კვირა, აგვისტო 18+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ნასოალდო

ნასოალდო – სეზონური და ქრონიკულად მიმდინარე ალერგიული რინიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნაზალურიპოლიპოზი, ქრონიკული სინუსიტის გამწვავება (ჰაიმორიტი, ფრონტიტი).

მომეტაზონის ფუროატი (ნასოალდო) მისი ეფექტურობით, უსაფრთხოებითა და ტოლერანტობით არის მსოფლიო ბაზრის ლიდერი სეზონური ალერგიული რინიტების, ქრონიკული რინიტებისა და ნაზალური პოლიპოზების სამკურნალოდ.

თერაპიული ეფექტი: ამცირებს ნაზალურ ობსტრუქციას და რინორეას.

სიმპტომების მკურნალობა: ნასოალდოს ნაზალური სპრეი ამცირებს ანთებით პროცესს (შეშუპებას და გაღიზიანებას), ცემინებას, ქავილს, გამონადენს ცხვირიდან და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას.

გამოყენება ბავშვებში: გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

უსაფრთხოება: იმის გამო, რომ არის ნაზალური გამოყენების და სისტემურად არ აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა, იგი არ ახდენს უარყოფით გავლენას ჰიპოთალამურ, თირკლმელზედა და ჰიპოფიზურ ღერძზე.

ეკონომიურობა: ყველაზე დაბალი ფასი ევროპული ხარისხის მომეტაზონებს შორის !

ფარმაკოლოგიოური თვისებები: მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელიც ხასიათდება ადგილობრივი ანთების საწინაააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით ისეთ დოზებში, რომლებიც არ იწვევენ სისტემურ ეფექტებს. მომეტაზონის ფუროატს ახასიათებს მცირებიოშეღწევადობა (<0.1%). მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია ძალიან სუსტად განიცდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის მცირე ნაწილი, რომელიც შეიძლება მოხვდეს კუჭ ნაწლავის ტრაქტში ნაზალური ინჰალაციის შედეგად, შარდში და ნაღველში ექსკრეციამდე განიცდის აქტიურ პირველად მეტაბოლიზმ სღვიძლში.

მიღების წესი და გზა.

ნაზალურისპრეის მომზადება გამოყენებისთვის: ნასოალდოს ნაზალურ სპრეის გააჩნია მტვრისგან დამცავი ხუფი, რომელიც იცავს გამომფრქვევის სისუფთავეს. გამოყენების წინ ყოველთვის მოხსენით ხუფი სპრეის და დაახურეთ გამოყენებისშემდეგ. სპრეის პირველად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ჰაერის გამოტუმბვა გამომფრქვევის დაახლოებით 10-ჯერ შეკუმშვით, რათა მიიღოთ სითხის ნაკადი. თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე მეტხანს, დაგჭირდებათ ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა 2 დაჭერით, სანამ არ მიიღებთ სითხის ნაკადს.

ნაზალური სპრეის გამოყენება:

  1. ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით ხუფი (სურათი 1).
  2. ფრთხილად გამოიწმინდეთ ცხვირი.
  3. დაახშეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ გამომფრქვევი მეორე ნესტოში (სურათი 2).

დააფიქსირეთ თავი წინ წამოწეულ მდგმარეობაში, ისე, რომ ბოთლი ზემოთ იყოს მიმართული.

  1. შეისუნთქეთ ცხვირით, ფრთხილად და ნელა. თითებით ერთხელ დააწექით ტუმბოს, შესუნთქვის პროცესში.
  2. ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი მეორე შეფრქვევის დროს იმავე ნესტოში.
  3. გამოიღეთ გამომფრქვევი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
  4. გაიმეორეთ მე-3-6 საფეხურები მეორე ნესტოში (სურათი 3).

სპრეის გამოყენები სშემდეგ გაწმინდეთ გულმოდგინეთ გამომფრქვევი სუფთა ნაჭრით და დაახურეთ თავსახური.

ცხვირის სპრეის გასუფთავება:

  • მნიშვნელოვანია სპრეის მუდმივი გასუფთავება, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაზიანება.
  • მოხადეთ ხუფი და ფრთხილად მოხსენით გამომფრქვევი.
  • გარეცხეთ ისინი თბილ და გაავლეთ გამდინარე წყალში.
  • ნუ ეცდებით ნაზალური აპლიკატორის გახსნას ბასრი საგნით, შეიძლება დააზიანოთ ის და დაარღვიოთ მედიკამენტის სწორი დოზირება !
  • გამოყენების შემდეგ გააშრეთ.
  • ჩაამაგრეთ გამომფრქვევი აპლიკატორზე და დაახურეთ ხუფი.

დოზირება:

  • 2-11 წლის ასაკის ბაშვები – 1 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
  • მოზრდილებ იდა ბავშვები 12 წლის ასაკიდან – 2 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ (მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში ნასოალდოს დოზა დასაშვებია შემცირდეს 1 შესხურებამდე თითო ნესტოში დღეში ერთხელ)
  • მაქსიმალური დასაშვები დღური დოზაა – 4 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა მომეტაზონის ფუროატზე, ახლო წარსულში ჩატარებული ცხვირის ოპერაცია ან ტრავმა, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და მზის სხივისგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.