აღწერა
Prolife Forte – სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოფს ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას.
შემადგენლობა
- პრობიოტიკები – 10 პრობიოტიკური შტამის კომბინაცია – 10 მილიარდი ცოცხალი უჯრედი 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომელიც სწრაფად და სრულყოფილად აღადგენს და აბალანსებს ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას.
- პრებიოტიკები – გლუკოოლიგოსაქარიდები 0,8 გ 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომლებიც ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის გამრავლებას.
- B ჯგუფის ვიტამინების უნივერსალური შემადგენლობა – რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში, აღადგენენ დიარეით გამოწვეულ დეფიციტს ორგანიზმში, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას.
ჩვენება
- დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში.
- საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი.
- მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტები და კოლიტები.
- ანტიბიოტიკებით მკურნალობა – სასურველია Prolife Forte-ს მიღება ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და არა მხოლოდ მათი კურსის დამთავრებისას.
- ციტოსტატიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
- ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია.
- მოგზაურობით გამოწვეული დიარეა.
გამოყენება
- Prolife Forte გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ (რეკომენდირებულია დილის საუზმის შემდეგ), დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში1-2-ჯერ.
- მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ, მინიმალური კურსი შეადგენს ერთ კვირას.
- კოლიტის დროს რეკომენდირებულია მინიმუმ 1 თვიანი კურსი.
დოზირება
- 1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში.
- 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1-2 ფლაკონი დღეში.
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი!
მოხმარება
- დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში. მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში.
- შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
- მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი სრულად (პერორალური გზით).
შემადგენლობა | 100მლ | ერთი ფლაკონი შეიცავს |
10 ცოცხალი სპეციფიური პრობიოტიკური შტამი (LaactobacillusCasei R215, Bacillus Coagulan MTCC5260, Lactobacillus Plantarum R1012, Lactobacillus HelveticusR0052, Lactobacillus Acidophilus La-14, Lactobacillus gasseri Lg-36 Lactobacillus brevis Lbr-35, Bifidobacteriumlactis HN019, Streptococcusthermophilus St-21,PXN66, PXN37; Lactobacillus Rhamnosus HN001, GG, PXN54) |
არა ნაკლებ 133 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიისა | არა ნაკლებ 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიისა |
Glucoligosaccharide | 9.08მგ | 0.8მგ |
ვიტამინ B1 | 12.5მგ | 1.1მგ |
ვიტამინ B2 | 15.9მგ | 1.4მგ |
ვიტამინ B6 | 15.9მგ | 1.4მგ |
ვიტამინ B12 | 28.4მგ | 2.5მგ |
გაიცემა ურეცეპტოდ!
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Pharmaceuticals, იტალია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: კომპანია „SmartPharm”