გულძმარვა ძმარვის, სიმჟავის მეტად შემაწუხებელი შეგრძნებაა, რომელიც მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში იჩენს ხოლმე თავს. ასეთ დროს კუჭის წვენი ხვდება საყლაპავ მილში და პირში უსიამოვნო მჟავე გემოს შეგრძნება იჩენს თავს.
გულძმარვა მრავალი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.
საყლაპავის ხვრელის თიაქარი - ასეთი ავადობის დროს საყლაპავი მილი ჩვეულებრივზე მეტად ფართოვდება, რაც გამოწვეულია მაგალითად მძიმე ფიზიკური დატვირთვის, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ხველით და ა.შ. ამ დროს გადაუმუშავებელი საკვები საყლაპავ მილში იოლად ხვდება ან კიდე საკვები საყლაპავში მკვეთრად მოძრაობს და ყოველივე ეს ძმარვის შეგრძნებას ამძაფრებს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული - ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც შეიძლება კუჭის წვენის მჟავიანობა გაზარდოს, რადგან დაავადების დროს ფერხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, საკვები დიდხანს ჩერდება კუჭში და შესაბამისად, თავს იჩენს ძმარვის შეგრძნება.
კვების რაციონი - არსებობს გარკვეული საკვები ან სასმელი, რომელიც იწვევს გულძმარვს: ცხარე კერძები, ხახვი, ციტრუსოვანი ხილი, ტომატიანი კერძები ან სოუსები, ზედმეტად ცხიმიანი საკვები, სწრაფი კვების კერძები, ტკბილეული განსაკუთრებით უზმოზე, ალკოჰოლური და გაზიანი საკვები