ხუთშაბათი, ოქტომბერი 17+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

დოსოდოსი სიროფი

დოსოდოსი

შემადგენლობა.

ყოველი 100 მლ შეიცავს: ბუტამირატის ციტრატი – 200 მგ, უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ტარტრაზინი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s. – 100 მლ, 0,4%წ/მეთანოლი.

თერაპიული მოქმედება: ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენება: სპაზმოლიზური, გამაღიზიანებელი და შეტევითი ხასიათის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები.

ფარმაკოლოგიური მოქმედებაბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის ხველის ცენტრის სტიმულაციის ზღურბლს, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინში. ეს ეფექტი ძალზე შერჩევითია, რადგან ბუტამირატი გავლენას არ ახდენს სხვა ახლომდებარე ნერვულ ცენტრებზე, როგორებიცაა რესპირატორული და კარდიოვასკულარული ცენტრები.

ფარმაკოკინეტიკა: ბუტამირატი პერორალურად მიღების დროს, სწრაფად და მთლიანად შეიწოვება (93%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში ჰიდროლაზას (ჰიდროლიტური ფერმენტები) მოქმედებით. ადამიანებში, ძირითადი მეტაბოლიტები, გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, რომელთა 80% შარდში აღმოჩენილი იყო პირველი რვა საათის განმავლობაში. თერაპიულად, ბუტამირატის ციტრატი ძალზე რეკომენდებულია.

დოზირება და მიღების წესი:

  • ბავშვები 6 წლიდან: 1 ჩაის კოვზი (5მლ) – 6 საათში ერთხელ (40 მგ. დღეში).
  • ზრდასრულები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 6 საათში ერხელ (80 მგ. დღეში).

 

უკუჩვენებები: აქტიური ნივთიერებების და/ან ტარტრაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. სიროფიც და წვეთებიც შეიცავს ასპარტამს, ეს განაპირობებს მის უკუჩვენებას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულები არიან ფენილკეტონურიით.

მითითებები და სიფრთხილის ზომები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არაა რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. დოსოდოსის სიროფი შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირტის შემცველობის გამო მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.

გვერდითი რეაქციები: ეგზანთემა, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, დიარეა ან ვერტიგო შესაძლოა გამოვლინდეს მინიმალური ალბათობით (1%), პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული პრეპარატით. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

ზედოზირება: როგორც ყველა შემთხვევაში ზედოზირების დროს, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები. ზედოზირების შემთხვევაში, ეწვიეთ უახლოეს სტაციონარს ან მიმართეთ ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.

გამოშვების ფორმა: შეფუთვა 150 მლ. მოცულობის.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალური შეფუთვით არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას !

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.