Blog Single

ის, რასაც გაციებას ვეძახით, სინამდვილეში რესპირატორული ინფექციაა — მისი გამომწვევი ვირუსების რაოდენობა კი 200-ზე მეტია, თუმცა ყველაზე ხშირად რინოვირუსები (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, ლათ. virus შხამი) აღწევს ადამიანის ორგანიზმში. მართალია, მას ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ ან სათანადოდ არ ვმკურნალობთ, მაგრამ ინფექციის სიმპტომები დიდ დისკომფორტს გვიქმნის და მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს ზოგად მდგომარეობაზე. 

ბლოგში აღნიშნული ინფექციის გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს, გართულებებს, პრევენციისა და მკურნალობის მეთოდებს განვიხილავთ. 

პირველ რიგში, იწვევს ზედა სასუნთქი გზების ანთებას, შეშუპებას და ლორწოს გაძლიერებულ სეკრეციას, რასაც მოჰყვება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ყელის ტკივილი, ხველა, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება. 

რესპირატორულ ინფექციის გადაცემის გზებია:

  1. პირდაპირი კონტაქტი — ძალიან ხშირია ინფიცირებული ადამიანის ნაზალური (ცხვირის) სეკრეტით დაბინძურებული ხელებით ინფექციის გადაცემა. დაავადების გამომწვევი ვირუსები ხელზე მოხვედრისას დაინფიცირების უნარს ინარჩუნებს სულ მცირე 2 საათის განმავლობაში. პირდაპირი კონტაქტისას, მაგალითად, ხელის ჩამორთმევისას ხდება ჯანმრთელი ადამიანის ხელზე ვირუსების მოხვედრა. ჯანმრთელი ადამიანი ინფიცირდება პირთან, ცხვირთან ან თვალთან ვირუსებით დაბინძურებული ხელის შეხებით;
  1. ზედაპირებთან შეხებით დაინფიცირება — ამ ინფექციის გამომწვევ ვირუსებს რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლიათ დაინფიცირების უნარის შენარჩუნება საგნების ზედაპირებზე მოხვედრისას (კარის სახელურები, ტელეფონები და სხვ.). საგნებზე ეს ვირუსები შეიძლება დაბინძურებული ხელის შეხებით, ცემინებით ან ხველის შედეგად მოხვდეს.
  2. ჰაერწვეთოვანი გზა — დაინფიცირებული ადამიანი ცემინების, ხველის ან სუნთქვის დროს ვირუსის ნაწილაკებს მარტივად ავრცელებს ჰაერში და ახლოს მდგომი ადამიანის ცხვირში, პირის ღრუსა ან თვალში აღნიშნული ნაწილაკების მოხვედრისას ხდება დაავადების გადადება. პირბადის ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს.

გაციების სეზონურობა

რესპირატორული ინფექციის ყველაზე დიდი მაჩვენებელი შემოდგომიდან გაზაფხულამდე ფიქსირდება, განსაკუთრებით გვიანი შემოდგომიდან ზამთრის შუა პერიოდამდე. ამის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:

  1. ჰაერის ტემპერატურის შემცირება — ცივი ამინდი ხელს უწყობს ვირუსების გამძლეობასა და გავრცელებას. უფრო კონკრეტულად, ცივ სეზონზე ჰაერი მშრალია, რაც განაპირობებს ვირუსების ადვილად გავრცელებას.
  2. ადამიანების შეკრება დახურულ სივრცეებში — აღნიშნულ პერიოდში ადამიანები ხშირად ატარებენ დიდ დროს შენობებში, რაც ვირუსის გადაცემის რისკს ზრდის.
  3. იმუნური სისტემის დასუსტება — სიცივე აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს, რაც რესპირატორული ინფექციით დაავადების რისკს ზრდის. ამიტომ ცივ ამინდში გარეთ გასვლისას აუცილებელია თბილი ტანსაცმლის, შარფის, ხელთათმანების ტარება.

თუმცა, ეს რესპირატორული ინფექცია შეიძლება სხვა სეზონებზეც შეგვხვდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის იმუნური სისტემა დაქვეითებულია. 

რესპირატორული ინფექციის ძირითადი სიმპტომები და გართულებები

როგორც წესი, დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს და სინუსიტის, ბრონქიტის ან პნევმონიის გამომწვევ მიზეზადაც კი იქცეს. 

რესპირატორული ინფექციის სიმპტომებია:

  • ცხვირის გაჭედვა
  • ცხვირიდან გამონადენი 
  • ცემინება 
  • ყელის ტკივილი და გაღიზიანება 
  • ხველა (ხშირ შემთხვევაში სველი)
  • ცხელება
  • საერთო სისუსტე და დაღლილობა
  • თავის ტკივილი (გამოწვეულია ცხვირის გაჭედვით ან ორგანიზმის საერთო დაღლილობით)
  • მადის დაკარგვა

დაავადების ხანგრძლივობაა 3-7 დღე; ზოგჯერ ცემინება, ხველა, ცხვირის გაჭედილობა 2 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს.

რიგ შემთხვევებში იმუნიტეტის დაქვეითებისა და მეორადი ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის განვითარების გამო, შესაძლოა გართულებებმაც იჩინოს თავი. შესაძლებელია შემდეგი პრობლემების განვითარება:

  • სინუსიტი — ცხვირის სინუსების (წიაღების) ლორწოვანი გარსის ანთება (ჰაიმორიტი, ფრონტიტი), რომელიც იწვევს ტკივილს სახის არეში, ყელის გაღიზიანებასა და ცხვირის გამონადენის მატებას;
  • შუა ყურის ანთება (ოტიტი) — განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში და ვლინდება ყურის ტკივილითა და სმენის დროებითი დაქვეითებით;
  • ბრონქიტი — ქვედა სასუნთქი გზების, კერძოდ ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, ახასიათებს ხველის გამწვავება, ზოგჯერ ბლანტი ნახველით.
  • პნევმონია — ქვედა სასუნთქი გზების, კერძოდ ფილტვის ქსოვილის ანთება, რომელიც შეიძლება განვითარდეს რესპირატორული ინფექციის შემდეგ, განსაკუთრებით იმუნიტეტ-დაქვეითებულ ადამიანებში.

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რესპირატორული ინფექცია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე განსხვავებულად მოქმედებს. მაგალითად, ბავშვებში უფრო ხშირია, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განუვითარებელი და ვირუსული ინფექციების მიმართ ნაკლებად გამძლეა. რესპირატორული ინფექციით ხშირად ავადობენ ბავშვები, ისინი დაახლოებით 8-12-ჯერ შეიძლება დაავადდნენ წელიწადში. ახალგაზრდა მოზრდილებს კი გარკვეული მედეგობა გააჩნიათ — რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი სათანადოდ ზრუნავენ იმუნიტეტსა და ზოგად ჯანმრთელობაზე. ხოლო მოზრდილებში რესპირატორული ინფექციით ავადობა წელიწადში 2-3-ჯერ შეიძლება მოხდეს. ხანდაზმულებში მაღალია დაავადების განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან, ასაკთან ერთად, იმუნური სისტემაც სუსტდება. შესაბამისად, გართულებების რისკიც უფრო მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები აქვს.

განსხვავება რესპირატორულ ინფექციასა და გრიპს შორის 

საგულისხმოა, რომ რესპირატორული ინფექცია ხშირად ერევათ გრიპში, მაგრამ ამ უკანასკნელის სიმპტომები გაცილებით მძიმედ ვლინდება. მათ შორის მთავარი განსხვავება გამომწვევი ვირუსებია. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, რესპირატორულ ინფექციას უმეტესად რინოვირუსები იწვევს, ხოლო გრიპის გამომწვევი ინფლუენცას ვირუსია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, რამდენიმე ტიპად იყოფა, მათ შორის A, B, C და D ტიპებად.

გრიპი იწყება უეცრად და მას თან ახლავს ცხელება (38°C და მეტი), ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, ძლიერი ხველა, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ზოგჯერ გულისრევა თუ დიარეა. აქვე გაგიზიარებთ მედიკამენტ ბენლეკს, რომელიც რომელიც მოქმედებს ტკივილის ცენტრალურ მექანიზმებზე და ეფექტურად ხსნის ტკივილის სიმპტომებს. დეტალურად რომ განვიხილოთ, ეს პრეპარატი წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი. ზოგადად, მეტამიზოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აფერხებს ტკივილის სიგნალების გადაცემას — შედეგად, ბენლეკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას

გარდა ამისა, გრიპის ყველაზე გავრცელებული გართულებებია: ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი და შუა ყურის ანთება. ხანდაზმულებში, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში გრიპმა შეიძლება უფრო მძიმე ფორმით იჩინოს თავი და გართულებები გამოიწვიოს.  

გრიპი ბევრად უფრო მძაფრად მიმდინარეობს და უფრო სერიოზულ გართულებებს იწვევს. თუმცა, რესპირატორული ინფექციისგან განსხვავებით, გრიპის პრევენციისთვის არსებობს ვაქცინა, რომელიც ორგანიზმს ყველაზე გავრცელებული შტამებისგან იცავს.

განსხვავება რესპირატორულ ინფექციასა და ალერგიას შორის

საგულისხმოა, რომ ხშირად გაციებისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ორივე მდგომარეობის დროს ვლინდება ზედა სასუნთქი გზების ანთება — ცხვირის გაჭედვა და სურდო, ხშირი ცემინება, ყელის ტკივილი და ხველა. 

თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლებიც დაგეხმარებათ მათ გარჩევაში. რესპირატორული ინფექცია გამოწვეულია ვირუსებით, ხოლო ალერგია — ალერგენების მიმართ იმუნური სისტემის რეაქციით. თანაც, პირველ მათგანს ხშირად ტემპერატურის მატება ახასიათებს, ხოლო ალერგიას — არა.

მკურნალობის მეთოდები — როგორ ვებრძოლოთ გაციებას?

ბუნებრივია, რესპირატორულ ინფექციასთან ბრძოლა გულისხმობს კონკრეტული სიმპტომების შემსუბუქებას, ორგანიზმის გაძლიერებასა და გართულებების თავიდან აცილებას. შესაბამისად, მკურნალობაც ძირითადად სიმპტომურია — პაციენტი იმის მიხედვით იღებს პრეპარატს თუ რაიმე საშუალებას, რაც მოცემულ მომენტში აწუხებს. ამასთან, რესპირატორული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების მიღება  არ არის საჭირო, რადგან ის ვირუსული ინფექციაა, ანტიბიოტიკები კი ვირუსებზე არ მოქმედებს. 

ზოგადად, რესპირატორული ინფექციისას აუცილებელია ორგანიზმის საკმარისად დასვენება, რადგან ეს იმუნურ სისტემას ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თბილი და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციას, ლორწოს გათხელებასა და ცხვირის გაჭედვის შემცირებას. რეკომენდებულია მცენარეული ჩაი, თბილი ბულიონი და წყალი ლიმონითა და თაფლით.  

ცხვირის გაჭედვისა და სურდოს დროს შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვის პროცედურის ჩატარება, რაც ლორწოვანს ასუფთავებს და სუნთქვას აადვილებს. ასევე, შესაძლებელია ორთქლის ინჰალაციების გამოყენება, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებას. ამ დროს რეკომენდებულია დეკონგესტანტები, მაგალითად, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი.

სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 38°C-ს არ აჭარბებს და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მისი შემცირება აუცილებელი არ არის, რადგან ტემპერატურა ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმია. თუმცა, თუ სიცხე მაღალია და საერთო მდგომარეობა მძიმდება, რეკომენდებულია სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება.  

თავისა და ყელის ტკივილის, ასევე ცხელების დროს რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები, მაგალითად, პარაცეტამოლი.

ხოლო ხველის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ტიპის განსაზღვრა. მშრალი ხველის დროს რეკომენდებულია ყელის დამამშვიდებელი საშუალებები, როგორებიცაა თაფლი, თბილი სითხეები და სპეციალური წვეთები. სველი ხველის დროს კი უნდა შეირჩეს მედიკამენტი, რომელიც ნახველის გათხელებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას შეუწყობს ხელს.

რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელია სველი ხველა, რომლის დროს რეკომენდებულია აცეტილცისტეინის ან გუაიფენაზინის მიღება, გუაიფენაზინი მშრალი ხველის დროსაც არის ეფექტური.

მუკოსოფტი — ეფექტური გამოსავალი სველი ხველის დროს

მუკოსოფტი — ეს არის აცეტილცისტეინის შემცველი, სქელი და წებვადი ლორწოს გამათხიერებელი პრეპარატი ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელიც სასუნთქი გზების დაავადებების დროს გამოიყენება; მათ შორისაა რესპირატორული ინფექცია, ბრონქიტი და ფილტვების დაავადებები.

რესპირატორული ინფექცია ორსულობის დროს - რა უნდა გაითვალისწინოთ?

ბუნებრივია, ორსულობის დროს რესპირატორული ინფექცია მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ამ პერიოდში ბევრი მედიკამენტის მიღება არაა რეკომენდებული. თანაც იმუნური სისტემაც შესუსტებულია, რაც ვირუსებისადმი მოწყვლადობას საგრძნობლად ზრდის. ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს უნდა მიჰყვეთ — დაისვენოთ, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, რათა ჰიდრატაციის დონე არ დაეცეს. 

ასევე, მარილიანი ხსნარით ცხვირის გამორეცხვა და ორთქლის ინჰალაცია სრულიად უსაფრთხოა ორსულებისთვის. ხოლო ტემპერატურის მომატებისას, თუ ის 38°C-ს არ აჭარბებს, უმჯობესია მისი ბუნებრივად დაკლება — მაგალითად, გრილი კომპრესების დადებით.  წამლის მიღება კი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით უნდა მოხდეს. 

რაც შეეხება ხველას, ამ შემთხვევაში უმჯობესია ე. წ. ბუნებრივი მეთოდების გამოყენება — მაგალითად, თაფლი (თუკი ალერგიული არ ხართ) და თბილი მცენარეული ჩაი, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ყელზე. თუმცა ყველა მცენარეული პროდუქტი არ არის უსაფრთხო ორსულებისთვის, ამიტომაც უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია.  

ზემოხსენებული მუკოსოფტი კი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოთ. 

პრევენციული ზომები

რესპირატორული ინფექცია პრევენცია გულისხმობს იმ ზომების დაცვას, რომლებიც ამცირებს ვირუსის გადადების რისკს და აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.

პირველ რიგში, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ხელების ხშირი დაბანა საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ვირუსების გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, სახის, განსაკუთრებით ცხვირისა და პირის შეხებისგან თავის შეკავება აუცილებელია რესპირატორული ინფექციისგან თავის დასაცავად. 

აუცილებელია პირბადის ტარება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს რესპირატორული ინფექციების, მათ შორის რესპირატორული ინფექციის გავრცელების რისკს.

ამასთანავე, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას სასურველია დისტანციის დაცვა. ცხადია, დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანია, ვირუსი უფრო ადვილად ვრცელდება, ამიტომ რეკომენდებულია რეგულარული განიავება.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად კი აუცილებელია ჯანსაღი კვება. საკვებში საკმარისი რაოდენობით უნდა შედიოდეს ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები — განსაკუთრებით საჭიროა C და D ვიტამინები. ამავდროულად, რეგულარული ფიზიკური აქტივობაც ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას.

საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებაც მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმის კარგი ჰიდრატაცია ლორწოვან გარსს იცავს და ვირუსების შეღწევას ართულებს.

გაითვალისწინეთ, პრევენციული ზომების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს რესპირატორული ინფექციის ალბათობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით სეზონური ინფექციების გავრცელების პერიოდში.


სხვა სტატიები