ორშაბათი, სექტემბერი 16+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

როგორ ავიცილოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები ზაფხულში

საზღვაო კურორტზე დასვენება არა მარტო განტვირთვაში გვეხმარება, არამედ ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა, მაგრამ არსებობს მრავალი საყურადღებო და გასათვალისწინებელი ფაქტორი. ბავშვებთან ერთად ზღვაზე დასვენება გაცილებით მეტ ყურადრებას და სიფრთხილეს მოითხოვს.

მეცნიერების თქმით, რაც უფრო თბება წყალი ზღვასა და აუზებში, მით უფრო კარგი პირობები წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების გავრცელებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ტემპერატური დროს, ბაქტერიები შესაძლებელია სავენტილაციო სიტემებშიც მოხვდნენ და საცხოვრებელ სახლში კონდიციონერების მეშვეობით გავრცელდნენ. ბაქტერიების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე წყარო ის ადამიანები არიან, რომლებიც ნაწლავური ინფექციებით არიან დაავადებულნი. ხშირ შემთხვევაში, დაავადებას სიმპტომი არ აქვს და ეს ადამიანები ბაქტერიებს უნებურად ავრცელებენ.  აქედან გამომდინარე, ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვებთან ერთად სეზონის დასაწყისში ან სეზონის ბოლოს დავისვენოთ – მაშინ, როცა კურორტზე არც ბევრი დამსვენებელია და არც ტემპერატურაა ძალიან მაღალი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ : გასტრიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, ენტერიტი, გასტროენტერიტი და ა.შ. ბავშვებში ეს გამოხატულებები კიდევ უფრო რთულდება და იწყება ოფლიაონობით, საერთო სისუსტით, მადის დაკარგვით, მაღალი ტემპერატურითა და თავის ტკივილით. შემდეგში ვითარდება გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ძლიერი ტკივილი და ეს ყველაფერი დასვენებას გაუსაძლისს ხდის.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების თავიდან აცილება რამდენიმე მარტივი მეთოდითაა შესაძლებელი:

  1. ბავშვებს კარგად დაბანეთ ხელები ჭამის წინ. ასევე, ცურვის, ქვიშაში თამაშისა და საზოგადოების თავშეყრის ადგილების მონახულების შემდეგ.
  2. სეზონისთვის დამახასიათებელი პროდუქტები მიაწოდეთ ნელ-ნელა და დაბალანსებულად. იკვებეთ ჯანსაღად.
  3. დაალევინეთ მხოლოდ ბოთლის, ან გაფილტრული წყალი.
  4. არე მისცეთ უფლება, მიირთვას საკვები სანაპიროზე.
  5. პროდუქტების ყიდვის დროს, კარგად დააკვირდით შენახვის პირობებსა და პროდუქტის ვარგისიანობის ვადებს.
  6. დასვენების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიეცით მის მიერ დანიშნული პრეპარატები.

კუჭნაწლავის ინფექციების დასაძლევად იტალიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Zeta Farmaceutici Group-მა შეიმუშავა უნიკალური ფორმულა, ProLife რომელიც წარმოადგენს პრობიოტიკების, პრებიოტიკების და ბე ჯგუფის ვიტამინების კომბინაციას. პრეპარატი იდეალურია კუჭნაწლავის ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. პროფილაქტიკისთვის, მედიკოსები გვირჩევენ, რომ 5 დღიანი კურსი ჩავიტაროთ. მკურნალობის კურსი კი ორ კვირას მოიცავს.  აუცილებელია, საუზმის შემდეგ მიიღოთ ერთი ფლაკონი, თუმცა შედეგი თვალსაჩინო იქნება პირველივე ფლაკონის მიღებისთანავე.