გლიცეროლო ზეტა მიკროოყნა-საბავშვო-რექტალური ხსნარი 2.25 N6
» გასტროენტეროლოგია
შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა
მწარმოებელი კომპანია | Zeta Farmaceutice |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | იტალია |
გამოშვების ფორმა | 2.25გ რექტალური ხსნარი გვირილას და ბალბის ექსტრაქტით ახალშობილებისთვის ერთჯერადი დოზის კონტეინერი, მიკრო ოყნა №6 |
გაცემის რეჟიმი | III ჯგუფი (ურეცეპტოდ) |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | glycerol |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები |
რა არის გლიცეროლო Zeta და რისთვის გამოიყენება იგი
გლიცეროლო Zeta შეიცავს აქტიური ნივთიერება გლიცერინს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს - მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განავლის გამოძევებას ნაწლავებიდან. ეს წამალი არის განკუთვნილი მოკლევადიანი მკურნალობისათვის.
მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ თუ შენიშნავთ გაუმჯობესებას ან სიმპტომების გაუარესებას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლიცეროლო Zeta-ს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ გლიცეროლო Zeta
- თუ თქვენ ხართ ალერგიული გლიცერინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (აღწერილი მე-6 თავში);
- თუ თქვენ გაქვთ მწვავე ან აუხსნელი მუცლის ტკივილი;
- თუ თქვენ გაქვთ გულისრევა ან ღებინება;
- თუ თქვენ გაქვთ ნაწლავის შევიწროება (სტენოზი);
- თუ თქვენ გაქვთ უცნობი წარმოშობის რექტალური სისხლდენა;
- თუ გაქვთ ნაწლავების სისხლძარღვების შეშუპება (მწვავე ჰემოროიდული კრიზისი) ტკივილით და სისხლდენით;
- თუ გაქვთ დეჰიდრატაცია.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლიცეროლო Zeta-ს მიღებამდე;
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ან / და არ გაქვთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აცნობეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.
საფაღარათე საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს. თუ თქვენ განიცდით ყაბზობას, რომ გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არის ქრონიკული ხასიათის, ასეთ დროს აუცილებელია ექიმის ჩარევა, რომელიც გასცემს შესაბამის დანიშნულებას და განახორციელებს თერაპიული პროცესის მონიტორინგს. მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც მოულოდნელად გეცვლებათ ნაწლავების პერისტალტიკის ჩვევა (ევაკუაციის სიხშირე), როდესაც ნაწლავების გაუვალობა გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს და როდესაც საფაღარათო საშუალების გამოყენებამ ვერ მოგცათ ეფექტი.
მიიღეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე, რათა სითხე დაეხმაროს ნაწლავებს ფეკალური მასების დარბილებაში საფაღარათო საშუალებებთან ერთად.
საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით. მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.საფაღარათე საშუალებების გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტური მასტიმულირებლების ხშირმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვები ბოჭკოებით და წყლის ადექვატური რაოდენობით გამდიდრებული საკვების მიღება.
დაბალანსებულმა საკვებმა, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი პროდუქტებითა და სითხით, შეიძლება მოაგვაროს შეკრულობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბევრი ადამიანი თვლის რომ აწუხებთ ყაბზობა, თუ არ აქვთ კუჭის მოქმედება ყოველდღიურად, მაგრამ ეს არის მცდარი მოსაზრება. შეკრულობად მოიაზრება ის მდგომარეობა, თუ განავალი არის მცირე პორციებით და მყარი ფეკალური მასებით. თუ ასეთი მდგომარეობა ხშირად მეორდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში გლიცეროლო Zeta -ს გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტები. სხვა მედიკამენტებთან უარყოფითი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, მიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.
მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა:
ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები და სასურველია მის შესახებ გვქონდეს ინფორმაცია წინასწარ.
ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა:
გლიცეროლო ZETA რექტალური ხსნარი ახალშობილთათვის 2,25 გრ. კოლოფში 6 ერთჯერადი მიკრო ოყნა გვირილით და ბალბით.
გლიცეროლო ZETA რექტალური ხსნარი ბავშვებისთვის 4,5 გრ. კოლოფში 6 ერთჯერადი მიკრო ოყნა გვირილით და ბალბით.
გლიცეროლო ZETA რექტალური ხსნარი ზრდასრულთათვის 6,75 გრ. კოლოფში 6 ერთჯერადი მიკრო ოყნა გვირილით და ბალბით.
რა არის გლიცეროლო Zeta და რისთვის გამოიყენება იგი
გლიცეროლო Zeta შეიცავს აქტიური ნივთიერება გლიცერინს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს - მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განავლის გამოძევებას ნაწლავებიდან. ეს წამალი არის განკუთვნილი მოკლევადიანი მკურნალობისათვის.
მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ თუ შენიშნავთ გაუმჯობესებას ან სიმპტომების გაუარესებას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გლიცეროლო Zeta-ს გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ანოტაციაშია გათვალისწინებული ან მიგითითათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.
მითითებული მინიმალური დოზა საკმარისია ფეკალური მასების მარტივი გამოდევნისთვის. თავდაპირველად გამოიყენება დაიწყეთ მინიმალური დოზით.
გამოყენება მოზრდილებსა და მოზარდებში:
ზრდასრულებში და მოზარდებში რეკომენდირებულ დოზას წარმოადგენს ერთი ერთჯერადი მიკრო ოყნა 6.75მგ-იანი ან მაქსიმუმ 2 ერთჯერადი 6.75მგ-იანი მიკრო ოყნა დღეში.
მოხსენით კომტეინერს თავსახური და აუცილებლად გამოიყენეთ თავმოხდილი რადგან შეიძლება მოხდეს გაჟონვა არსებული სითხის თუ თქვენ დააწვებით გოფრირებულ მემბრანას თავსახურის მოხსნის გარეშე.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ იგივე ხსნარი სამკურნალო საშუალების რათა მოახდინოთ დატენიანება კონტეინერის სანამ შეიყვანთ სწორ ნაწლავში და შემდეგ მოუჭირეთ ხელი არსებულ გოფრირებულ მემბრანას. ამოწიეთ კათეტერი გოფრირებული მემბრანის დაჭერით. თითეული კონტეინერის გამოყენება შეიძლება ერთჯერადად. პროდუქტიის გამოყენება უნდა მოხდეს მთლიანად.
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არა უმეტეს 7 დღე (იხილეთ უსაფრთხოების ზომები) სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტს.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში 6 დან 11 წლამდე დასაშვებია ერთი კონტეინერი გლიცეროლო ZETA 4.5 გრ. საჭიროების დროს მაქსიმუმ 2 კონტეინერი ერთჯერადი გამოყენებით დღეში.
ბავშვები 2 დან 6 წლამდე რეკომენდირებულია გლიცეროლო ZETA 2.25 გრ ერთი კონტეინერი, საჭიროების დროს მაქსიმუმ 2 კონტეინერი ერთჯერადი გამოყენებით დღეში.
გლიცეროლო ZETA -ს დოზის გადაჭარბება:
თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი დოზით ან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვა. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს (იხილეთ სიფრთხილის ზომები).
ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავამყოფოს.
თუ გააქვთ კითხვები გლიცეროლო ZETA-ს გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა პრეპარატმა გლიცეროლო ZETA-მ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:
არ არსებობს მონაცემები (არასაკმარისი მონაცემების გამო სიხშირე ვერ დგინდება).
- ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკი და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით, უფრო ხშირად მწვავე ყაბზობა.
- სწორი ნაწლავის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები:
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენები რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ გვერდით: www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili რომელიც წარმოადგენს ეროვნულ სისტემას გვერდითი მოვლენების შესახებ.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი მონაცემების არსებობას.
გლიცეროლო Zeta-ს შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადათ განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მზის სხივებისგან დაცვის მიზნით.
არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გლიცეროლო ZETA
გლიცეროლო ZETA რექტალური ხსნარი ახალშობილთათვის 2,25 გრ.
აქტიური ნივთიერება არის გლიცერინი. ყოველი ერთჯერადი დოზა შეიცავს: გლიცერინს 2.25გრ.
დამხმარე ნივთიერებებია: გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ბალბის თხევადი ექსტრაქტი, სახამებელი და გამოხდილი წყალი.
გლიცეროლო ZETA რექტალური ხსნარი ბავშვებისთვის 4,5 გრ.
აქტიური ნივთიერება არის გლიცერინი. ყოველი ერთჯერადი დოზა შეიცავს: გლიცერინს 4.5გრ.
დამხმარე ნივთიერებებია: გვირილის თხევადი ექსტაქტი, ბალბის თხევადი ექსტრაქტი, სახამებელი და გამოხდილი წყალი.
გლიცეროლო ZETA რექტალური ხსნარი ზრდასრულთათვის 6,75 გრ.
აქტიური ნივთიერება არის გლიცერინი. ყოველი ერთჯერადი დოზა შეიცავს: გლიცერინს 6.75გრ.
დამხმარე ნივთიერებებია: გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ბალბის თხევადი ექსტრაქტი, სახამებელი და გამოხდილი წყალი.