ოთხშაბათი, ნოემბერი 13+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ფლუკორტა

ფლუკორტასისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალება

(ფლუკონაზოლი 50 მგ/10მლ სიროფი 150 მლ)

ფლუკორტა მიიღება სოკოვანი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

ჩვენება

  • კანის სოკოვანი დაავადებები – ონიქომიკოზი (ფრჩხილის ინფექცია), ათლეტური ტერფი, ლიქენა, მუნი, საზარდულის არის ინფექცია.
  • გენიტალური კანდიდოზი სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია.
  • სოკოვანი სტომატიტი.
  • კანდიდური წარმოშობის ინფექციები (კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი) – შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და საშარდე სისტემაში.
  • კრიპტოკოკოზი (კრიპტოკოკული მენინგიტი; სეფსისი; ფილტვის, კანის კრიპტოკოკული ინფექცია).

ფლუკორტა ასევე მიიღება

  • ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე.
  • კანდიდოზური სოკოს პროფილაქტიკისთვის (როცა იმუნური სისტემა დაქვეითებულია).
  • კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის ასაცილებლად.
  • ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის ფონზე განვითარებული სოკოვანი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

მოქმედების მექანიზმი/ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის სოკოს უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს სოკოს უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციის ციკლებს. პრეპარატი აქტიურია ოპორტუნისტული მიკოზების, მათ შორის Candida spp. (იმუნოდეპრესიის ფონზე განვითარებული გენერალიზებული ფორმების ჩათვლით), Сryptococcus neoformans, და Coccidioides immitis (ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით), Microsporum spp, Trichophyton spp-ით გამოწვეული მიკოზების, Blastomyces dermatitides და  Histoplasma capsulatum-ით გამოწვეული მიკოზების დროს

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ მოსალოდნელია შექცევადი ხასიათის გვერდითი მოვლენები, რომელიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება.

უკუჩვენება

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, როგორც საკვების მიღების დროს, ასევე კვებათაშორის პერიოდში;

ყურადღება!

  • ფლუკორტა ინიშნება 0 თვის ასაკიდან ბავშვებში და ორსულებში მესამე ტრიმესტრიდან!
  • პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 8 თვის განმავლობაში!

ფლუკორტას უპირატესობები

  • მაღალი ბიოშეღწევადობა – სითხოვანი წამლის ფორმები ხასიათდებიან უფრო მაღალი ბიოშეღწევადობით მყარ წამლის (ტაბლეტი, კაფსულა, დრაჟე და სხვა) ფორმებთან შედარებით.
  • მაღალი თერაპიული შედეგი.
  • მიღების მოხერხებულობა – შესაძლებელია პრეპარატის ზონდით შეყვანა.
  • ფლუკორტა საშუალებას იძლევა პაციენტს შევურჩიოთ ზუსტი დოზირება, მივიღოთ მაქსიმალური თერაპიული შედეგი გვერდითი ეფექტების მინიმალიზაციით!
  • წარმოადგენს ეკონომიურ შეფუთვას და მოსახერხებელია მრავალჯერადი გამოყენებისათვის 8 თვის განმავლობაში, რაც სოკოვანი დაავადებების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობის საჭიროებაა!

ფლუკორტა – გათავისუფლდით სოკოვანი ინფექციებისგან

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას! გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მწარმოებელი: პოლფარმექსი, პოლონეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: კომპანია „SmartPharm”

მოიკითხეთ აფთიაქებში!