Blog Single

 

ყველას გვსურს, ჩვენი პატარა ჯანმრთელი იყოს, იშვიათად ავადობდეს, ჰქონდეს ძლიერი იმუნიტეტი და სწორი ზრდა-განვითარება.
იმისთვის, რომ ბავშვმა მართლაც შეძლოს ჯანსაღი ზრდა-განვითარება, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კვებაა - დიახ, ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან სჭირდება კვება და ასაკის მატებასთან ერთად, რაციონში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტის ჩართვის საჭიროებაც იზრდება.

ბავშვი მყარ კვებას 6 თვის ასაკიდან იწყებს და ნაბ-ჯ-ნაბიჯ აგემოვნებს მისთვის საჭირო ჯანსაღ პროდუქტებს და გაუმართლა ყველა იმ მშობელს, ვისი შვილიც უარს არ ამბობს არცერთ ახალ საკვებზე, რადგან მას დასაწყისშივე უყალიბდება სწორი კვების რეჟიმი, ეს კი მის იმუნიტეტზე ყველაზე უკეთ ზრუნავს.

რა უნდა მიირთვას ბავშვმა?
ბავშვთა კვება ემყარება იმავე იდეას, როგორც მოზრდილთა კვება. ყველას სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები. ბავშვებს კი სხვადასხვა ასაკში განსაკუთრებულად სჭირდებათ სხვადასხვა რაოდენობით სპეციფიკური საკვები ნივთიერებები.

იმისთვის, რომ ბავშვის კვება სრულყოფილი იყოს, ჩართეთ მის რაციონში ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი, პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები, უცხიმო ხორცი, კვერცხი, ლობიო, ბარდა, მწვანე მცენარეები, თხილეული და Ხილი.

მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრის და მარილის შემცველობა პროდუქტში, რომელსაც თქვენი პატარა იღებს, უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებსა და ტკბილეულზე

სხვა სტატიები