პროიმუნოლაიფი კაფს. N30

» პრობიოტიკები

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია Biotrex Nutraceuticals
მწარმოებელი ქვეყანა იტალია
გამოშვების ფორმა კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

პროიმუნოლაიფი კაფს N30 – აქვს უნიკალური ფორმულირება რომელიც შედგება  30 მილიარდი CFU 16 უნიკალური პრობიოტიკური შტამისგან, რომელიც ყველაზე სასარგებლოა თქვენი ნაწლავების ჯანმრთელობისა  და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. პრობიოტიკს შეუძლია გაათავისუფლოს ორგანიზმი გაზებისგან, შებერილობისა და სიმძიმისგან.  ჯანსაღი ნაწლავური სისტემა ასევე დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

ჩვენებები:

  • ორგანიზმში ბაქტერიული მიკროფლორის დისბალანსი
  • დაქვეითებული იმუნიტეტი
  • არაბალნსირებული კვება

 

 

 

შემადგენლობა:

1 კაფსულა პრებიოტიკური ფრუქტოოლოგოსაქარიდები 100მგ. პრებიოტიკების ნაზავი შეიცავს შემდეგ 16 შტამს.

  1. Plantarum L. Gasseri L. Fermentum   B. Lactis
  2. Acidophilus  B. Infantis  L. Casei  B. Longum
  3. Rhamnosus GG B. Bifidum   L. Reuteri   B. Breve
  4. Salivarius S. Thermophiles   L. Paracasei  S. Boulardi

 

მოქმედების მექანიზმი:
პრობიოტიკები წარმოადგენენ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, მათი  სარგებელი ეფუძნება ბაქტერიული შტამების ფართო სპექტრს. 12 სხვადასხვა შტამის კომბინაცია და თითოეული შტამის მაღალი რაოდენობრივი შემცველობა (30 მილიარდი) ხელს უწყობს ბაქტერიების უფრო ინტენსიურ კოლონიზაციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

პრობიოტიკები - პათოგენური მიკრობების ანტაგონისტებია და მათი ფუნქციაა:

  • ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგება
  • მეტეორიზმის შემცირება
  • კალციუმის, ფოსფორისა და რკინის შეწოვის გაძლიერება
  • ვირუსოციდული მოქმედება
  • ორგანიზმის გამძლეობის გაძლიერება დაავადებების განვითარების მიმართ
  • ნაწლავებში ციტოკინების (ინტერლეიკინი 1, 6, 10, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა) გამომუშავება
  • ფაგოციტებისა და ნატურალური ქილერების (NK) აქტივობის გაზრდა

 

გამოყენების წესი:  1-2  კაფსულა დღეში სასურველია ჭამის დროს ან ექიმის მითითებით, მისი გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.

უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები: გამოვლენილი არ არის.

შენახვა: ინახება გრილ და მშრალ ადგილას არაუმეტეს 30ºC-ზე.

დაიცავით პირდაპირი სინათლის, სიცხისა და ტენიანობისგან.

შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.