გაუმჯობესება უკეთესი გაგრძელებისთვის! 

სმარტფარმში სჯერათ, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობა ყველაზე დიდი გამოწვევაა  სამყაროში და მას ეფექტური ათვისება სჭირდება 

კომპანია  “სმარტფარმი“  წარმოადგენს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების  სანდო  პარტნიორს  საქართველოში.  ის უკვე 10  წელია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს ამარაგებს  და ყოველთვის სთავაზობს მას გამოცდილ, სტაბილურ,  ბიუჯეტურ და  მაღალი  ხარისხის ევროპულ პროდუქციას.

კომპანია მუდმივად აუმჯობესებს თავის შედეგებს უკეთესი გაგრძელებისა და მომავლისთვის.  ქართულ ბაზარზე ის სწრაფად მზარდი ფარმაცევტული ბრენდია, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გუნდის წევრებით, გაზიარებული ღირებულებებითა და საინტერესო ყოველდღიურობით. 

დღეს კომპანია უკვე 800 - მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზასთან და სამედიცინო დაწესებულებასთან წარმატებით თანამშრომლობს. კომპანია დაფუძნებულია 100% -ით ქართული კაპიტალით, ბიზნესის მხარდაჭერას კი უზრუნველყოფენ ფარმაცევტულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პარტნიორები. 

მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული გუნდი მუდმივად ეძებს გაუმჯობესების ახალ-ახალ ინოვაციურ მიდგომებსა და საშუალებებს, რომლებიც უკეთ მოემსახურება თანამედროვე მოთხოვნებსა და ადამიანების კეთილდღეობას.