აქტიური ვაკანსიები

სამედიცინო წარმომადგენელი
შეავსე ფორმა

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:

** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს;

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ოპერატორი
შეავსე ფორმა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების დაჯგუფება და გაფორმება;
** საგადასახადო პორტალზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო პორტალზე მუშაობის გამოცდილება (rs.ge) აუცილებელია

აუცილებელი უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულება.