ორშაბათი, სექტემბერი 16+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

რატომ გცივათ გამუდმებით?

9 სავარაუდო მიზეზი:

არასაკმარისი წონა. არასაკმარისი წონა პირდაპირ კავშირშია ცხიმების მცირე რაოდენობასთან, ცხიმები კი სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. არასაკმარისი წონა კალორიების ნაკლებობით არის გამოწვეული, რაც მეტაბოლიზმის პროცესს აფერხებს და ორგანიზმი ნაკლებ რესურსს ხარჯავს საკუთარი თავის გასათბობად.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. მუდმივად სიცივის შეგრძნება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს. ჰორმონების არასაკმარისად გამომუშავების დროს, ფერხდება მეტაბოლიზმის პროცესი, რაც ორგანიზმის გადაციებას იწვევს.

ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. რკინის დახმარებით სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) სხეულის ყველა წერტილში ჟანგბადს გადაისვრიან, რკინის გარეშე ერითროციტები დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებენ, რაც ორგანიზმის გადაციებას და კანკალს იწვევს.

შესუსტებულია სისხლის მოძრაობა. თუ ფეხის და ხელის მტევნები მუდმივად ცივია, ხოლო სხეულის სხვა ნაწილები გამთბარი, მაშინ ამის მიზეზი სისხლის მოძრაობის შესუსტებაა. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლძარღვების და გულის გამოკვლევა.

არასაკმარისი ძილი. არასაკმარისი ძილი აზიანებს ნერვულ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს ფიზიოლოგიური მექანიზმები, ყველაზე ხშირად კი სხეულის თერმოსტატი.

გაუწყლოვნება. ადამიანის ორგანიზმის 60 % წყალი წარმოადგენს. წყლის ნაკლებობა კი სხეულის გადაციებას იწვევს.

ვიტამინი B 12 ის ნაკლებობა. B 12 ორგანიზმში მხოლოდ ცხოველური საკვებიდან ხვდება და მისი ნაკლებობა ორგანიზმის გადაციებას იწვევს. B 12 ორგანიზმს ერითროციტების შექმნისთვის ესაჭიროება. იმ შემთხვევაში თუ ვიტამინი B 12 არასაკმარისი რაოდენობის აღმოჩნდა, შესაბამისად ერითროციტების წარმოქმნა შეფერხდება, რაც ორგანიზმის გადაციებას გამოიწვევს. (იხილეთ მესამე პუნქტი).

დიაბეტი. დიაბეტური ნეიროპათიის (უკონტროლო დიაბეტი) შემთხვევაში ხშირ დარტყმებს იღებენ ნერვული უჯრედები, რაც სიცივის შეგრძნებას იწვევს.

კუნთოვანი მასის ნაკლებობა. კუნთები ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში

გვეხმარებიან. კუნთების განვითარებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტაბოლიზმის პროცესს და იცავთ ორგანიზმს მუდმივი სიცივისგან.

9-დან 5-ი მიზეზის აღმოფხვრაში „მასიჟენი“დაგეხმარებათ! მიიღეთ მასიჟენის 1 ფლაკონი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში! 

მასიჟენი მოგიწესრიგებთ სისხლის მიმოქცევას, გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას უჯრედულ დონეზე და აღადგენს ბ-ჯუფის ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ დისბალანსს! 

მოიკითხეთ “ფარმადეპო”-ს და “GPC”-ს სააფთიაქო ქსელში!