ხუთშაბათი, ოქტომბერი 17+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

არტიკოლაზიონი რბილი ჟელატინის კაფსულა

არტიკოლაზიონი რბილი ჟელატინის კაფსულა №60

ჩვენება

  • საყრდენ-მამოძრავებელისისტემის ანთებითი და დეგენერაციული პათოლოგიები.
  • ტკივილი, შეშუპება.
  • ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება.
  • სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.

მიღების წესი და დოზირება

12 წლიდან:

  • პროფილაქტიკისთვის – თითო კაფსულა ერთხელ დღეში.
  • სამკურნალოდ – თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში.
  • პრეპარატი მიიღება პერორალურად საკმარისი რაოდენობა წყლის დაყოლებით საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
  • მკურნალობის კურსი 2-3 თვე.

საჭიროების შემთხვევაში სასურველია კურსის გამეორება

გვერდითი მოვლენები

გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ძირითადად ალერგიულ რეაქციებში.

უკუჩვენება

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
  • თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
  • პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

  • სიფრთხილით მიიღება სისხლდენებისადმი მიდრეკილ პირებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებსა და ანტიაგრეგანტებს.
  • პრეპარატს არ ახასიათებს კუჭზე უარყოფითი მოქმედება, რაც რიგ შემთხვევაში გამოიხატება კუჭის მჟავიანობის მომატებაში.
შემადგენლობა რაოდენობა 2 კასულაში მოქმედება
EPA (ეიკოსაპენტაენის მჟავა) 518 მგ თევზის ქონისგან ნატურალურად მიღებული ომეგა 3-ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, გააჩიათ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების ფუნქციის გამაუმჯობესებელი მოქმედება
DHA (დოკოსაჰექსაენის მჟავა) 345 მგ
გლუკოზამინი 500 მგ ორგანიზმში კონვერტირდება გლიკოზამინოგლიკანად, რომელიც სასახსრე ხრტილის მთავარი შემადგენელი კომპონენტია
ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა 80 მგ მონაწილეობს კოლაგენის, პროკოლაგენის, კორტიკოსტეროიდების და სხვა ნივთიერებების სინთეზის პროცესებში. კოლაგენი წარმოადგენს ძვლების, ხრტილის, იოგების, მყესების და კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურულ ცილას
ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 10 მგ ხრტილოვანი და სინოვიალური სითხის ძირითადი კომპონენტი. ხრტილის „ბუნებრივი საცხი“. აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. რითაც აძლიერებს ძვლების და სახსრების “ამორტიზაციას”. წარმოადგენს უჯრედშორის სივრცის შემავსებელს, წარმოადგენს სითხის ე.წ. „რეზერვუარს“, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის

გაიცემა ურეცეპტოდ!

მწარმოებელი: Marco Viti, იტალია

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Pharmaceuticals, იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: კომპანია „SmartPharm”