კვირა, აგვისტო 18+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ზეტალაქსი

Zetalax DM® 3000 მგ. რექტალური ხსნარი მიკროოყნა №6

Zetalax DM წარმოადგენს რბილი, გამჭვირვალე კონტეინერის მქონე მიკროოყნას, რომელიც მარტივად იძლევა შიგთავსის სრულად გამოთავისუფლების საშუალებას, განსხვავებით სხვა მიკროოყნებისგან, რომელთა დროსაც გაუმჭვირვალე ან მყარი კონტეინერის არსებობის გამო ხშირად ვერ ხერხდება შიგთავსის სრული დაცლა და დანიშნულების მიზნით გამოყენება.

როდის გამოიყენება

Zetalax DM მიკროოყნა გამოიყენება ყაბზობის დროს. შეკრულობის დროს იცვლება ნაწლავის ნორმალური ევაკუაციის რითმი. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხოვრების წესის ცვლილებასთან, იყოს ალიმენტური წარმოშობის და სხვა. ქრონიკული ყაბზობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

როგორ მოქმედებს

Zetalax DM მიკროოყნა ახდენს მექანიკურ ზემოქმედებას სწორ ნაწლავზე, განაპირობებს ნაწლავის შიგთავსის ბუნებრივ დაცლას. ადგილობრივი მოქმედება უზრუნველყოფს პროდუქტის მაქსიმალურ უსაფრთხოებას, არ ახდენს გავლენას ნაწლავში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. არ გააჩნია სისტემური გვერდითი მოვლენები. ზეტალაქსის აქტიური ინგრედიენტები არბილებენ ნაწლავის შიგთავსს, რაც განაპირობებს ფეკალური მასების სწრაფ გამოძევებას. Zetalax DM მიკროოყნა არ შეიცავს სინთეზურ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს, ამიტომ მისი გამოყენება არის მაქსიმალურად უსაფრთხო. მასში შემავალ ბუნებრივ ექსტრაქტებს გააჩნიათ მედესენზიბილეზებელი მოქმედება და ამცირებენ სწორ ნაწლავზე გლიცერინის გამაღიზიანებელ მოქმედებას.

როდის არ გამოიყენება

Zetalax DM მიკროოყნა არ გამოიყენება ძლიერი მუცლის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, ნაწლავების გაუვალობის, სწორი ნაწლავიდან უცნობი წარმოშობის სისხლდენის, ძლიერი დეჰიდრატაციის, ჰემორაგიული წყლულოვანი დაავადებისა და ჰემოროიდული ანთების დროს. არ გამოიყენება მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევებში.

ორსულობა და ლაქტაცია

Zetalax DM მიკროოყნის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გამოყენების წესი

  • გახსენით პაკეტი.
  • მოხსენით თავსახური, რომელიც ფარავს კანულის დაბოლოებას. შეასველეთ აპლიკატორი კანულის შიგთავსით.
  • ფრთხილად შეიყვანეთ აპლიკატორი სწორ ნაწლავში, ისე რომ ზეწოლა არ მოახდინოთ კონტეინერზე.
  • სწორ ნაწლავში მიკროოყნის მოთავსების შემდეგ დაცალეთ აპლიკატორი.
  • მიკროოყნაზე ხელის დაჭერა გრძელდება აპლიკატორის სწორი ნაწლავიდან სრული გამოტანის ბოლომდე

დოზირება

  • Zetalax DM® 3000 მგ რექტალური ხსნარი მიკროოყნა №6 – ბავშვები 0–12 წლამდე, დღეში 1 აპლიკატორი.
  • Zetalax DM® 9000 мг რექტალური ხსნარი მიკროოყნა №6 – მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან, დღეში 1 აპლიკატორი.
  • Zetalax DM® ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 1 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით.
  • პედიატრთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ახალშობილებში მიკროოყნის განმეორებითი გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები

  • ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
  • შენახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ინგრედიენტები

გლიცეროლი, გვირილას თხევადი ექსტრაქტი, ბალბას თხევადი ექსტრაქტი, სახამებელი, წყალი.

გაიცემა ურეცეპტოდ!

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Pharmaceuticals, იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: ომპანია „SmartPharm”