კვირა, აგვისტო 18+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

მასიჟენ პაპა რეალე

მასიჟენი პაპა რეალე – მაღალეფექტური ანტიოქსიდანტი! გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის მატონიზირებელი უნიკალური საშუალება!

ჩვენება

  • ბავშვებში აქტიური ზრდის პერიოდი.
  • გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარიანობის დაქვეითება.
  • ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა.
  • იმუნიტეტის დაქვეითება.
  • მკაცრი დიეტის პერიოდი, არაბალნსირებული კვება.

მიღების წესი და დოზირება

  • 1 წლიდან: 1 ფლაკონი დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
  • სასურველია პრეპარატი მიღებული იქნას დილით.
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები

ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები, რომელიც გარდამავალი ხასიათისაა.

უკუჩვენება

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
  • არ გამოიყენება დიაბეტიან პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მოხმარების წესი

  • დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში.
  • შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
  • მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი სრულად (პერორალური გზით).
შემადგენლობა სადღეღამისო დოზა მოქმედება
(რაოდენობა 1 ფლაკონში)
ლიოფილიზებული ფუტკრის რძე 100,0 მგ უნიკალური შემადგენლობის „ჯადოსნური წამალი“ – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა, ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას. ბავშვებში აჩქარებს ზრდის პროცესს, არეგულირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების ფუნქციონირებას
ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა) 100,0 მგ
ფუტკრის ცვილი 100,0 მგ
შტოშის წვენი 1,0 გ ანტიოქსიდანტი
ვიტამინი C 80,0 მგ ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. წარმოადგენს ძლიერ დეზინტოქსიკატორს. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების მიმართ

გაიცემა ურეცეპტოდ!

მწარმოებელიMarco Viti, იტალია

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელიZeta Pharmaceuticals, იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: კომპანია „SmartPharm”