ბენლეკი ტაბ. №20

» ანალგეზიური საშუალებები

ანალგეზიური ანტიპირეტული საშუალება

მწარმოებელი კომპანია ADIPHARM LTD
მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი
გამოშვების ფორმა 500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) metamizole sodium, thiamine, caffeine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანალგეზიური საშუალებები

რა არის ბენლეკი და რისთვის გამოიყენება ის

ბენლეკი არის მედიკამენტი რომელიც შეიცავს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი.

ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო.

კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე; ის ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ხელს უწყობს მის შეღწევას ცერებრალურ ქსოვილში.

ვიტამინი B1 ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.