Blog Single
ძილისა და წონის ურთიერთკავშირზე თუ გსმენიათ? ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ძილს უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის სიჯანსაღეზე, ძილის პრობლემები კი პირიქით - უარყოფითად აისახება და ორგანიზმიც სწრაფადვე გვაძლევს სიგნალს.
 
მოდი, ვნახოთ რა გავლენა აქვს ძილს წონის კლებასა და შენარჩუნებაში?
 
ჩვენ გვჭირდებ 7-9 საათამდე სრულყოფილი ძილი, რათა ჩვენმა სხეულმა და ტვინმა დაისვენოს, ენერგიები აღიდგინოს და ჯანსაღად განაგრძოს ცხოვრება. ჩამონათვალი იმ ავადობებისა, რასაც უძილობა იწვევს, საკმაოდ ვრცელია. ამჯერად კი ჩვენს ყურადღებას წონის მატებას, ჭარბწონიანობას დავუთმობთ.
 
სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ უძილობა ან არასწორი ძილის რეჟიმი წონის მატების ერთ-ერთი წინაპირობაა, რადგან ასეთ დროს ხშირია ჰორმონალური დისბალანსი. კერძოდ, იზრდება ე.წ. შიმშილის ჰორმონ „გერლინის“ გამოყოფის დონე და ტვინს ეძლევა სიგნალი, რომ „ჭამის დროა“
 
ერთ-ერთი მეცნიერული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ცოტა სძინავთ, დღეში 300 კალორიით მეტს ჭამენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც საკმარისად სძინავთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ იზიდავთ საკვები, რომელიც შეიცავს ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს დიდი რაოდენობით, იზითადავთ სწრაფი კვება, ყველი და დამუშავებული ხორცი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთი საკვების მიღება ზრდის სიმსუქნის რისკს.
 
შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ, სწორად და ჯანსაღი ძილით ეძინოთ, წონის კლებასა და მის შენარჩუნებას მარტივად ახერხებენ და წონის მატების რისკსაც მეტად არიდებენ თავს.

სხვა სტატიები