Blog Single
სტრესი ადამიანის ბიოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოვახდინოთ რთულ ან სახიფათო სიტუაციებში. თუმცა, ზედმეტმა სტრესმა შეიძლება, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ძილსა და საერთო ჯანმრთელობაზე.
 
ქრონიკული სტრესი და მისი ჰორმონის, კორტიზოლის დონის ზრდა, არღვევს ძილ-ღვიძილის ციკლს, შინაგან საათს, რომელიც ეუბნება სხეულს, როდის არის ძილის დრო და როდის არის სიფხიზლის დრო. როდესაც ადამიანები განიცდიან სტრესს დღის განმავლობაში, მათ უფრო მეტად უჭირთ დაძინება და ძილის ხარისხიც უარესდება.
 
არსებობს ძილის დარღვევის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმა, უძილობა და ძილის აპნოე, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სტრესთან.
 
როგორ დავძლიოთ სტრესული დღეები და ვიძინოთ სრულყოფილად? გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ საჭირო რჩევას: არ გამოიყენოთ გაჯეტები ძილის წინ, დასაძინებლად წასვლამდე, განიტვირთეთ და მოდუნდით, გამოიყენეთ რელაქსაციის საკუთარი ტექნიკა, ივარჯიშეთ
ან გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან, მშვიდ გარემოში
 
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სტრესის დაძლევა და ჯანსაღი ძილის რეგულირება? გარდა იმისა, რომ სტრესი უძილობის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე დამნაშავეა, ორივე მათგანს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის პროვოცირება შეუძლია. ამ ორის განუყრელი, თანმდევი პრობელამა წონის მატებაა. არაერთი კვლევის თანახმად, ხანგრძილივი სტრესი იწვევს წონის მატებას. რატომ?
 
როგორც აღმოჩნდა, სტრესმა შეიძლება, შეაფერხოს ისეთი ჰორმონების დონეები, რომლებიც მონაწილეობენ შიმშილსა და დანაყრების რეგულირებაში. გარდა ამისა, სტრესის დროს, ხშირად იმატებას უკონტროლო კვების სურვილი, მით უფრო, იზრდება მავნე საკვების მიღების ლტოლვა. სტრესის ჰორმონი, კორტიზოლია სწორედ ის, რაც იწვევს სიმსუქნესთან დაკავშირებულ მეტაბოლურ ცვლილებებს; როდესაც კორტიზოლის დონე იზრდება, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ჰორმონი ამაღლებს არტერიულ წნევას და ინსულინის გამომუშავებას, ამავდროულად თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას. ინსულინის დონის მატებასთან ერთად კი სისხლში შაქრის დონე ეცემა, რაც გაიძულებთ, მიიღოთ ცხიმიანი, შაქრიანი საკვები.

სხვა სტატიები