აღწერა
Prolife Pediatrico N10 ფლაკონი :
Prolife Pediatrico – ს ფორმულა ზუსტ შესაბამისობაშია ბავშვების ბაქტერიულ ფლორასთან. ის მდიდარია იმ ბიფიდობაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მკაფიოდ გამოხატული საჭიროების მქონე პრობიოტიკებს ბავშვთა ასაკში.
- Prolife Pediatrico – ეფექტური საშუალება როტავირუსული დიარეის დროს, რომელიც ფეკალიების ინტენსიურობას ამცირებს და მათში საპროფიტურ ფლორას აღადგენს.
- Prolife Pediatrico – ალერგიული დაავადებებისას ბიფიდობაქტერიისა და კლოსტრიდიას ბალანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
- საკვების მიმართ აუტანლობა ხშირად გამოწვეულია პირველადი ფერმენტის ნაკლებობით. პრობიოტიკების პროლონგირებული მიღება ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას.
- B ჯგუფის ვიტამინების უნივერსალური შემადგენლობა – რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში, აღადგენენ დიარეით გამოწვეულ დეფიციტს ორგანიზმში, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას.
- Prolife Pediatrico – გამდიდრებულია ვიტამინი D3-ით. კვლევებით დადგენილია, რომ ლაქტობაცილუსი 25%-ით აძლიერებს ვიტამინი D3-ის შეწოვას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვების ზრდა/განვითარებისათვის.
- ვიტამინი PP – დადგენილია, რომ ნიაცინი ეფექტურია ფაღარათისას, მისი ნაკლებობა ორგანიზმში კი მნიშვნელოვნად აფერხებს ფაღარათის დამახასიათებელ სიმპტომებს.
ჩვენება
- დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში.
- საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი.
- დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით.
- მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტები და კოლიტები.
- ანტიბიოტიკებით მკურნალობა – სასურველია Prolife Pediatrico-ს მიღება ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და არა მხოლოდ მათი კურსის დამთავრებისას.
- ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია.
- მოგზაურობით გამოწვეული დიარეა.
გამოყენება
- Prolife Pediatrico გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ (რეკომენდირებულია დილის საუზმის შემდეგ).
- დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში 1-2-ჯერ.
- მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ.
- მკურნალობის ან/და პროფილაქტიკის მინიმალური კურსი შეადგენს 10 ფლაკონს (ერთი სრული შეფუთვა).
დოზირება
- 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში.
- 3 წლიდან ზემოთ რეკომენდირებულია პროლაიფი ფორტეს გამოყენება!
- რეკომენდებულია.
- 1 სრული კურსი როტავირუსული ან ანტიობიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის სამკურნალოდ.
- 4 სრული კურსი გაციების, ბრონხიტებისა და სინუსიტების პროფილაქტიკის მიზნით, როდესაც მომატებულია სეზონური ავადობის რისკები.
- 1 სრული კურსი ყოველ 1-2 თვის ინტერვალში მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას.
მოხმარება
- დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში.
- შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
- მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი სრულად (პერორალური გზით).
შემადგენლობა | 100მლ | ერთი ფლაკონი შეიცავს |
10 ცოცხალი სპეციფიური პრობიოტიკური შტამი (LaactobacillusCasei R215, Bacillus Coagulan MTCC5260, Lactobacillus Plantarum R1012, Lactobacillus Helveticus R0052, Lactobacillus Acidophilus La-14, Lactobacillus gasseri Lg-36; Lactobacillus brevis Lbr-35, Bifidobacteriumlactis HN019, Streptococcus thermophilus St-21, PXN66, PXN37; Lactobacillus Rhamnosus HN001, GG, PXN54) | არა ნაკლებ 34 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიისა | არა ნაკლებ 3 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიისა |
ვიტამინი PP | 102.7მგ | 9მგ |
ვიტამინ B5 | 45.7მგ | 4მგ |
ვიტამინ B2 | 9.1გ | 0.8მგ |
ვიტამინ B1 | 5.7მგ | 0.5მგ |
ვიტამინ B6 | 6.8მგ | 0.6მგ |
ფოლის მჟავა | 1.1მგ | 0.1მგ |
ვიტამინ D3 | 114.2მკგ | 10მკგ |
ვიტამინ B12 | 8მკგ | 0.7მკგ |
გაიცემა ურეცეპტოდ!
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Pharmaceuticals, იტალია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: კომპანია „SmartPharm”