მელაქსენ-B ტბ N30

» ნევროლოგია

ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

მწარმოებელი კომპანია Biotrex Nutraceuticals
მწარმოებელი ქვეყანა იტალია
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) melatonin, pyridoxine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო ელფერის მქონე მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ზოლით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს. არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას, სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული).ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ორგანიზმი ადვილად ადაპტირდება საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე. ამჟღავნებს იმუნომასტიმულირებელ და გამოხატულ ანტიოქსიდანტურ თვისებებს.

აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას, უფრო მცირე ხარისხით – ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების – კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
თრომბოციტოპენიისას მელატონინს აქვს თვისება თრომბოციტების ბალანსის აღდგენის სისხლში, რის გამოც ფექტურად გამოიყენება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში და მათი მკურნალობის სქემებში. მელატონინი ასევე ამცირებს სიმსივნის ზომას და ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს.  

4 კვირის განმავლობაში მელატონინის მიღება ძილის წინ ქალებში მნიშვნელოვნად ამცირებს მენსტრუაციით გამოწვეულ დისკომფორტს ორგანიზმში და მტკივნეულ მენსტრუაციას, ასევე ეფექტურია ენდომეტრიოზის მკურნალობისას როგორც დანამატი.

მელატონინი მიღება ძილის წინ რეგულარულად ამცირებს შაკიკით გამოწვეულ ტკივილებს. 
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში, რაც თავის მხრივ დამატებით დადებით გავლენას ახდენს მელატონინის თერაპიულ ეფექტურობაზე. 

მაგნიუმის გლიცინატი უზრუნველყოფს ტვინის დამშვიდებას, ამცირებს შფოთვას და ეხმარება კუნთებს მოდუნებასა და რელაქსაციაში, არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს, ეხმარება ორგანიზმს ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში და ეფექტურად აუმჯობესებს ძილის ხარისხს.