ორშაბათი, სექტემბერი 16+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

ყაბზობა და ორსულობა

ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში ქალი ხშირად უჩივის მეტეორიზმს, შეკრულობას და ჰემოროიდულ დაავადებას.

ორსულობისას მეტეორიზმი რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორის:

  • მექანიკური ზეწოლა – ორსულობის დროს, განსაკუთრებით მის მე-2 ნახევარში, გადიდებული საშვილოსნო ნაწლავებს აწვება, ნაწლავებში ნაწილობრივ ირღვევა სისიხლის მიმოქცევა, მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებში ვითარდება ვენური შეგუბება, რაც აძნელებს ნაწლავის დაცლას, პერისტალტიკა ხდება დუნე და შედეგად ვითარდება ყაბზობა და ნაწლავთა შებერილობა.
  • ნაწლავთა მგრძნობელობის დაქვეითება – ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავის შეკუმშვას ასტიმულირებს. ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნების გამო ასეთი სტიმულატორებისადმი ნაწლავთა მუსკულატირის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. სწორედ ამის შედეგია ნაწლავთა დაცლის შენელება, რასაც შებერილობამდე და შეკრულობამდე მივყავართ.

ვინაიდან ნაწლავებსა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვთ, ნაწლავთა გაძლიერებულმა პერისტალტიკამ შესაძლია საშვილოსნოს ტონუსის აწევა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვიოს, მაგრამ ქალის ორგანიზმს ამისგან თავის დაცვის უნარიც აქვს: ორსულობის დროს საშვილოსნო დუნდება, რათა პატარა ნაადრევად არ დაიბადოს, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეაქციას აქვს არასასურველი შედეგებიც და ასეთია სწორედ შეკრულობა და შებერილობა.

ორსულობის დროს ანემიის პროფილაქტიკისთვის ხშირად ინიშნება რკინის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც თავის მხრივ აფერხებს ნაწლავთა დაცლას და შედეგად შებერილობას იწვევს. ასეთივე ეფექტი აქვს სედაციურ, შარდმდენ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მათ შორის ნო-შპას. ეს მედიკამენტები ენიშნებათ ორსულებს პირველი ნახევრის ტოქსიკოზის, ნაადრევი მშობიარობის რისკის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ნაწლავთა შებერილობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლებმა რომლებიც ენიშნებათ ოპერაციის შემდგომი ტკივილის ან მტკივნეული ჭინთვების დროს. შეკრულობასა და შებერილობას ზოგჯერ ისიც იწვევს, რომ ორსულობისას გაწელილი მუცლის კუნთები სათანადოდ ვერ აკავებს შინაგან ორგანოებს. ლოგინობის ხანაში შეკრულობისა და შებერილობის მიზეზად შეიძლება იქცეს ნაკერების გახსნის შიში დეფეკაციის დროს.

ორსულობისას ყაბზობის სამკურნალოდ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვებას. კვება უნდა იყოს რეგულარული და რაციონი – მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში), უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს მუშაობას აიძულებს. უჯრედისი არ გადამუშავდება – იგი იჯირჯვება, რაც ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას, ამიტომ კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ სტაფილო, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ჭარხალი, გოგრა, ბარდა, ფორთოხალი, ყაბაყი, შავი პური და ნიგოზი. ასევე ეფექტურია მაწონი, კეფირი, ბურახი. სასარგებლო და აუცილებელია მცენარეული ზეთი, რომელიც დაშლისას წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. სასურველია მოერიდოთ პარკოსნებს, ყურძენს, რძეს – ეს პროდუქტები ხელს უწყობს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. მიირთვით ცოცხალი ან ოდნავ მოხარშული ხილ – ბოსტნეული, შავი ქლიავის, ლეღვის და ჭერმის ჩირი, წვენები, წიწიბურა, მოხარშული ხორცი, რძემჟავა პროდუქტები. იმ შემჯთხვევაში თუ კვებით არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და მიიღოთ შესაბამისი სამკურნალო საშუალებები. ზემოთ აღნიშნული ნაწლავური პრობლემების მოსაგვარებლად იდეალური და სრულად უსაფრთხო საშუალებებია პრობიოტიკები.


პრობიოტიკები ცოცხალი ორგანიზმებია, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. დღესდღეობით შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე თაობის პრობიოტიკები: პირველი თაობა ეს არის, რომელიც ნორმალური ფლორის ერთ სახეობას შეიცავს, მეორე თაობა – კომბინირებული პრეპარატები, ხოლო მესამე თაობა – პრინციპულად ახალი თხევადი პრობიოტიკები, რომელთა შემადგენლობაში შედის არა მარტო ცოცხალი ბაქტერიები, რომლებიც მოქმედებას პირის ღრუდანვე იწყებენ, არამედ სხვა ფაქტორებიც (პრებიოტიკები), რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ზრდასა და ფუნქციონალურ აქტივობას.

სწორედ მესამე თაობის პრობიოტიკს წარმოადგენს პროლაიფი ფორტე, რომლის შემადგენლობაშიც შედის :

  • პრობიოტიკები – 10 მილიარდი ცოცხალი უჯრედი ერთ ფლაკონში, რომელიც სწრაფად და სრულყოფილად აღადგენს და აბალანსებს ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას.
  • პრებიოტიკები – გლუკოოლიგოსაქარიდები 0,8 ერთ ფლაკონში, რომლებიც ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის გამრავლებას.
  • B ჯგუფის ვიტამინები – რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში და ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას

Prolife Forte გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ (რეკომენდირებულია დილის საუზმე), დღიური დოზა შეადგენს 1 ფლაკონს ერთ მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების და ჩივილის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. მინიმალური მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ კვირას, ხოლო კოლიტის (შეკრულობის) შემთხვევაში რეკომენდირებულია მინიმუმ ერთ თვიანი მკურნალობის კურსი.