პროლაიფი ფორტე 8მლ. N7

» პრობიოტიკები

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

მწარმოებელი კომპანია Zeta Farmaceutice
მწარმოებელი ქვეყანა იტალია
გამოშვების ფორმა ფლაკონი #7
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

Prolife Forte ფლაკონების ფორმულა სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოფს ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას. პრობიოტიკების სწორედ ამ კომბინაციას შეუძლია ეფექტურად შეამციროს ისეთი სიმპტომების სიხშირე, ხანგრძლივობა და სიმძიმე, რომლებიც თან ახლავს შემდეგ გამომწვევ მიზეზებს:

  • ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა;
  • მგზავრობით გამოწვეული დიარეა;
  • დისბაქტერიოზი;
  • საჭმლის მონელების ისეთი დარღვევები, როგორიცაა დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი;

Prolife Forte  დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით „მშრალი შევსების პროცესი +3 ფაზა“,  რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების უპრეცენდენტოდ მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნებას პროდუქტში.

რძემჟავა ბაქტერიები არიან დელიკატური ცოცხალი ორგანიზმები, რომლებზეც დამოკიდებულია პრობიოტიკების სტაბილურობა და ეფექტიანობა.

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Zeta Farmaceutici, იტალია

რისგან  შედგება:

Prolife Forteწარმოადგენს უნიკალური შემადგენლობის მქონე უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას დისბაქტერიოზის დროს.

  • პრობიოტიკები - 10 პრობიოტიკური შტამის კომბინაცია - 10 მილიარდიცოცხალი უჯრედი 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ნაწლავის ეპითელიუმის ტროპიზმს. ეს არის სწორედ ის ფორმულა, რომელიც სწრაფად და სრულყოფილად აღადგენს და აბალანსებს ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას;
  • პრებიოტიკები -  გლუკოოლიგოსაქარიდები 0,8 გ 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომლებიც ხელსუწყობენმსხვილინაწლავისჯანმრთელიმიკროფლორისგამრავლებას. იზრდებაბიფიდობაქტერიებისკოლონიები, მცირდებადიარეისადაალერგიისგანვითარებისრისკი, ხდებაიმუნურისისტემისსტიმულაცია, უმჯობესდებაკალციუმისშეწოვადავიტამინებისსინთეზი;
  • ჯგუფის ვიტამინების უნივერსალური შემადგენლობა - რომლებიცდიდროლსთამაშობენუჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში, აღადგენენ დიარეით გამოწვეულ დეფიციტს ორგანიზმში, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას;
  • დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში
  • საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობა - სასურველია Prolife Forte-ს მიღება ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და არა მხოლოდ მათი კურსის დამთავრებისას
  • ციტოსტატიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტები და კოლიტები
  • დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით
  • ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
  • მოგზაურობით გამოწვეული დიარეა

როგორ გამოიყენება

  • Prolife Forte გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ, დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში1-2-ჯერ;
  • მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ;
  • მკურნალობის ან/და პროფილაქტიკის მინიმალური კურსი შეადგენს 7 ფლაკონს (ერთი სრული შეფუთვა);

დოზირება

  • 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში;
  • 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1-2 ფლაკონი დღეში;

! დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი

  • მოხმარების წესი:
  • დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში
  • შეანჯღრიეთ ფლაკონი
  • მოხსენით თავსახური და მიიღეთ ფლაკონის შემცველობა პერორალურად

შეფუთვა:

8 მლ მოცულობის მქონე 7 ფლაკონი ადვილად გასახსნელი თავსახურით.

შენახვის ვადა და პირობები:

ინახება ბავშვებისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას;შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე; არ გამოიყენოთ Prolife Forte-ს ფლაკონები მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ნუ მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ფლაკონი არის დაზიანებული;