გლიცერინის სანთელი საბავშვო 1,375მგ N18 (ზეტალაქსი)

» გასტროენტეროლოგია

შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა

მწარმოებელი კომპანია Zeta Farmaceutice
მწარმოებელი ქვეყანა იტალია
გამოშვების ფორმა 18 სუპოზიტორია
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) glycerol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები

ეს პრეპარატი მიეკუთვნება თვითსამკურნალო მედიკამენტების ჯგუფს რომელიც გამოიყენება მსუბუქი და საშუალო დარღვევების სამკურნალოდ. ეს დარღვევები ადვილი ამოსაცნობია და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. 

სწორედ ამიტომ პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება, რათა უზრუნველვყოთ მისი ეფექტურობა და შევამციროთ გვერდითი მოვლენები. 

  • დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. 
  • თუ სიმპტომები არ გაქრა მკურნალობის მოკლე პერიოდის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. 

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორია. დიდებისთვის, მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის. 

 

შემადგენლობა: 

აქტიურ ნივთიერება:  გლიცეროლი: 2250 მგ 

დამათებითი ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის კარბონატი. 

სუპოზიტორია ბავშვებისთვის: თითოეული 1,515 გ სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: გლიცეროლი: 1375 მგ

დამატებითი ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის კარბონატი. 

სუპოზიტორია ახალშობილთათვის: თითოეული 1.00 გ სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: გლიცეროლი 908 მგ

დამატებითი ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის კარბონატი

როგორ გამოიყურება

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორია გვხვდება სუპოზიტორიების ფორმით. 

შეფუთვის შინაარსი:

შეფუთვა ზრდასრულთათვის: შეიცავს 18 სუპოზიტორიას

შეფუთვა ბავშვებისთვის: შეიცავს 18 სუპოზიტორიას

შეფუთვა ახალშობილთათვის: შეიცავს 12 სუპოზიტორიას

შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა

რისთვის გამოიყენება: ზეტალაქსის სუპოზიტორია გამოიყენება კონსიპაციის შემთხვევაში.

როდის არ უნდა იქნას გამოყენებული : ქიმიური თვალსაზრისით მედიკამენტში შემავალი კომპონენტების ან სხვა მჭიდრო კავშირის მქონე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. 

ორსულობა და ძუძუთი კვება: ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორია შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: ნუ გამოიყენებთ ლაქსატებს, თუ მუცლის ტკივილი, გულისრევა ან პიღებინება გაქვთ. მკურნალობის მოკლე პერიოდის შემდეგ შედეგის არ არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

რომელმა მედიკამენტებმა ან საკვებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა მედიკამენტის ეფექტურობაზე: არ არის დაფიქსირებული ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან ან რაიმე სხვა ნივთიერებებთან. თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ: შეინახეთ გრილ ადგილას. თუ სუპოზიტორიები დატკეპნილია, ამოავლეთ ისინი ცივ წყალში გახსნამდე. ლაქსატივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება ან დაზიანებები სხვა მხრივ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების ჩანაწერები: კონსიპაციის დროს მიზანშეწონილია პირველ რიგში გამოასწოროთ კვებასთან დაკავშირებული ჩვევები ყოველდღიური დიეტის დამატება ბოჭკოვანი და წყლის ადეკვატური მიწოდებით, ხოლო თუ ეს არ აღმოჩნდება საკმარისი, შეგიძლიათ ეპიზოდურადგამოიყენოთ ზეტალაქსი.

როგორ გამოიყენოთ ეს სამკურნალო მედიკამენტი რამდენი, როდის და რამდენ ხანს მოზრდილები და ბავშვები: 1 სუპოზიტორი მოზრდილებში, საჭიროების მიხედვით ან სამედიცინო დანიშნულების მიხედვით.

ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 სუპოზიტორი ბავშვებისთვის, საჭიროების მიხედვით ან სამედიცინო დანიშნულების მიხედვით.

ჩვილები: 1 სუპოზიტორია ახალშობილებზე საჭიროების მიხედვით ან სამედიცინო დანიშნულების მიხედვით.

გაფრთხილება: ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზებს ექიმის რჩევის გარეშე.

გაფრთხილება: გამოიყენეთ მხოლოდ მკურნალობის მოკლე პერიოდებში.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ეს დაავადება განმეორებით მიმდინარეობს, ან თუ მის მახასიათებლებში რაიმე ცვლილება შეამჩნიეთ. 

გამოყენება: ამოიღეთ სუპოზიტორია კონტეინერიდან და თუ საჭიროა დაატენიანეთ რათა გაგიმარტივდეთ მოთავსება

რა უნდა გააკეთოთ ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი. თუ შემთხვევით მიიღეთ ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიის ჭარბო დოზა მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. 

გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები არ არის დაფიქსირებული. ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა ამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს.

ეს გვერდითი მოვლენები ზოგადად გარდამავალია. ამასთან, მათი გაჩენისას მიზანშეწონილია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მნიშვნელოვანია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში. აფთიაქში მოითხოვეთ და შეავსეთ ანგარიში, არსებული არასასურველი ეფექტების შესახებ (მოდელი B).

ვადა და შენახვის წესი : შეინახეთ გრილ ადგილას.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა აჩვენებს გაუარესების თვალსაჩინო ნიშნებს.

წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მნიშვნელოვანია ყოველთვის გქონდეთ ინფორმაცია მედიკამენტების შესახებ, ასე რომ შეინახეთ როგორც ყუთი, ასევე ინსტრუქცია.