შეზელის შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დაბანა.
შემადგენლობა | მოქმედება |
სელის თესლის ზეთი | სელის თესლის შემადგენლობაში შემავალი ომეგა 3 და ომეგა 6 წარმოადგენენ ესენციური ცხიმოვანი მჟავების ნატურალურ წყაროს. ახდენს ანთებითი პროცესების პრევენციას |
არნიკას ექსტრაქტი | გამოიყენება მედიცინაში, როგორც ანთების საწინააღმეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალება. ეფექტი განსაკუთრებით მაღალია ადგილობრივი გამოყენების დროს |
ტირიფის ექსტრაქტი | ტრადიციულად გამოიყენება მედიცინაში როგორც დამამშვიდებელი და მადესენსიბილიზებელი მოქმედების მქონე კომპონენტი |
კაფსიცინი | აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, თრგუნავს ნოციცეპტორების აქტივობას. გააჩნია ადგილობრივი დესენსიტიური მოქმედება |
მეთილის ნიკოტინატი | აძლიერებს მიკროცირკულაციას და ხელს უწყობს ანთებადი უბნის ქსოვილებიდან ექსუდატის დრენირებას, შესაბამისად მცირდება ზეწოლა ნერვულ დაბოლოებებზე და მცირდება ტკივილი |
გაიცემა ურეცეპტოდ!
მწარმოებელი: Marco Viti, იტალია
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Pharmaceuticals, იტალია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: კომპანია „SmartPharm”