Blog Single

თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს აწუხებს. ზოგისთვის ეს მხოლოდ დროებითი დისკომფორტია, ზოგიერთისთვის კი — განუყოფელი პრობლემა. თავის ტკივილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ სიმპტომს, რომელიც შეიძლება დროებითი და უმნიშვნელო იყოს, თუმცა ხშირად უფრო სერიოზული პათოლოგიის მანიშნებელიც ხდება.

ზოგადად, თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით – დაწყებული ძილის ნაკლებობითა და კოფეინის ჭარბი მოხმარებით, დამთავრებული ჰორმონული დისბალანსით, თვალის პრობლემებით, ვიტამინების დეფიციტით, სისხლის წნევის ცვალებადობით ან ფსიქო-ნერვული გადაღლილობით.

თავის ტკივილის ტიპები და კლასიფიკაცია

მედიცინაში თავის ტკივილის მრავალფეროვანი ტიპები განისაზღვრება მისი წარმოშობის, კლინიკური გამოვლინებისა და ასოცირებული სიმპტომატიკის მიხედვით. საერთაშორისო თავის ტკივილის კლასიფიკაციის საზოგადოება (International Classification of Headache Disorders – ICHD) ამ სიმპტომს ორ ძირითად კატეგორიად ყოფს: პირველადი და მეორეული თავის ტკივილები.

პირველადი თავის ტკივილები

პირველადი თავის ტკივილები დამოუკიდებელი კლინიკური ერთეულებია, რომლებიც არ უკავშირდება სხვა ორგანულ დარღვევას. მათი არსებობისას ტკივილი თავად წარმოადგენს ძირითად პათოლოგიას. მაგალითად, პირველადი თავის ტკივილების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დაძაბულობის თავის ტკივილი — ის კისრისა და თავის კუნთების დაჭიმულობის, სტრესის ან ემოციური გადაღლილობის ფონზე ჩნდება. პაციენტები მას აღწერენ, როგორც გამუდმებულ, მძლავრ წნევას თავისა და კეფის მიდამოში. 

ასევე, მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი — ინტენსიური, ხშირ შემთხვევაში თავის ცალ მხარეს ლოკალიზებული ტკივილი, რომელსაც თან ახლავს აურის ფენომენები, ფოტოფობია, ფონოფობია, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება. ამასთან, შაკიკის შეტევები შეიძლება საათობით ან რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც საგრძნობლად აისახება პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

აქვე უნდა ვახსენოთ კლასტერული თავის ტკივილი — ის წარმოადგენს პირველადი ცეფალგიის შედარებით იშვიათ, მაგრამ მეტად მტანჯველ ფორმას. ხასიათდება ცალმხრივი, მწვავე ტკივილით ერთი თვალის, საფეთქლისა და ლოყის არეში და ხშირად თან ახლავს ცრემლდენა, ქუთუთოს შეშუპება და ცხვირის გაჭედილობა. შეტევები ხშირია ღამის საათებში და მორიგეობით მეორდება კვირებისა და თვეების განმავლობაში.

მეორეული თავის ტკივილები

სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მეორეული თავის ტკივილები სხვა ძირითადი პათოლოგიური მდგომარეობების შედეგს წარმოადგენს. მათ მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექციური დაავადებები (მათ შორის მენინგიტი, ენცეფალიტი, გრიპი ან სინუსიტი), სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (ჰიპერტენზიული კრიზი, სისხლჩაქცევა ან ინსულტი), თვალის ან ყურის პრობლემები (გლაუკომა, შუა ყურის ინფექცია), ტრავმები, ნეოპლაზმები ან მეტაბოლური დარღვევები. 

ამასთან, მეორეული თავის ტკივილი ხშირად ვითარდება უეცრად, პროგრესირებს დროთა განმავლობაში და თან ახლავს სხვა სისტემური სიმპტომები, როგორებიცაა სიცხე, კოგნიტიური დეფიციტი ან გონების დაბინდვა.

კლინიკური მნიშვნელობა ასევე ენიჭება ჰორმონულ და ნერვულ სისტემებთან ასოცირებულ თავის ტკივილებს, რომელთაგან აღსანიშნავია მენსტრუაციული შაკიკი, რომელიც ქალებში ჰორმონალური ციკლის ფონზე ვლინდება. მსგავსი ტკივილები ხშირად ემთხვევა მენსტრუაციის დაწყებას ან დაყოვნებით იწყება და შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს.

მეორეულის კლასტერში მოიაზრება ფსიქოგენური თავის ტკივილიც, როგორც ფსიქიკური ან ემოციური დისტრესის გამოხატულება. ხშირია დეპრესიის, შფოთვითი აშლილობებისა და პოსტტრავმული სტრესული სინდრომის მქონე პაციენტებში.

კლასიფიკაცია ასევე მოიცავს მედიკამენტების მოხმარებით გამოწვეულ (medication-overuse headache) და ტრიგემინული ნევრალგიის ტიპის ტკივილებს, რომლებიც ხასიათდება უეცარი, მჩხვლეტავი, მოვლითი ტკივილებით სახის არეში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თავის ტკივილი არ არის ერთგვაროვანი კლინიკური მახასიათებელი. მისი სწორად კლასიფიცირება და შეფასება საჭიროებს პაციენტის ანამნეზის, თანმხლები სიმპტომების, ფიზიკური და ნევროლოგიური გამოკვლევის დეტალურ ანალიზს. სწორი დიაგნოსტიკა კი მკურნალობის ინდივიდუალურად შერჩევის წინაპირობაა, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ტკივილი თავის სხვადასხვა არეში — რაზე მიგვანიშნებს თითოეული?

თავის ტკივილის ლოკალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ პარამეტრს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი თანხვდება სპეციფიკურ კლინიკურ სინდრომებს. თავის ტვინის, თავისა და კისრის არეში განლაგებული სტრუქტურების ჰომეოსტაზის დარღვევა ხშირად იწვევს ცეფალგიურ სიმპტომებს. ტკივილი შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან დიფუზური, მწვავე ან ქრონიკული, ინტენსიური ან მსუბუქი, თუმცა მისი ანატომიური განაწილება ხშირად ასოცირდება კონკრეტულ პათოფიზიოლოგიურ პროცესებთან.

შუბლის არეში ლოკალიზებული თავის ტკივილი

შუბლის არეში გამოვლენილი ტკივილი ხშირად ასოცირდება დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილთან (Tension-type headache, TTH), რომელიც გამოწვეულია შუბლისა და კეფის რეგიონში განლაგებული ზედაპირის კუნთების ტონუსის მატებით. 

ასევე გავრცელებული მიზეზია ფრონტალური სინუსიტი, როდესაც ტკივილი პროგრესირებს დახრის ან თვალების დახუჭვის დროს და თან ახლავს წარბებს შორის წნევის შეგრძნება, სეკრეცია და ტემპერატურა. ხშირად აღინიშნება ფოტოფობია და სუბფებრილური მდგომარეობა.

საფეთქლის არეში ლოკალიზებული ტკივილი

საფეთქლის მიდამოში ცეფალგია შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ისე მეორეული ეტიოლოგიის. ხშირად ასოცირდება შაკიკთან, რომლის დროსაც ტკივილს აქვს ცალმხრივი, პულსირებადი ხასიათი და განლაგებულია ტრიგემინოვასკულარული ქსელის ინერვაციის ზონაში.

საგანგაშო სინდრომს წარმოადგენს ტემპორალური არტერიიტი (Giant Cell Arteritis), რომელიც ანთებითად აზიანებს ზედაპირულ ტემპორალურ არტერიას. კლინიკურად ხასიათდება პულსაციური ტკივილით, არტერიის გამკვრივებით და ხშირად თან ახლავს ამაუროზული ეპიზოდები, ღეჭვით პროვოცირებული ტკივილი (Jaw claudication). ასევე, შესაძლებელია, რომ ტკივილი განპირობებული იყოს ქვედა ყბის სახსრის (temporomandibular joint – TMJ) დისფუნქციით, რაც იწვევს მეორეულ, მიოფაციალურ ტკივილს.

ტკივილი კეფის არეში

კეფის არეში ლოკალიზებული ტკივილი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია კუნთოვანი დისპლაზიისა და სპაზმის ფონზე. ამ შემთხვევაში ტკივილი იწყება კისრის ზონიდან და ვრცელდება ზემო მარცხენა ან მარჯვენა პარაოციპიტალურ ხაზზე.

ერთ-ერთი მექანიზმია Greater Occipital Nerve-ის გაღიზიანება, რაც ხშირად იწვევს ნევრულგიურ ტკივილს კეფიდან ტვინის კორპუსისკენ, შესაძლოა თვალის უკანა ნაწილამდეც.

ტკივილი თვალის ირგვლივ

პერიორბიტალური ტკივილი შეიძლება ასოცირდებოდეს როგორც ოფთალმოლოგიურ, ასევე ნევროლოგიურ პრობლემებთან. მწვავე კუთხური გლაუკომა იწვევს თვალშიდა წნევის მკვეთრ მატებას, რის შედეგადაც ვლინდება თვალის, საფეთქლისა და ზოგჯერ კეფის ტკივილი.

ამასთანავე, უნდა გამოვრიცხოთ ტრიგემინული ნევრალგია, რომელსაც ახასიათებს პათოგნომონური, ელვისებური ტკივილი თვალის, ლოყის ან ღაწვის მიდამოში. კლასტერული თავის ტკივილი ვლინდება ინტენსიური, ცალმხრივი ტკივილით თვალის ირგვლივ, რასაც თან ახლავს ცრემლდენა, პტოზი (ქუთუთოს დაწევა) და კონიუნქტივალური ჰიპერემია.

მთელ თავზე გავრცელებული (დიფუზური) ტკივილი

დიფუზური ცეფალგია ხშირად დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის გამოხატულებაა. ამ ტიპის ტკივილი არ არის ლოკალიზებული და პაციენტი მას აღწერს როგორც „ზეწოლის“ შეგრძნებას მთელ თავზე.

ასევე დიფუზურ ტკივილს იწვევს ინფექციური ეტიოლოგიის ენცეფალოპათიები, ვირუსული მენინგიტი, ცერებრალური ვენური თრომბოზი, ონკოლოგიური პროცესები და ნივთიერებათა ცვლის დისბალანსი (მაგ., ჰიპონატრემია ან ჰიპერგლიკემია).

მუცლის არესთან თანხვდენილი თავის ტკივილი

ეს ტერმინი გამოიყენება ძირითადად პედიატრიულ ნევროლოგიაში, განსაკუთრებით შაკიკთან ასოცირებული მუცლის ტკივილის დროს, რომელიც ცნობილია როგორც Abdominal Migraine. აღინიშნება თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ფოტოფობია.

შიმშილით ან ჰიპოგლიკემიური რეაქციით გამოწვეული თავის ტკივილი ასევე ითვლება გავრცელებულ მდგომარეობად, განსაკუთრებით ბავშვებსა და თინეიჯერებში, და განპირობებულია ცერებრალური მეტაბოლიზმის დაქვეითებით, ენერგიის ნაკლებობის ფონზე.

თავის ტკივილის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

თავის ტკივილის მკურნალობა თანამედროვე მედიცინაში მრავალფენიანი და პერსონალიზებული მიდგომების ერთიანობას წარმოადგენს. პრაქტიკა ეფუძნება ტკივილის ტიპის, ხასიათის, ხანგრძლივობის, თანმხლები სიმპტომებისა და ძირითადი პათოფიზიოლოგიური მექანიზმის დადგენას. ცხადია, მკურნალობის მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტკივილის დროებითი მოხსნით — ის ითვალისწინებს შეტევების პროფილაქტიკას, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქრონიკული ფორმების პრევენციას.

ფარმაკოთერაპიის საწყის ეტაპზე ტკივილის სიმპტომური კონტროლი ხორციელდება ანალგეტიკების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით. დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს ხშირად გამოიყენება პარაცეტამოლი, იბუპროფენი ან ნაპროქსენი. 

ხოლო მეორეული თავის ტკივილების მართვა მთლიანად დამოკიდებულია მათი გამომწვევი მიზეზის სწრაფ და ადეკვატურ კორექციაზე — იქნება ეს ინფექციური დაავადება, ჰიპერტენზიული კრიზი თუ ნევროლოგიური დაზიანება.

ამასთან, რადგანაც შაკიკს ძლიერი ტკივილები ახასიათებს, მათ ჩახშობას ნებისმიერი გამაყუჩებელი ვერ ახერხებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ბენლეკი — მედიკამენტი, რომელიც წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი. მეტამიზოლს აქვს სწრაფი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, წარმოადგენს აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის თანმხლები თავის ტკივილისა თუ სხვა სიმპტომების (გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ) სამკურნალო ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას. კოფეინს მასტიმულირებელი ეფექტი აქვს ნერვულ სისტემაზე; ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, რეკომენდებული დოზით ამცირებს თავის ტკივილს, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას. ვიტამინი B1 კი სასარგებლო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებით პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ნოციცეპციური და ნეიროპათიული ტკივილის დროს განაპირობებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას, ამცირებს შაკიკისთვის დამახასიათებელი თავის ტკივილის სიხშირესა და სიმძიმეს, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას. 

ასევე, შაკიკის დროს ხშირად ნიშნავენ დამამშვიდებელ საშუალებებსაც.  ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ვამელისი, რომელიც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა და ძილის მოწესრიგებას უწყობს ხელს. კერძოდ, ის წარმოადგენს ოთხი სამკურნალო მცენარეული კომპონენტის — ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილისა და კუნელის, ასევე ამინომჟავა გლიცინის — კომბინაციას. პრეპარატი ხსნის სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან. შესაბამისად, შაკიკის შეტევებისას პრეპარატი უშუალოდ ვერ აკავებს მწვავე შეტევას, თუმცა შეიძლება შეამციროს შეტევების სიხშირე — განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის ტკივილი სტრესიდან გამომდინარეობს.


სხვა სტატიები