ღირებულებები

გამბედაობა - ჩვენი გამბედაობა ახალი, განსხვავებული იდეების განვითარებაა, რომლებსაც ხშირად სხვები მიყვებიან. ჩვენი გამბედაობა ჩვენს ხასიათშია, რომელიც გვაძლევს ძალას არ გვეშინოდეს სიახლეების, დაბრკოლებებისა და ცვლილებების. ჩვენი გამბედაობა მუდმივ ქმედებაშია, რომელსაც ყოველდღე ვახორციელებთ და რომელსაც შედეგები მოაქვს.

გონიერი გადაწყვეტილებები -  ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ გონიერად, შორს მიმავალ შედეგებზე გათვლით, თანმიმდევრობით. ეს ეხმარება კომპანიას სტაბილურობის და,  შესაბამისად,  წარმატების შეგრძნების გაძლიერებაში.

პასუხისმგებლობა - ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი კომპანია და ეს აისახება ბაზრისთვის ეფექტური და ხელმისაწვდომი  სამკურნალო საშუალებების და გადაწვეტილებების შეთავაზებაში, პარტნიორებთან, საზოგადობასთან და ქვეყანასთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 

მხარდაჭერა -  ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, პარტნიორებს, ექიმებს, ადამიანებს,  პაციენტებსა და მოწყვლად ჯგუფებს; კრიზისსა თუ არაკრიზისულ სიტუაციებში და ყოველთვის ვიზიარებთ საერთო გამოწვევებს.