ორშაბათი, სექტემბერი 16+995 32 2147275 | office@smartpharm.ge

როგორ ვებრძოლოთ ზამთრის სუსხიან დღეებში დაღლილობასა და ორგანიზმის გამოფიტვას!

თუ თქვენ ხშირად განიცდით დაღლილობას და ამას ხანგრძლივი ძილი და კარგი დასვენებაც ვერ შველის, შესაძლოა თქვენ გაწუხებთ „ქრონიკული დაღლილობის სინდრომი“. აღნიშნული დაავადება დამახასიათებელია უფრო განვითარებული ქვეყნებისა და დიდი ქალაქების მცხოვრებლებისათვის,  რომელთა ცხოვრების წესი მუდმივად დაკავშირებულია სტრესთან, განცდებთან,ხანგრძლივ გონებრივ სამუშაოსთან და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან.

სინოპტიკოსების ცნობებს თუ დავეყრდნობით, 2017 წლის ზამთარი ერთ-ერთ ცივ ზამთრად ითვლება საქართველოს ისტორიაში. ასეთ ამინდებში რთულია შევინარჩუნოთ განწყობა, ჩვეული რითმით გავაგრძელოთ ფიზიკური აქტივობა; მომატებული ავადობის რისკი და გავრცელებული ვირუსები კი სრულიად ანადგურებს ჩვენს ტონუსსა და ენერგიას.

ალბათ ხშირად გაქვთ ასეთი განცდები:

  • სამსახურში ჯდომისას თვალები გეხუჭებათ და აზროვნება გეთიშებათ, გიჭირთ კონცენტრირე, გაქვთ მეხსიერების პრობლემები,მუდმივად გეძინებათ და ეს მდგომარეობა პიკს აღწევს დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს;
  • სახლში მისულს არაფერი გსურთ იმის გარდა, რომ დაწვეთ და დაიძინოთ; არათუ საყვარელი სერიალის ყურება, არამედ საყვარელი ადამიანებისთვის დროის გამოყოფაც კი გიჭირთ;
  • თქვენ უფრო და უფრო ხშირად ამჩნევთ საკუთარ თავს, რომ ადვილად იღლებით;
  • იმის მიუხედავად, რომ თითქოს შაბათ-კვირას კარგად გამოიძინეთ, გეჩვენებათ, რომ გამოუძინებელი ხართ;
  • გადაღლილობის შეგრძნებას თან ერთვის გაღიზიანება, გიჭირთ გაუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს;

თუ თქვენთვის ეს განცდები ნაცნობია, თქვენ გაწუხებთ „ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი“, რომლისგან თავის დასაღწევად იტალიურმა ფარმაცევტულმა კომპანია „მარკო ვიტიმ“ შეიმუშავა მკურნალობის უნიკალური ფორმულა: „მასიჟენ ენერგია N14 ფლაკონი“- თქვენი დადებითი მუხტისა და უწყვეტი ენერგიის წყარო!

მისი გამაჯანსაღებელი, ადაპტოგენური და ანტიოქსიდანტური მოქმედება განპირობებულია ფუტკრის რძის, ელეუტეროკოკის, გუარანას, კოენზიმ Q 10-ს და ვიტამინების კომპლექსური შემადგენლობით.

მიიღება 12 წლის ასაკიდან დღეში ერთი ფლაკონი.

იკითხეთ აფთიაქებში.