გრიპომიქსი პლიუსი ტყის კენკრა N10

» ანტივირუსული საშუალებები

გრიპოზული ინფექციების სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები

მწარმოებელი კომპანია Lekpharm
მწარმოებელი ქვეყანა ბელარუსია
გამოშვების ფორმა  10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) paracetamol, comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი პულმონოლოგია  →  გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები  →  პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება

სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების - პარაცეტამოლის, რიმანტადინის ჰიდროქლორიდის, ასკორბინის მჟავას, ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის და კალციუმის კარბონატის კომპლექსური მოქმედებით.  

სამკურნალო საშუალება ავლენს ანტივირუსულ, ინტერფერონოგენულ, სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ანტიჰისტამინურ, ანგიოპროტექტორულ მოქმედებას. 

პარაცეტამოლს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და გარკვეულწილად ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილის სინდრომს, რომელიც ვლინდება გაციების დროს, ყელის ტკივილს, თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, ამცირებს მაღალ ტემპერატურას. აბლოკირებს პირველი და მეორე ციკლოოქსიგენაზას უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე მაბლოკირებელი გავლენის არარსებობასათან დაკავშირებით, არ მოქმედებს წყალ-მარილოვან ცვლაზე (Nა+ და წყლის შეკავება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე. 

რიმანტადინის ჰიდროქლორიდი - ანტივირუსული საშუალება, რომელიც წარმოადგენს ადამანტანის წარმოებულს. აქტიურია A გრიპის ვირუსის, ჰერპეს სიმპლექს I და II ტიპის ვირუსების, ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსების სხვადასხვა შტამებთან მიმართებაში (ცენრტალურ-ევროპული და რუსული გაზაფხულ-ზაფხულის Fლავივირიდაე ოჯახის არბოვირუსების ჯგუფიდან). 

რიმანტადინი ავლენს მაინჰიბირებელ ეფექტს რეპლიკაციური ციკლის ადრეულ სტადიაზე, შესაძლოა აინჰიბირებს ვირუსული გენომის ტრანსკრიპციას. გენეტიკური კვლევების შედეგები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ მოცემული M2 მითითებული გენის ვირუსული ცილა მნიშვნელოვან როლს თამაშობს A გრიპის ვირუსის რიმანტადინის მიმართ აღქმის უნარში.  რიმანტადინი აინჰიბირებს რეპლიკაციას იზოლატების უჯრედულ კულტურაში A გრიპის ვირუსის სამი  ანტიგენური ქვეტიპიდან თითოეულში. ანუ H1N1, H2N2, H3N3, რომლებიც გამოყოფილია ადამიანის უჯრედებიდან. რიმანტადინი არაქტიურია ან თითქმის არაქტიურია B გრიპის ვირუსის მიმართ. A გრიპის ვირუსის უჯრედულ კულტურაში რიმანტადინზე მგრძნობელობას კლინიკურ ეფექტს შორის რაოდენობრივი შეფარდება  დადგენილი არ არის. მგრძნობელობის გამოცდის შედეგები, რომლებიც გამოხატულია სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაციის სახით, და აუცილებელია 50%-ით ვირუსული რეპლიკაციისთვის ან უფრო მეტად უჯრედულ კულტურაში, მკვეთრად განსხვავდება (19 ნმ-დან 93 მკლმ-მდე) ცდების გამოყენებული პროტოკოლის, ინოკულატის ზომაზე, A გრიპის ვირუსების იზოლირებული შტამებზე და უჯრედების გამოყენებულ ტიპზე დამოკიდებულების მიხედვით. რეზისტენტობა: უჯრედულ კულტურაში და ინ ვივო გამოყვეს A გრიპის ვირუსის იზოლატები, რომლებიც რეზისტენტულები იყოვნენ რიმანტადინის მიმართ. და რომლებიც  წარმოშვებოდა მკურნალობის შედეგად. A გრიპის ვირუსის რიმანტადინ-რეზისტენტული შტამები გამოჩნდნენ ბოლო დროს გამოყოფილ შტამებში ექსპერიმენტულ პირობებში, სადაც გამოიყენებოდა რიმანტადინი. აღმოჩნდა, რომ რეზისტენტული ვირუსები შეილება გადაეცეს და წარმოადგენენ ტიპიური გრიპით დაავადების  მიზეზს. M2 დომენის მემბრანაში 5 ამინომჟავიდან ნებისმიერი შეცვლა იწვევს რიმანტადინის რეზისტენტობას. შედარებით გავრცელებული ჩანაცვლებები, რომლებიც იწვევენ რეზისტენტობას, მოიცავს გრიპი A (H1N1) და A (H3N2) და შ31N. სხვა ნაკლებად გავრცელებული ჩანაცვლებები, რომლებიც იწვევენ რეზისტენტობას, მოიცავს A30F, V27A და L26F. რიმანტადინის მიმართ რეზისტენტობა ვლინდება პანდემიური სეზონური გრიპის იზოლირებულ შტამებში იმ პირებში, რომლებიც არ იღებენ რიმანტადინს. გამოვლინდა, რომ ღორის A( H1N1) (შ-OIV)  გრიპის ვირუსები, რომლებიც რეზისტენტულია რიმანტადინის მიმართ, შეიცავს შ31N ჩამნაცვლებელს. 

ჯვარედინი რეზისტენტობა: აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ადამენტანებს, რიმანტიდინს და ამანტადინს შორის. რიმანტადინის მიმართ რეზისტენტობა ვლინდება ამანატადინის მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის საშუალებით და პირიქით. ამინომჟავების ჩამნაცვლებლები, რომლებიც წარმოადგენენ რიმანტადინის მიმართ რეზისტენტობის მიზეზს, მოიცავს (უმთავრესად) M2 შ31N, აგრეთვე უფრო მეტად გავრცელებულ ცვლილებებს V27, V30A, L26F, A30თ. 

ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში, ამცირებს სისხლძაღვოვან გამავლობას. გააჩნია ანტიაგრეგატული და გამოხატული ანტიოქსიდაციური თვისებები. ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერერების კოლოიდურ მდგომარეობას და კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას). ღვიძლში სუნთქვითი ფერმენტების აქტივაციის ხარჯზე აძლიერებს მის დეზინტოქსიკაციურ და ცილების წარმომქნელ ფუნქციას, ზრდის პროთრომბინის სინთეზზს. არეგულირებს იმუნოლოგიურ რეაქციებს (ააქტივებს ანტისხეულების სინთეზზს, ჩ3-კომპონენტის კომპლემენტს, ინტერფერონს), ხელს უწყობს ფაგოციტოზს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ. ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და აჩქარებს მის დეგრადაციას, თრგუნავს პროსტაგლანდინების და ანთების და ალერგიული რეაქციების  სხვა მედიატორების წარმოქმნას. 

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ანტიჰისტამინური ალერგიის საწინაღმდეგო საშუალება, ჰირდოქსიზინის მეტაბოლიტი, ფარმაკოლოგიურად აქტიური დოზებით. არ გააჩნია მნიშვნელოვანი სედაციური ეფექტი. თრგუნავს ალერგიული რეაქციის ჰისტამინით განპირობებულ ადრეულ ფაზას, ხელს უშლის ჰისტამინის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ და პათოფიზიოლოგიურ ეფექტებს, როგორიც არის კაპილარების გაფართოება და მომატებული განვლადობა (შეშუპების, ჭინჭრის ციების, სიწითლის განვითარება), ნერვული დაბოლოების მგრძნობელობის სტიმულირება (ქავილი, ტკივილი), და სასუნთქი ორგანოების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების შეკუმშვა. ალერგიული რეაქციის გვიან სტადიაზე ციტერიზინის დიჰიდროქლორიდი აინჰიბირებს ჰისტამინის გამოყოფას, ეოზინოფილებისა და სხვა უჯრედების მიგრაციას, და ასეთი სახით ასუსტებს მოგვიანებით ალერგიულ რეაქციას. ამცირებს ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიას, როგორიც არისს IჩAM-1 და VჩAM--1, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთების მარკერებს. თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორების და ინდუქტორების მოქმედებას, როგორიც არის PAF (თრომბოციტების გამააქტიურებელი ფაქტორი) და სუბსტანცია P. მნიშვნელოვნად ამცირებს ბრონქული ხის სუპერაქტივობას, რომელიც ვლინდება ჰისტამინის გამოთავისუფლების საპასუხოდ ბრონქული ასთმით დაავადებულებში. ამ ეფექტებს არ ახლავს ცენტრალური მოქმედება. 

კალციუმის კარბონატი ხელს უშლის სისხლძაღვების მომატებული გამავლობის და მსხვრევადობის განვითარებას, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის, ჩონჩხის და გლუვი კუნთების შეკუმშვის განხორციელებაში, გულის მოქმედების რეგულაციაში. 

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, მოყვითალო ან მოვარდისფრო შეფერილობით, ტყის კენკრის სუნით (<<გრიპომიქსი>> ტყის კენკრა). დასაშვებია რბილი გუნდების არსებობა. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, მოყვითალო ან ნაცრისფერი შეფერილობით, ფორთოხლის სუნით (<<გრიპომიქსი>> ფორთოხალი). დასაშვებია რბილი გუნდების არსებობა. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, მოყვითალო ან ნაცრისფერი შეფერილობით, ლიმნის სუნით (<<გრიპომიქსი>> ლიმონი). დასაშვებია რბილი გუნდების არსებობა.

შემადგენლობა

ყოველი პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი - 360მგ, რიმანტადინის ჰიდროქლორიდი - 75მგ, ასკორბინის მჟავა - 125მგ, ცეტირიზინის დიჰიდრქლორიდი - 2.5 მგ, კალციუმის კარბონატი 70 სორბიტოლით - 89.3მგ, რაც შეესაბამება 25 მგ კალციუმს. 

დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი, უწყლო ლიმონმჟავა, არომატიზატორი (ტყის კენკრა, ლიმონი, ფორტოხალი), შაქარი. 

გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (ფსიქოტროპული პრეპარატების გარდა)

 

გამოყენების ჩვენებები

გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების ვირუსული დაზიანების შემდგომი ცხელებითი დაავადების ეტიოტროპული და სიმპტომური მკურნალობა. 

მიღების წესები და დოზირება

შიგნით მისაღებად. შეფუთვის შიგთავსს ხსნიან 1 ჭიქა ადუღებულ, ცხელ წყალში. იღებენ ცხელი სახით. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში - 1 ფხვნილი დღეში სამჯერ, ცხელებითი სინდრომის შენარჩუნებისას 3-5 დღის განმავლობაში. სამკურნალო პრეპარატის მიღების პერიოდში მდგომარეობის გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია. 

გვერდითი მოვლენები

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, მომატებული აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, ჰიპერკინეზია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 7 დღეზე ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება, დისპეფსია, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა. 

სისხლის სისტემის მხრივ: 7 დღეზე ხანგრძლივად მიღებისას –აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ანემია. 

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება. 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზოულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში; კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა; ჰემოფილია. ჰემორაგიული დიათეზი; ჰიპოპროთრომბინემია; პორტული ჰიპერტენზია; თირკმლის უკმარისობა; ორსულობა და ლაქტაციის პრეიოდი. საბავშვო ასაკი 12 წლამდე. თირეოტოქსიკოზი, თირკმელების, ღვიძლის მწვავე დაავადება (მწვავე გლომერულონეფრიტი, მწვავე პიელონეფრიტი, მწვავე ჰეპატიტი); ქრონიკული ალკოჰოლიზმი. 

ორსულობა და ლაქტაცია

ტერატოგენული ეფექტები: ორსულობა - ჩ კატეგორია. ორსულებში არ განხორციელებულა ადექვატური და კონტროლირებადი კვლეები. რიმანტადინი, როგორც აღწერენ გადის თაგვების პლაცენტაში. რიმანტადინი ემბრიოტოქსიკურია თაგვებში, 200 მგ/კგ/დღეში მიღებისას (11-ჯერ MღHD  მგ/მ2 საფუძველზე). ამ დოზის დროს ემბრიოტოქსიკური მოქმედება დგებოდა ვირთაგვებში ფეტალური რეზორბციის გაზრდისას, ეს დოზა ასევე იწვევდა დედაზე ეფექტების დიდ რაოდენობას, მათ შორის ატაქსიას, ტრემორს, კრუნჩხვებს და წონის მნიშვნელოვან კლებას. არ აღინიშნა ემბრიოტოქსიკურობა როდესაც ბოცვრებს აძლევდნენ 50 მგ/კგ/დღეში ნაკლებ დოზას (დაახლოებით 0.1-ჯერ MღHD  AUჩ-ს საფუძველზე), მაგრამ განვითარების ანომალიის სახით დადასტურება აღინიშნა შეფარდების ცვლილების სახით იმ ნაყოფებში რომლებსაც აქვთ 12 ან 13 მალა. ნაყარში ეს თანაფარდობა არის დაახლოებით 50 : 50, ხოლო რიმანტადინით მკურნალობის შეემდეგ 80 : 20. 

ტერატოგენული ეფექტები: რიმანტადინი შეყავდათ მაკე ვირთაგვებში მშობიარობის პერიოდში და შემდგომ 30, 60 და 120 მგ/კგ/დღეში დოზით (1,7,3,4 და 6,8-ჯერ MღHD  მგ/მ2 საფუძველზე). დედის ტოქსიკურობა ორსულობის დროს აღინიშნა რიმანტადინის ორ შედარებით მაღალ დოზებზე, და მაქსიმალური დოზით 120 მგ/კგ/დღEში, აღინიშნა სიკვდილიანობის მატება მშობიარობის შემდეგ 2-4 დღის შემდეგ. ასევე აღინიშნა F1 თაობის შობადობის შემცირება ორი უფრო მაღალი დოზისთვის. 

ასეთი მიზეზების გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. 

მეძუძური დედები: რიმანტადინი უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში იმ გვერდითი მოვლენების გამო, რომელიც აღინიშნა იმ ვირთაგვების შთამომავლობაში, რომლებიც იღებდნენ რინმანტადინს ძუძუთი კვების განმავლობაში. რიმანტადინი აღინიშნება ვირთაგვების რძეში დოზაზე დამოკიდებულების მიხედვით: 2-დან 3 საათამდე მიღების შემდეგ. 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: სიფერმკრთალე პირველი 24 საათის განმავლობაში, Gგულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში, ტრემორი, ძილიანობა, ტაქიკარდია, სისხლში ბილირუბინის მომატება, თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამწვავება.  

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, კანის საფარველის სიფერმკრთალე, ანორექსია. ერთ ან ორი კვირის შემდეგ აღინიშნება ღვიძლის დაზიანების სიმპტომები, მძიმე შემთხვევებში ვითრდება თირკმლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. პარაცეტამოლის ტოქსიკური მოქმედება მოზრდილებში შესაძლებელია 10-15მგ პარაცეტამოლის მიღების შემდეგ: ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პროთრობინის დროის გაზრდა (მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ); ღვიძლის დაზიანების სრული კლინიკური სურათი ვლინდება 1-6 დღის შემდეგ. იშვიათად ღვიძლის დაზიანება ვითარდება ელვისებურად და შეიძლება გართულდეს თირკმლის უკმარისობოთ (ტუბულარული ნეკროზი)

მკურნალობა: დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა. დაზარალებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი მოწმავლიდან პირველი 4 საათის განმავლობაში, ინიშნება ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი). შH ჯგუფის დონატორების და  გლუტატიონ-მეთიონინის სინთეზის წინაპირობების შეყვანა – დოზის გადაჭარბებიდან 8-9 საათის შემდეგ და N აცეტილცისტეინის - 12 საათის შემდეგ.  დამატებითი თერაპიული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა ისაზღვრება სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაცაიზე დამოკიდებულების, ასევე იმ დროზე დამოკიდებულების მიხედვით, რომელიც გავიდა მისი მიღების შემდეგ. 

სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი პროფილაქტიკისთვის.

მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა - არაუმეტეს 5 დღე. ხანგრძლივი გამოყენებისას (7 დღეზე ხანგრძლივად) შესაძლებელია თანმხლები დაავადების ქრონიკული გამწვავება, ხანდაზმულ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, იზრდება ჰემორაგიული ინსულტის განვითარების რისკი (რიმანტადინის სამკურნალო საშუალების შემადგენლობის ხარჯზე)

პოსტინფექციური იმუნიტეტის ფორმირებისთვის არ არის რეკომენდებული მკურნალობის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

ანამნეზში ეპილეფსიის და სისხლძრათვთა შევიწროების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩვენებისას რიმანტადინის გამოყენების ფონზე იზრდება ეპილეფსიული გულყრის განვითარების რიკსი. 

გამოყენებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების განვითარების რისკი ალკოჰოლური ჰეპატოზით დაავადებულ პაციენტებში. უარესდება ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლები გლუკოზის და შარდმჟავას რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრისას პლაზმაში (პარაცეტამოლი)

ასკორბინის მჟავის მასტიმულირებელ მოქმედებასთან დაკავშირებით კორტიკოსტროიდული ჰორმონების სინთეზზე აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის და არტერიული წნევის ფუნქციის კონტროლი. ასკორბინის მჟავამ აღმდგენის როლში შეიძლება გააუარესოს სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტის მაჩვენებლები (სისხლში გლუკოზის, ბილირუბინის, ,,ღვიძლისმიერი” ტრანსამინაზის და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის შემცველობა). 

არ შეიძლება მათი გამოყენება მეტასტაზირებული სიმსივნეების არსებობისას. 

ღვიძლზე შესაძლო დამაზიანებელი ზემოქმედების Aთვიდან ასარიდებლად, ასევე კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მომატებულ რისკთან დაკავშირებით პრეპარატის მიღების პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

სხვა სამკურნალო საშუალებეთან ერთად მიღების აუცილებლობისას საჭიროა ექიმთან წინასწარი კონსულტაცია.

პარაცეტამოლის და რიმანტადინის ერთდროული გამოყენება იწვევს რიმანტადინის მაქსიმალური კონცენტრაციის და AUჩ შემცირებას დაახლოებით 11%-ით. 

ასკორბინის მჟავა ამცირებს რიმანტადინის ჩმახ დაახლოებით 10%-ით. ციმეტიდნი ამცირებს რიმანტადინის კლირენსს 18%-ით. 

რიმანტადინი ამცირებს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას. 

პარაცეტამოლი ამცირებს ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების ეფრექტურობას. ღვიძლში მიკროსომული დაჟანგვის ინდუქტორები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ეთანოლი და ჰეპატოტოქსიკური პრეპარატები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რაც განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციის განვითარებას მცირე დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი. ბარბიტურატების ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს პარაცეტამოლის ეფექტურობას. ეთანოლი ხელს უწყობს მწავე პანკრეატიტის განვითარებას. მიკროსომალური დაჟანგვის ინჰიბიტორები (მათ შორის ციმეტიდინი) ამცირებს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს. სამკურნალო საშუალებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ანალგეზიური ნეფროპათიის და თირკმლის პაპილარული ნეკროზის განვითარების რისკს, თირკმლის უკმარისობის ტერმინალუირ სტადიის დადგომას. დიფლუნისალი ზრდის პარაცეტამოლის პლაზმურ კონცენტრაციას 50%-ით –ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკს. მიელოტოქსიური სამკურნალო საშუალებები ზრდიან სამკურნალო საშუალების ჰემატოქსიურობის გამოვლენას. 

ასკორბინის მჟავა ზრდის სისხლში ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინის კონცენტრაციას. 1 გ/დღეში დოზით ზრდიან ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას (მათ შორის პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში შემავალი) ამცირებს ჰეპარინის და არაპირდაპირი ანტიკოაგუალანტების ეფექტურობას. ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობის დროს. აფერხებს თირკმელებით მჟავების გამოყოფას. ზრდის იმ სამკურნალო საშუალებების გამოყოფას, რომლებსაც აქვთ ტუტე რეაქცია (მათ შორის ალკალოიდების), ზრდის ეთანოლის საერთო კლირენსს, რომელიც თავის მხრივ ამცირებს ასკორბინის მჟავის კონცენტრაციას ორგანიზმში. ერთდროულად გამოყენებისას ამცირებს იზოპრენალინის ქრონოტროპულ მოქმედებას. ბარბიტურატები და პრიმიდონი ზრდის ასკორბინის მჟავის გამოყოფას შარდით. ამცირებს ნეიროლეფსურების თერაპიულ მოქმედებას - ფენოთიაზინის ნაწარმების, ამფეტამინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მილაკოვან რეაბსორბციას. 

სამკურნალო საშუალების თეოფილინთან ერთად დანიშვნისას (განსაკუთრებით თუ თეოფილინის დოზა აჭარბებს 400 მგ) შეიძლება შეინიშნებოდეს კონცენტრაციის მატება შრატში და  ცეტირიზინის დოზის შედარებითი გადაჭარბება შემცირებული კლირენსიის გამო. 

მიელოტოქსიური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ცეტირიზინის ჰემატოტოქსიკურობის გამოვლენას. 

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სამკურნალო საშუალების საძილე და სედატიურ საშუალებებთან, ასევე ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას. 

პრეპარატის ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტის ან სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას, რომელიც საჭიროებს ყურადღების და ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ კონცენტრაციას (შეიცავს რიმანტადინს)

შენახვის პირობები და შენახვის ვადა

ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტს 25ºC-ზე.  ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

შეფუთვა

10გ ფხვნილი კომბინირებული მასალის (პოლიეთილენტერეფტალატის აპკი, პოლიპროპილენის თეთრი აპკი, ფოლგა, პოლიეთილენის გამჭვირვალე აპკი)

5, 10 ან 15 შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.