ორშაბათი, სექტემბერი 16+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

რა არის ერექციული დისფუნქცია, მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ერექციულ დისფუნქციას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იმპოტენცია, იმაზე უფრო ფართო განმარტება აქვს, ვიდრე ეს შესაძლოა ზოგიერთ წყვილს ჰქონდეს გაცნობიერებული.

პენისის ერექცია წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ფენომენს,რომლის შედეგადაც პენისი მოდუნებული მდგომარეობიდან გადადის ერეგირებულ მდგომარეობაში, ივსება სისხლით და მაგრდება,იცვლის ფორმას,ზომას და მდგომარეობას.ყოველივე ამის უუნარობას ქვია ერექციული დისფუნქცია.

მსოფლიოში ერექციული დისფუნქციის პრობლემა 140 მილიონ მამაკაცს, აშშ-ში 30 მილიონს ხოლო საქართველოში 170 ათასიდან 200 ათასამდე მამაკაცს აქვს.დაავადების შემთხვევები ასაკის მომატებასთან ერთად იზრდება. ერექციის პრობლემები ძირითადად 45-50 წელს ზემოთ მამაკაცებში გვხვდება, თუმცა ეს პრობლემა ახალგაზრდებსაც აწუხებთ.არსებობს მსუბუქი, საშუალო და მწვავე დისფუნქცია და მას შესაძლოა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდეს მამაკაცის ინტიმურ ცხოვრებასა და მის თავდაჯერებულობაზე.

მაშინ როცა ერთ დროს ეს მიიჩნეოდა ემოციურ პრობლემად, დღეს ექიმები ერექციულ დისფუნქციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემად განიხილავენ, რომელსაც დიაბეტი, მაღალი წნევა, თირკმლის უკმარისობა, გულის დაავადება, პროსტატის პრობლემა და დეპრესია განაპირობებს. გარდა ამისა, ალკოჰოლის მოხმარება და ზოგიერთ მამაკაცში სიგარეტის მოწევა ერთ-ერთი მთავარი დამატებითი ფაქტორებია. ქრონიკულ სტრესსაც ასევე გარკვეული უარყოფითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

ზოგიერთ მამაკაცში ერექციული დისფუნქციას გარკვეული წამლების მოხმარებაც განაპირობებს. ამათგან, ყველაზე გავრცელებული შესაძლოა მაღალი წნევის დასაწევად ან დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები იყოს.

იმპოტენციის გამო ექიმთან მისვლის სურვილის უქონლობა მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან ჩვენში მიღებული არ არის, სქესობრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად ექიმს მიმართონ, თუმცა თანამედროვე მედიცინას მრავალი საშუალება აქვს ერექციული დისფუნქციის აღმოსაფხვრელად.

როგორ ვუშველოთ ერექციის დისფუნქციას ანუ მოშლილობას, უუნარობას? თანამედროვე მედიცინას საამისოდ არაერთი საშუალება მოეპოვება. ერთერთ მათგანს წარმოადგენს პრეპარატი ფალსიგრა 50 ან 100მგ (Falsigra). ფალსიგრა არის მედიკამენტი რომელიც გამოიყენება მამაკაცის ერექციული დისფუნქციის დროს. იგი აღადგენს პენისის ერექციას და უზრუნველყოფს სექსუალური აქტის დაკმაყოფილებას.

ფალსიგრა მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა 5-ის სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს, რომელიც ხელს უწყობს პენისის ერექციას სისხლმომარაგების გაუმჯობესების ხარჯზე.

ფალსიგრა არ გამოიყენება რეპროდუქციული დისფუნქციის დროს. არ შეიძლება მისი გამოყენება, თუ არ გაწუხებთ ერექციული დისფუნქცია.

ფალსიგრას შემადგენელი ძირითადი კომპონენტია სილდენაფილის ციტრატი. ფალსიგრა არის ცნობილი ვიაგრას პოლონური ანალოგი რომელიც გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე სხვა ამ ტიპის რომელიმე პრეპარატი.

ფალსიგრას სამედიცინო გამოყენება:

  • სექსუალური დისფუნქცია – ფალსიგრა გამოიყენება თითქმის ყველა მიზეზით გამოწვეული ერექტიული დისფუნქციისას.
  • პულმონარული ჰიპერტენზია – ფალსიგრა ეფექტურია იშვიათი დაავადების – ფილტვების არტერიის ჰიპერტენიის დროსაც. ის იწვევს არტერიების მოდუნებას და მცირდება ფილტვის არტერიის რეზისტენტობაც და წნევაც,ეს თავის მხრივ ამცირებს დატვირთვას მარჯვენა პარკუჭზე და აუმჯობესებს მდგომარეობას მარჯვენამხრივი გულის უკმარისობის დროს.
  • ალტიტუდური (სიმაღლის) ავადმყოფობა – სილდენაფილი გამოიყენება სიმაღლის ავადმყოფობის დროს,მთამსვლელებში ან ჩვეულებრივ ადამიანებში.ამ დროს ხდება ფილტვებში შეშუპება და ფალსიგრა ამ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.

ფალსიგრას მიღების წესი და დოზირება:

ფალსიგრა განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის.

რეკომენდებული დოზა 50 მგ მიიღება საჭიროების შემთხვევაში ერთი საათით ადრე გეგმიურ სექსუალურ აქტივობამდე. ეფექტურობისა და გადამტანუნარიანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირებული იქნას 25 მგ -მდე. მაქსიმალური მიღების რეკომენდებული სიხშირე

 შეადგენს ერთ მიღებას დღეში, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100მგ დღეში.

ფალსიგრას გამოყენება საკვებთან ან სასმელთან ერთად აყოვნებს მისი მოქმედების დაწყებას.

არ შეიძლება ფალსიგრას გამოყენება ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 100 მგ-ზე მეტი დოზის მიღება არ ზრდის ფალსიგრას ეფექტურობას, იგი იწვევს მხოლოდ გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდას.