Blog Single

ენტეროვირუსი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნება, განსაკუთრებით კი ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და თვითგანკურნებადია, ზოგჯერ ის შეიძლება გართულდეს და საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა. 

ენტეროვირუსები წარმოადგენს ვირუსების დიდ ჯგუფს, რომელიც, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდება და ორგანიზმში, ძირითადად, პირის ღრუს მეშვეობით ხვდება. არსებობს ენტეროვირუსების რამდენიმე ტიპი, მათ შორის კოქსაკის ვირუსები, ეკოვირუსები და პოლიოვირუსი, თუმცა პოლიომიელიტი ვაქცინაციის მეშვეობით პრაქტიკულად აღმოფხვრილია ბევრ ქვეყანაში.

ინფექციის გავრცელება ხდება ფეკალურ-ორალური გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გადადის ადამიანიდან ადამიანზე დაბინძურებული ხელების, წყლის, საკვების ან ზედაპირებზე შეხების საშუალებით. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ენტეროვირუსები მხოლოდ ბავშვებში გვხვდება, თუმცა სინამდვილეში ენტეროვირუსი დიდებში, მოზარდებსა და ზრდასრულებშიც ხშირად ფიქსირდება, უბრალოდ შედარებით მსუბუქი სიმპტომებით.

გადამდებია თუ არა ენტეროვირუსი?

ერთმნიშვნელოვნად — კი. ენტეროვირუსი გადამდებია და საკმაოდ იოლად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ის განსაკუთრებით აქტიურია ზაფხულსა და ადრეული შემოდგომის თვეებში, როცა უფრო მეტად ვიკრიბებით საზოგადოებრივ აუზებში, საკემპინგე ადგილებსა და უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებში. 

რაც შეეხება ენტეროვირუსის ხანგრძლივობას, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ვირუსის ტიპსა და ორგანიზმის იმუნურ რეაგირებაზე. უმეტესად, სიმპტომები გრძელდება 3-დან 10 დღემდე, თუმცა აღდგენის პროცესი ზოგჯერ რამდენიმე კვირას მოიცავს, განსაკუთრებით თუ გართულებები ვითარდება. 

ენტეროვირუსის სიმპტომები

ენტეროვირუსი, სიმპტომებით, ხშირად წააგავს გაციებას ან გრიპს, რაც ართულებს მის დაუყოვნებელ ამოცნობას. ტიპური ენტეროვირუსის სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ყელის ტკივილს, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, მუცლის ტკივილსა და დიარეას. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი ხელებზე, ფეხებზე ან პირის ღრუში – ეს სიმპტომები უფრო კოქსაკის ვირუსს ახასიათებს, რომელიც ენტეროვირუსების ერთ-ერთ ქვეგვარად მიიჩნევა.

ბავშვებსა და ჩვილებში ხშირად აღინიშნება გაღიზიანება, უმადობა და უძილობა. მნიშვნელოვანია, რომ თუ გამოვლინდა ამ სიმპტომებიდან რომელიმე, არ მოხდეს თვითნებური ანტიბიოტიკების გამოყენება, რადგან ენტეროვირუსები ბაქტერიები არ არის და ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ.

ენტეროვირუსი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

ენტეროვირუსი ჩვილებში (0-12 თვე)

ჩვილებში ენტეროვირუსი განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. შეიძლება გამოვლინდეს სიცხე, უმადობა, დიარეა და ღებინება.

ენტეროვირუსი ბავშვებში (1-12 წელი)

ენტეროვირუსი ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება. შეიძლება გამოვლინდეს მაღალ ცხელებასთან, ყელის ტკივილთან, გამონაყართან და ზოგად სისუსტესთან ერთად. ამ ასაკში ინფექცია შედარებით მარტივად ვრცელდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ამიტომ პრევენცია — ხელების რეგულარული დაბანა და ჰიგიენა — ძალიან მნიშვნელოვანია.

ენტეროვირუსი მოზარდებში

მოზარდებში ენტეროვირუსი ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა იყოს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და ტემპერატურის მცირე მატება. ამ ასაკში ორგანიზმი უფრო ეფექტურად ებრძვის ვირუსს, თუმცა მაინც საჭიროა სითხის მიღება, სწორი კვება და დასვენება. 

ენტეროვირუსი ზრდასრულებსა და მოზრდილებში

ენტეროვირუსი ზრდასრულებსა და მოზრდილებში იშვიათად მიმდინარეობს მძიმე ფორმით. სიმპტომები შეიძლება შემცირდეს რამდენიმე დღეში, თუმცა ზოგჯერ ვითარდება ისეთი გართულებები, როგორიცაა ვირუსული მენინგიტი. ამიტომაც, მიუხედავად სიმპტომების მსუბუქი ხასიათისა, აუცილებელია დასვენება, სითხეების მიღება და იმუნიტეტის გაძლიერება.

ენტეროვირუსის მკურნალობა

ენტეროვირუსის მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ და არა ვირუსის უშუალო აღმოფხვრისკენ. აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის დეჰიდრატაციისგან დაცვას. 

აქვე გაგიზიარებთ საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული კომპანია SmartPharm-ის მიერ გავრცელებულ მედიკამენტებს, რომლებიც ენტეროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ:

ენტეროვირუსის მკურნალობისას ელექტროლიტი, პროიმუნოლაიფი და პროლაიფი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმპტომების მართვასა და ორგანიზმის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ ენტეროვირუსი ვირუსული დაავადებაა და მისთვის სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს, სწორად შერჩეული დამხმარე საშუალებები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მდგომარეობას, ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას. მოდით, ვნახოთ დეტალურად, რატომ და როგორ გამოიყენება ეს მედიკამენტები ენტეროვირუსის დროს.

ელექტროლიტი — ჰიდრატაციის წყარო

ენტეროვირუსის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სარისკო სიმპტომია დიარეა, რომელიც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებასა და მინერალების დაკარგვას. ასეთ პირობებში წყლის დალევა საკმარისი არ არის, რადგან ორგანიზმი საჭიროებს არა მხოლოდ სითხეს, არამედ გარკვეულ მარილებსა და მინერალებს — სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს ელექტროლიტი.

ენტეროვირუსის ფონზე, როდესაც ტემპერატურა მაღალია ან ვლინდება ღებინება და ფაღარათი, ორგანიზმი სწრაფად კარგავს ნატრიუმს, კალიუმს, ქლორსა და ბიკარბონატს. ეს მიკროელემენტები მნიშვნელოვანია გულის, ნერვული სისტემისა და კუნთების მუშაობისთვის. მათი დეფიციტი იწვევს სისუსტეს, ტკივილებს და ზოგჯერ — გულყრასაც კი. ელექტროლიტური ხსნარები აძლევს ორგანიზმს ზუსტად იმ საჭირო ინგრედიენტებს, რაც სწრაფად აღადგენს ბალანსს და ეხმარება ორგანიზმს ვირუსთან გამკლავებაში.

ელექტროლიტი გამოიყენება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ის ძირითადად მოდის ფხვნილის ფორმით, რომელიც იხსნება წყალში. მიღების რაოდენობა და სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე, დიარეის სიხშირეზე და ზოგად მდგომარეობაზე. ბავშვისთვის მიღება ხდება მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში — ასე აღდგება სითხისა და მარილების ბალანსი დოზირებულად და უსაფრთხოდ. მოზრდილებში შესაძლებელია უფრო დიდი ულუფებით მიღებაც, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში.

პროლაიფი — ნაწლავური ფლორის აღდგენა და იმუნიტეტის მხარდაჭერა

ენტეროვირუსის დროს ნაწლავური ფლორა ხშირად ირღვევა. ვირუსი აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და იწვევს მიკროფლორის დისბალანსს, რაც ხელს უწყობს დიარეის გახანგრძლივებას, მუცლის შებერილობას, კრუნჩხვებსა და ზოგად დისკომფორტს. სწორედ აქ ჩნდება პროლაიფის საჭიროება — პრობიოტიკის, რომელიც აღადგენს ნაწლავის ბუნებრივ გარემოს.

პრობიოტიკების მიღება ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას და იმუნური რეაქციის რეგულაციას. ენტეროვირუსს კი, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსულია, დიდი გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე. ამასთან, ნაწლავური ფლორის სწორად ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია იმუნური რეაგირების სიძლიერესთან — რაც უკეთ ფუნქციონირებს ნაწლავი, მით უკეთ იცავს ორგანიზმი თავს ინფექციისგან.

პროლაიფის გამოყენება ასევე ამცირებს შემდეგი გართულებების რისკს:

  • ქრონიკულ დიარეას
  • საკვების ცუდ გადამუშავებას
  • მეორე ხარისხის ბაქტერიული ინფექციების განვითარებას
  • იმუნოსისტემის მოდუნებას

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ბავშვებისთვის არსებობს Prolife Pediatrico, რომლის ფორმულაც ზუსტ შესაბამისობაშია ბავშვების ბაქტერიულ ფლორასთან. ის მდიდარია იმ ბიფიდობაქტერიებით, რომლებიც ყველაზე საჭიროა პატარების ორგანიზმისთვის. 

პროიმუნოლაიფი — იმუნიტიტეტის გამაძლიერებელი საშუალება

ეს არის ბუნებრივი და სინთეზური ინგრედიენტების კომბინაცია, რომელიც მიზნად ისახავს იმუნური სისტემის გააქტიურებას. საგულისხმოა, რომ პროიმუნოლაიფი არ კლავს ვირუსს, მაგრამ ხელს უწყობს იმუნურ პასუხს, ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, ამსუბუქებს სიმპტომებს და ამცირებს გართულებების რისკს.

პროიმუნოლაიფი შეიცავს 30 მილიარდ ცოცხალ უჯრედს (CFU) 16 სხვადასხვა პრობიოტიკური შტამისგან, რომლებიც ცნობილია როგორც ყველაზე ეფექტური ნაწლავების ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. 

რა დიეტა უნდა დაიცვათ ენტეროვირუსის დროს?

ენტეროვირუსი და კვება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რადგან სწორად შერჩეული დიეტა ორგანიზმის სწრაფად აღდგენას უწყობს ხელს. როდესაც ორგანიზმი ვირუსს ებრძვის, საჭიროა მარტივად გადასამუშავებელი საკვები, რომელიც არ დაამძიმებს კუჭ-ნაწლავის სისტემას. რეკომენდებულია ცხელი სუპები, ბანანი, ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი და საკვები, რომელიც მდიდარია ფერმენტებითა და ბოჭკოებით. არ უნდა მიირთვათ ცხიმიანი, შემწვარი, ძალიან ტკბილი საკვები, რადგან ძალიან ამძიმებს კუჭს.

ასევე, საჭიროა სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვირუსს თან ახლავს დიარეა ან სიცხე. გარდა წყლისა, სასარგებლოა თბილი ჩაი, ბულიონი და, რა თქმა უნდა, ელექტროლიტური ხსნარები.


სხვა სტატიები