ფარმაცევტული კომპანია საქართველოში
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
New Sunscreen for The Body and Face
In particular, this pack comes with two different size patches to fit various.
Eye Patches With Chamomile Extract
In particular, this pack comes with two different size patches to fit various types of blemishes. Perfect for a targeted application, you just need to take a patch, apply it directly to the blemish.
ტოპ გაყიდვადი
შეთავაზებები
ქალური ჯანმრთელობის ბალანსი!
ექიმის რჩევები

ალეკო ხელაია: როგორ გვიცავს პროვაგი საშარდე გზების ინფექციისგან?
საშარდე გზების ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა ქალებში. განსაკუთრებით შემაწუხებელია მათი მორეციდივე ფორმა, როდესაც ინფექცია მუდმივად მეორდება და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. სწორედ ასეთ დროს, უმნიშვნელოვანესია იმ მიზეზის დადგენა, თუ რატომ ვერ ახერხებს ორგანიზმი, ბოლომდე განთავისუფლდეს ინფექციისგან.
უროლოგი ალეკო ხელაია განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში, მორეციდივე ინფექციის მიზეზი საშოს მიკრობიოტაში მიმდინარე დისბალანსია:
„მე, როგორც უროლოგი, პროვაგს ვიყენებ მაშინ, როდესაც ქალბატონს აქვს მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია, ანუ როდესაც იგი გაუთავებლად მეორდება – საშოში ცხოვრობს ნაწლავის ჩხირი, გამოვლენილია დისბიოზი და სწორედ პროვაგი გვეხმარება მის მოწესრიგებაში. იგი ორგანიზმს აძლევს საშუალებას, მოახდინოს საშოს მიკრობიოტას მოწესრიგება, ნორმალიზაცია, სადაც ნაწლავის ჩხირი ვეღარ იარსებებს.“
მარტივად რომ ვთქვათ, როცა საშოს გარემო არაჯანსაღია, იქ ჩნდებიან არასასურველი ბაქტერიები – მათ შორის ნაწლავის ჩხირიც, რომელიც სწორედ ამ გზით ხვდება შარდის ბუშტში და იწვევს ინფექციას.
რა ეხმარება საშოს მიკროფლორას გაჯანსაღებაში?
საშოს მიკროფლორას ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ინფექციების პრევენციასთან. მისი გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი „კარგი“ ბაქტერიების არსებობა, რომლებიც ხელს უშლიან პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ბუნებრივი დამცავი ლაქტობაქტერია კრისპატუსი (Lactobacillus crispatus M247) გახლავთ, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „პროვაგით“ – უნიკალური ვეგანური პრობიოტიკით, რომელიც:
- უნარჩუნებს საშო pH-ს ბალანსს და აფერხებს მავნე ბაქტერიების გამრავლებას.
- აღადგენს ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ბალანსს
- აძლიერებს ადგილობრივ იმუნურ დაცვას.
- ახდენს ვაგინალურ გარემოში კოლონიზაციას და ავლენს ადგილობრივ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას
- იცავს ორგანიზმს ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებისგან
რატომ პროვაგი?
პროვაგის უნიკალურობა მის შემადგენლობაში და სამეცნიერო საფუძველშია – შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ლაქტობაქტერია – Lactobacillus crispatus M247-ის 20 მილიარდ ცოცხალ უჯრედს – შტამს და მისი ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკურად კვლევებით. აღნიშნული შტამი ბუნებრივად გვხვდება ჯანმრთელ ვაგინალურ ფლორაში და იცავს პათოგენების გაძლიერებისგან, პროვაგის განსაკუთრებული ფორმულა კი დამტკიცებულად ზრუნავს ფლორის ბალანსსა და ქალის ვაგინალურ ჯანმრთელობაზე.
იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მორეციდივე ინფექციებისგან, საშოს და შარდის ბუშტის ლორწოვანის ადგილობრივი იმუნიტეტი იყო მყარი, ხოლო ნაწლავური მიკროფლორა ნორმალიზებული და ბალანსირებული, უროლოგი ალეკო ხელაია რეკომენდაციას უწევს პროვაგს:
„პროვაგის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთი კაფსულა დილით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ნაწლავში მოხდეს ფლორის მოწესრიგება – საიდანაც ლაქტობაქტერია ინაცვლებს საშოში, შემდეგ კი შარდის ბუშტში, შესაბამისად, იცავს ქალბატონებს საშარდე გზების ინფექციისგან, სრულყოფილი შედეგისთვის, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 90 დღის განმავლობაში. “.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ლაქტობაქტერია დადებითად მოქმედებს მიკროფლორაზე, Lactobacillus crispatus M247 განსაკუთრებულია. ის ქმნის მჟავე გარემოს, რომელიც აფერხებს ინფექციური ბაქტერიების ზრდას და აძლიერებს ლორწოვანი გარსის დაცვის უნარს.
ამიტომაც კრისპატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, ვინც:
- ხშირად იტანჯება ცისტიტით;
- ღებულობს ანტიბიოტიკებს და ამის შემდეგ აქვს დისკომფორტი;
- აწუხებს ვაგინალური დისბიოზი ან ბაქტერიული ვაგინოზი;
- გეგმავს ორსულობას და სურს მიკრობიოტას დაბალანსება.

ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში - როგორ გვეხმარება ბენლეკი?
მოულოდნელად გაჩენილი თავის ტკივილი, შაკიკი, დაჭიმული კუნთები, მენსტრუალური დისკომფორტი ან კბილის ტკივილი – ამ მდგომარეობათაგან ერთ-ერთი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია.
რატომ არ უნდა დავტოვოთ ტკივილი უყურადღებოდ?
ერთი შეხედვით უმნიშვნელო უსიამოვნება უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს შრომისუნარიანობაზე, განწყობაზე, ყოველდღიურ აქტივობასა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.
ასეთ დროს კი გადამწყვეტ როლს სწორად შერჩეული ტკივილგამაყუჩებელი ასრულებს!
ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე გვაცნობს თანამედროვე და მრავალმხრივი მოქმედების ანალგეტიკს – ბენლეკს, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილზე.
„ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი სახის ფიზიკური ტკივილი იჩენს თავს, რაც მოულოდნელად არღვევს ჩვენს სიმშვიდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინაში მოიძებნა შესაბამისი საშუალება – ბენლეკი, რომელიც ეფექტურად ხსნის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს. მისი უნიკალური ფორმულა სწრაფად და საიმედოდ მოქმედებს, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს შაკიკის პრევენციის, კბილის, კუნთებისა და სხვა სახის ტკივილის დროს,“-იოსებ ბურდულაძე.
როდის შეგვიძლია ბენლეკის მიღება?
ბენლეკი კომბინირებული ანალგეტიკია, რომელიც გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკის პრევენცია
- კბილის ტკივილი
- მენსტრუალური ტკივილი
- კუნთოვანი და სახსრების ტკივილი (ანთებითი/დეგენერაციული პროცესები)
- პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ტკივილი
- ნევრალგიური ტკივილები – რადიკულიტი, ბლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია და სხვა.
რატომ არის ბენლეკი ეფექტური?
ბენლეკის ეფექტურობა ეყრდნობა სამკომპონენტიან ფორმულას, 3 აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ:
- მეტამიზოლის ნატრიუმი – ბლოკავს ტკივილის იმპულსებს, აქვს ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
- კოფეინი – აძლიერებს მეტამიზოლის ეფექტს და აჩქარებს ტკივილის შემსუბუქებას.
- ვიტამინი B1 (თიამინი) – მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის და ამცირებს ნევრალგიური ტკივილის ინტენსივობას
ამ კომბინაციის დამსახურებით, „ბენლეკი“ არ არის უბრალოდ გამაყუჩებელი, მას აქვს კომპლელქსური მოქმედების ფუნქცია – როგორც ნევროლოგიური, ასევე კუნთოვანი ან ანთებითი ტკივილის დროს.
„ბენლეკი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ტკივილი მრავალმხრივი ბუნებისაა – ნერვული სისტემიდან დაწყებული კუნთოვან-სახსრიან დისკომფორტამდე. კომბინირებული ფორმულა საშუალებას გვაძლევს, ერთ პრეპარატში მივიღოთ ანალგეზიური, ანთებისსაწინააღმდეგო და ნევროლოგიური მოქმედება“, – იოსებ ბურდულაძე.
იდეალური და თანაბარი რუჯი
სანივიტალის საშუალებით მიიღებთ ჯანსაღ და მბზინავ რუჯს, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე გაგყვებათ



ბლოგი
დეჰიდრატაცია – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ენტეროვირუსი: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
რა არის თიაქარი და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება?
პნევმონია: როგორ ვუმკურნალოთ ფილტვების ანთებას?
მზის ალერგია — როგორ ვებრძოლოთ მას?
პარტნიორები
ჩვენი ღირებულებები
ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმი, ალიანსის გენერალური სპონსორი
100-ზე მეტი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და უროლოგი.
ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმის ოფიციალური მხარდაჭერითა და ალიანსის ეგიდით, სამედიცინო საზოგადოებისთვის გაიმართა პირველი გრანდიოზული კონფერენცია თემაზე „უროგენიტალური მიკრობიოტა, პრობიოტიკები და ქალის ჯანმრთელობა”