ვამელისი N30 ვეგანური კაფსულა
» ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
"ვალერიანის ფესვის ექსტრაქტი (Valeriana officinalis) – 150 მგ ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი (Melissa officinalis) – 100 მგ ვნების ყვავილის ექსტრაქტი (Passiflora incarnata) – 50 მგ კუნელის ფოთლის ექსტრაქტი (Crataegus monogyna) – 50 მგ გლიცინი (ამინომჟავა) – 100 მგ"
მწარმოებელი კომპანია | Biotrex Nutraceuticals |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | Italy |
გამოშვების ფორმა | #30 vegan capsules |
გაცემის რეჟიმი | III group |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | comb.drug |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | Biologically active additives |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სედაციური დიეტური დანამატი ვამელისი წარმოადგენს ოთხი სამკურნალო მცენარეული კომპონენტის - გაბას, ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილისა, კუნელის, ამინომჟავა გლიცინის, L თეანინის და გვირილის (მარტიკარია) კომბინაციას. ვამელისს აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ვამელისი ხსნის სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს, უზრუნველყოფს მოსვენებულ ძილს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან.
- გაბა (გამა-ამინობუტერინის მჟავა) არის ნეიროტრანსმიტერი, აქვს ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტი, ამცირებს შფოთვისა და შიშის გრძნობას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს დეპრესიას და სტრესს. გაბა, როგორც ანტიდეპრესანტი, გამოიყენება ძილის რეგულირებისთვის, შფოთვის პრევენციისთვის, განწყობის და პრემენსტრუალური სიმპტომების გასაუმჯობესებლად.
- ვალერიანი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი შფოთვისა და სტრესის შემთხვევაში; უძილობისა და ძილის სხვა დარღვევების დროს აუმჯობესებს ჩაძინების დროს და ძილის ხარისხს. ვალერიანი ეფექტურია დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, ასევე ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს და მენოპაუზის სიმპტომებს (ალები, შფოთვა);
- ბარამბო ხსნის სტრესის სიმპტომებს და ასტიმულირებს ძილს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და კოგნიტურ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევების, მათ შორის შებერილობის შემსუბუქებას.
- ვნების ყვავილი ხსნის მენტალური სტრესის სიმპტომებს და აწესრიგებს ძილს.
კუნელი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას - ზრდის კორონარული არტერიების სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის ნერვულ დაძაბულობასთან დაკავშირებულ გულის ისეთ დროებით ჩივილს, როგორიცაა პალპიტაცია (გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება). კუნელი ასევე ეფექტურია მენტალური სტრესისა და ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელად. - გლიცინი წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვულ სისტემაში. გლიცინი აუმჯობესებს თავის ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს (მეხსიერება, სწავლა, ყურადღება), გამოიყენება ნერვული დაძაბულობისა და შფოთვის მოსახსნელად, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამაღლებს გონებრივ შრომისუნარიანობას.
- L თეანინი , როგორც ბუნებრივი დამამშვიდებელი, წარმოადგენს ამინომჟავას რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ფოთლებიდან და არის გამა-ამინობუტერინის მჟავას წინამორბედი, მონაწილეობს შეკავების რეაქციებში, ამშვიდებს და იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ფოკუსირების და კონცენტრირების უნარს.
- გვირილა (მარტიკარია) ხელს უწყობს რელაქსაციას, აადვილებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს; ხსნის სტრესს, შფოთვას და ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას. გვირილაში შემავალი ფენოლები ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლა.
შემადგენლობა:
- თითოეული ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
- გამა-ამინობუტერინის მჟავა (GABA) - 100 მგ
- ვალერიანის ფესვის ექსტრაქტი (Valeriana officinalis) – 150 მგ
- ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი (Melissa officinalis) – 100 მგ
- ვნების ყვავილის ექსტრაქტი (Passiflora incarnata) – 50 მგ
- კუნელის ფოთლის ექსტრაქტი (Crataegus monogyna) – 50 მგ
- გლიცინი (ამინომჟავა) – 100 მგ
- L თეანინი - 105 მგ
- გვირილა (მარტიკარია) - 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი.
გამოყენების ჩვენებები
სტრესი, შფოთვა, დეპრესია, მომატებული ნერვული დაძაბულობა, გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება (პალპიტაცია), უძილობა და სხვა ძილის დარღვევები, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მენოპაუზის სიმპტომები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევები.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
მოზარდებსა და მოზრდილებში 12 წლიდან გამოიყენება 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ, მიღება უმჯობესია ჭამის დროს.
უძილობის დროს მიიღება 2 კაფსულა ძილის წინ 1-2 საათით ადრე.
ვამელისი ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
- დიეტური დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად.
- არ მიიღოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
- ორსულობისა და ლაქტაციის დროს დიეტური დანამატების მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
შეფუთვა: #30 კაფს. 2 ბლისტერი, თითოეულზე 15 კაფს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: შპს „სმარტფარმი“
1309 დიდი ლილო, თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 032 212 7275
ელ-ფოსტა: info@smartpharm.ge
MFG: Biotrex Nutraceuticals.