Array ( [cid] => 255 [lang] => ka [page] => ) Home - Shop | Canvas

ისტორია

კომპანიის ისტორიის დასაწყისი ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტარტის აღებას დაემთხვა და ეს მესამე  შვილის დაბადება იყო.

 2012 წელს, როცა პარალელური იმპორტის შესაძლებლობა  გაიხსნა ქვეყანაში, დღევანდელი კომპანიის  მფლობელებმა  დაინახეს შესაძლებლობა.   ბიზნესის დაწყების იდეა დეკრეტული შვებულების  დროს ჩამოყალიბდა და ამავე დროს განხორციელდა.  

მაშინ მფლობელები მცირე რესურსს ფლობდნენ, მაგრამ ქონდათ დიდი  გამბედაობა, რომელმაც  პირველი ნაბიჯი გადაადგმევინა და,  ერთი შეხედვით შეუღწეველ, დიდ ფარმაცევტულ  ბიზნესში აღმოჩნდნენ.  ბიზნესის საწყისი კაპიტალი 15000 ლარს შეადგენდა. თავიდან ორი ადამიანი ითავსებდა ყველაფერს: მომწოდებლებთან და კლიენტებთან მოლაპარაკებები, იმპორტი, განბაჟება, შეკვეთის მიღება, მომზადება, მიწოდება... 

ნელ-ნელა დაკვეთებმა ზრდა დაიწყო, შესაბამისად ბიზნესიც გაფართოვდა.  როგორც ყველგან,  აქაც იყო სირთულეები...  ბიზნესმა ორჯერ სრული „რესტარტი“  განიცადა, მაგრამ გუნდის  რწმენა იმხელა იყო წარმატებაში, მფლობელებს რეალური მონაცემების დამალვაც კი მოუწიათ,  რათა გუნდის რწმენა და იმედი არ შეერყიათ.

გამბედაობამ, მოტივაციამ, ძალამ  და გონიერებამ თავისი გაიტანა, ბიზნესი დღითიდღე უმჯობესდებოდა და მან მალე მუდმივი წინსვლა უზრუნველყო.  დღეს ბრენდს ადგილი აქვს დამკვიდრებული  გლობალურ და ლოკალურ დიდ მოთამაშეებს შორის და აგრძელებს გაუმჯობესებასა და განვითარებას.