მასიჟენი ენერგია – თქვენი დადებითი მუხტისა და ენერგიის უწყვეტი წყარო!
ჩვენება
- გადაღლილობა.
- ზოგადი სისუსტე და ასთენია.
- ჰიპოტონია.
- ორგანიზმის გამოფიტვა.
- სტრესი.
- ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში.
- ჰიპო და ავიტამინოზი.
მიღების წესი და დოზირება
- 1 ფლაკონი დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
- სასურველია პრეპარატი მიღებული იქნას დილით.
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები, რომელიც გარდამავალი ხასიათისაა.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
- არ გამოიყენება დიაბეტიან პაციენტებში.
- არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოხმარების წესი
- დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში.
- შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
- მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი სრულად (პერორალური გზით).
შემადგენლობა | სადღეღამისო დოზა ( 1 ფლაკონი) | მოქმედება |
ლიოფილიზებული ფუტკრის რძე | 15,0 მგ | „ჯადოსნური წამალი“ – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა, ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, არეგულირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს ლიპიდების ცვლას |
კოენზიმ Q 10 | 20,0 მგ | ძლიერი ანტიოქსიდანტი – მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. |
გუარანას მშრალი ექსტრაქტი | 20,0 მგ | გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება. არეგულირებს ლიპიდების ცვლას, აინჰიბირებს ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებად გარდაქმნას |
ელეუტეროკოკის თხევადი ექსტრაქტი | 1,5 გ | გააჩნია მასტიმულირებელი და მატონიზებელი მოქმედება. აქვს ჰიპოგლიკემიური მოქმედება |
შტოშის წვენი | 1,0 გ | ანტიოქსიდანტი. ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. განაპირობებს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას |
ვიტამინი C | 80,0 მგ | უზრუნველყოფენ ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესებს, არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. განაპირობებენ იმუნური, რეპროდუქციული, ენდოკრინული, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას |
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) | 16,0 მგ | |
პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) | 6,0 მგ | |
ვიტამინი E | 4,8 მგ | |
ვიტამინი B6 | 1,4 მგ | |
ვიტამინი B1 | 1,1 მგ | |
ვიტამინი B2 | 1,4 მგ | |
ვიტამინი B12 | 1,0 მკგ | |
ბიოტინი | 50,0 მკგ | |
ფოლის მჟავა | 100,0 მკგ |
გაიცემა ურეცეპტოდ!
მწარმოებელი: Marco Viti, იტალია
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Pharmaceuticals, იტალია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : კომპანია „SmartPharm”