ხუთშაბათი, ოქტომბერი 17+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ჰიმოლიტ დუო

ჰიმოლიტ დუო  N20

ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება !

საერთაშორისო დასახელება: ტრიფსინი-ქიმოტრიფსინი.

სავაჭრო დასახელება: ჰიმოლიტ დუო.

სამკურნალო ფორმა: ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი.

შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფერმენტული აქტივობის 100000 Armour ერთეულს. გასუფთავებული კონცენტრატი რომლის აქტივობა განისაზღვრება ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის სპეციფიკური აქტივობის შეფარდებით  ექვსი ერთთან.

საღებავი: Ponceau  4R ყვითელი FCF

ATC  კოდი: M09AB52

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰიმოლიტ დუო მოქმედებს ანთების ექსუდაციური ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს  ანთების კერაში პრეპარატში შემავალი  ორი  ფერმენტის  მოქმედებით. ეს ფერმენტები შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად. ჰიმოლიტ დუო ადრეულ სტადიაზე ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები:

  • ანთებითი შეშუპება.
  • ქირურგიაში პოსტოპერაციული შეშუპების დროს; აღდგენითი პროცესების გასაუმჯობესებლად საკეისრო კვეთის ეპიზიოტომიისა და ჰისტერექტომიის დროს; დისკის თიაქარი, იშიაზი, რადიკულიტი.
  • ჰემატომა (ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა).
  • ტრავმატოლოგიაში დაჭიმულობისა და მოტეხილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანებისა და პოსტტრავმული შეშუპებებისას.
  • გინეკოლოგიაში (მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინატალური შეშუპება, მასტიტები).
  • ჰიმოლიტ დუო აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ორგანოებში.
  • ჰიმოლიტ დუო წარმატებით გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

მიღების წესი: 

  • 1 ტაბლეტი 4 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
  • ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს და არ უნდა დაიღეჭოს გასტრორეზისტენტული გარსის შესანარჩუნებლად.

 უკუჩვენება: 

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის მიმართ.
  • ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები.
  • სისხლის შედედების მაჩვენებელის დროს.
  • ჰემორაგიული დიათეზი.

გვერდითი მოვლენები: 

  • ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები.
  • ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.
  • დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოწვეული გვერდითი ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა.

 სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: 

  • რკინის შემცველ მედიკამენტებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება მოხდეს რკინის რაოდენობების შემცველობის შემცირება შეწოვის დროს.

უსაფრთხოების ზომები: 

  • სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა: 

  • ჰიმოლიტ დუო არის შემოგარსული ტაბლეტი, ორი ბლისტერი, თითო ბლისტერი 10 ცალი.

განსაკუთრებული მითითებები: შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება !

შენახვის პირობები: შევინახოთ მშრალ და მზის სხივისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 0c.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: SYNOKEN PHARMACEUTICALS LTD, ინდოეთი.