ჩვენ შესახებ

გაუმჯობესება უკეთესი გაგრძელებისთვის!

thumb (3)

კომპანია სმარტფარმი წარმოადგენს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების სანდო პარტნიორს საქართველოში. ის 2012 წლიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს ამარაგებს და ყოველთვის სთავაზობს მას გამოცდილ, სტაბილურ, ბიუჯეტურ და მაღალი ხარისხის ევროპულ პროდუქციას.

კომპანია მუდმივად აუმჯობესებს თავის შედეგებს უკეთესი გაგრძელებისა და მომავლისთვის. ქართულ ბაზარზე ის სწრაფად მზარდი ფარმაცევტული ბრენდია, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გუნდის წევრებით, გაზიარებული ღირებულებებითა და საინტერესო ყოველდღიურობით.

დღეს კომპანია უკვე 1000 – მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზასთან და სამედიცინო დაწესებულებასთან წარმატებით თანამშრომლობს. კომპანია დაფუძნებულია 100% -ით ქართული კაპიტალით, ბიზნესის მხარდაჭერას კი უზრუნველყოფენ ფარმაცევტულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პარტნიორები. ბიზნესის სასაწყობო სივრცე ფლობს GDP -სა და ISO 9001 -ის სტანდარტს.

მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული გუნდი მუდმივად ეძებს გაუმჯობესების ახალ-ახალ ინოვაციურ მიდგომებსა და საშუალებებს, რომლებიც უკეთ მოემსახურება თანამედროვე მოთხოვნებსა და ადამიანების კეთილდღეობას.

ჩვენი ღირებულებები

გამბედაობა

ჩვენი გამბედაობა ახალი, განსხვავებული იდეების განვითარებაა, რომლებსაც ხშირად სხვები მიყვებიან. ჩვენი გამბედაობა ჩვენს ხასიათშია, რომელიც გვაძლევს ძალას არ გვეშინოდეს სიახლეების, დაბრკოლებებისა და ცვლილებების. ჩვენი გამბედაობა მუდმივ ქმედებაშია, რომელსაც ყოველდღე ვახორციელებთ და რომელსაც შედეგები მოაქვს.

პასუხისმგებლობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი კომპანია და ეს აისახება ბაზრისთვის ეფექტური და ხელმისაწვდომი  სამკურნალო საშუალებების და გადაწვეტილებების შეთავაზებაში, პარტნიორებთან, საზოგადობასთან და ქვეყანასთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 

კომპანიის ისტორია

thumb (3)

კომპანიის ისტორიის დასაწყისი ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტარტის აღებას დაემთხვა და ეს მესამე შვილის დაბადება იყო.

2012 წელს, როცა პარალელური იმპორტის შესაძლებლობა გაიხსნა ქვეყანაში, დღევანდელი კომპანიის მფლობელებმა დაინახეს შესაძლებლობა. ბიზნესის დაწყების იდეა დეკრეტული შვებულების დროს ჩამოყალიბდა და ამავე დროს განხორციელდა.

მაშინ მფლობელები მცირე რესურსს ფლობდნენ, მაგრამ ქონდათ დიდი გამბედაობა, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადაადგმევინა და, ერთი შეხედვით შეუღწეველ, დიდ ფარმაცევტულ ბიზნესში აღმოჩნდნენ. ბიზნესის საწყისი კაპიტალი 15000 ლარს შეადგენდა. თავიდან სამი ადამიანი ითავსებდა ყველაფერს: მომწოდებლებთან და კლიენტებთან მოლაპარაკებები, იმპორტი, განბაჟება, შეკვეთის მიღება, მომზადება, მიწოდება…

ნელ-ნელა დაკვეთებმა ზრდა დაიწყო, შესაბამისად ბიზნესიც გაფართოვდა. როგორც ყველგან, აქაც იყო სირთულეები… ბიზნესმა ორჯერ სრული „რესტარტი“ განიცადა, მაგრამ გუნდის რწმენა იმხელა იყო წარმატებაში, მფლობელებს რეალური მონაცემების დამალვაც კი მოუწიათ, რათა გუნდის რწმენა და იმედი არ შეერყიათ.

გამბედაობამ, მოტივაციამ, ძალამ და გონიერებამ თავისი გაიტანა, ბიზნესი დღითიდღე უმჯობესდებოდა და მან მალე მუდმივი წინსვლა უზრუნველყო. დღეს ბრენდს ადგილი აქვს დამკვიდრებული გლობალურ და ლოკალურ დიდ მოთამაშეებს შორის და აგრძელებს გაუმჯობესებასა და განვითარებას.

გუნდი

მისია

კომპანიის მისიაა, გააუმჯობესოს და უკეთესი გახადოს ყოველდღიური ცხოვრება, სამყარო და გარემო იმისთვის, რომ ადამიანებმა (იქნება ეს პარტნიორი, მომხმარებელი, თანამშრომელი თუ საზოგადოების წარმომადგენელი) გააგრძელონ ცხოვრება ღირსეულად, ბედნიერად და მრავალფეროვნად.

პარტნიორები

ყველა ჩვენი მედიკამენტები სარგებლობს განსაკუთრებული სანდოობითა და წლების მანძილზე დაგროვილი პოზიტიური გამოცდილებით ევროპულ და უკვე ქართულ ბაზრებზე.  მათი ეფექტურობა და ფორმულები დამტკიცებული და აღიარებულია ევროპისა და ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. ჩვენს პრეპარატებს წარმატებით იყენებენ  ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, კლინიკები და პოლიკლინიკები. 

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი შეთავაზებების გაუმჯობესებაზე უკეთესი გაგრძელებისთვის!