გრიპომიქსი პლიუსი ტყის კენკრა N10

» ანტივირუსული საშუალებები

გრიპოზული ინფექციების სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები

მწარმოებელი კომპანია Lekpharm
მწარმოებელი ქვეყანა ბელარუსია
გამოშვების ფორმა  10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) paracetamol, comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი პულმონოლოგია  →  გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები  →  პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება

სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების - პარაცეტამოლის, რიმანტადინის ჰიდროქლორიდის, ასკორბინის მჟავას, ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის და კალციუმის კარბონატის კომპლექსური მოქმედებით.  

სამკურნალო საშუალება ავლენს ანტივირუსულ, ინტერფერონოგენულ, სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ანტიჰისტამინურ, ანგიოპროტექტორულ მოქმედებას. 

პარაცეტამოლს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და გარკვეულწილად ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილის სინდრომს, რომელიც ვლინდება გაციების დროს, ყელის ტკივილს, თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, ამცირებს მაღალ ტემპერატურას. აბლოკირებს პირველი და მეორე ციკლოოქსიგენაზას უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე მაბლოკირებელი გავლენის არარსებობასათან დაკავშირებით, არ მოქმედებს წყალ-მარილოვან ცვლაზე (Nა+ და წყლის შეკავება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე. 

რიმანტადინის ჰიდროქლორიდი - ანტივირუსული საშუალება, რომელიც წარმოადგენს ადამანტანის წარმოებულს. აქტიურია A გრიპის ვირუსის, ჰერპეს სიმპლექს I და II ტიპის ვირუსების, ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსების სხვადასხვა შტამებთან მიმართებაში (ცენრტალურ-ევროპული და რუსული გაზაფხულ-ზაფხულის Fლავივირიდაე ოჯახის არბოვირუსების ჯგუფიდან). 

რიმანტადინი ავლენს მაინჰიბირებელ ეფექტს რეპლიკაციური ციკლის ადრეულ სტადიაზე, შესაძლოა აინჰიბირებს ვირუსული გენომის ტრანსკრიპციას. გენეტიკური კვლევების შედეგები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ მოცემული M2 მითითებული გენის ვირუსული ცილა მნიშვნელოვან როლს თამაშობს A გრიპის ვირუსის რიმანტადინის მიმართ აღქმის უნარში.  რიმანტადინი აინჰიბირებს რეპლიკაციას იზოლატების უჯრედულ კულტურაში A გრიპის ვირუსის სამი  ანტიგენური ქვეტიპიდან თითოეულში. ანუ H1N1, H2N2, H3N3, რომლებიც გამოყოფილია ადამიანის უჯრედებიდან. რიმანტადინი არაქტიურია ან თითქმის არაქტიურია B გრიპის ვირუსის მიმართ. A გრიპის ვირუსის უჯრედულ კულტურაში რიმანტადინზე მგრძნობელობას კლინიკურ ეფექტს შორის რაოდენობრივი შეფარდება  დადგენილი არ არის. მგრძნობელობის გამოცდის შედეგები, რომლებიც გამოხატულია სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაციის სახით, და აუცილებელია 50%-ით ვირუსული რეპლიკაციისთვის ან უფრო მეტად უჯრედულ კულტურაში, მკვეთრად განსხვავდება (19 ნმ-დან 93 მკლმ-მდე) ცდების გამოყენებული პროტოკოლის, ინოკულატის ზომაზე, A გრიპის ვირუსების იზოლირებული შტამებზე და უჯრედების გამოყენებულ ტიპზე დამოკიდებულების მიხედვით. რეზისტენტობა: უჯრედულ კულტურაში და ინ ვივო გამოყვეს A გრიპის ვირუსის იზოლატები, რომლებიც რეზისტენტულები იყოვნენ რიმანტადინის მიმართ. და რომლებიც  წარმოშვებოდა მკურნალობის შედეგად. A გრიპის ვირუსის რიმანტადინ-რეზისტენტული შტამები გამოჩნდნენ ბოლო დროს გამოყოფილ შტამებში ექსპერიმენტულ პირობებში, სადაც გამოიყენებოდა რიმანტადინი. აღმოჩნდა, რომ რეზისტენტული ვირუსები შეილება გადაეცეს და წარმოადგენენ ტიპიური გრიპით დაავადების  მიზეზს. M2 დომენის მემბრანაში 5 ამინომჟავიდან ნებისმიერი შეცვლა იწვევს რიმანტადინის რეზისტენტობას. შედარებით გავრცელებული ჩანაცვლებები, რომლებიც იწვევენ რეზისტენტობას, მოიცავს გრიპი A (H1N1) და A (H3N2) და შ31N. სხვა ნაკლებად გავრცელებული ჩანაცვლებები, რომლებიც იწვევენ რეზისტენტობას, მოიცავს A30F, V27A და L26F. რიმანტადინის მიმართ რეზისტენტობა ვლინდება პანდემიური სეზონური გრიპის იზოლირებულ შტამებში იმ პირებში, რომლებიც არ იღებენ რიმანტადინს. გამოვლინდა, რომ ღორის A( H1N1) (შ-OIV)  გრიპის ვირუსები, რომლებიც რეზისტენტულია რიმანტადინის მიმართ, შეიცავს შ31N ჩამნაცვლებელს. 

ჯვარედინი რეზისტენტობა: აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ადამენტანებს, რიმანტიდინს და ამანტადინს შორის. რიმანტადინის მიმართ რეზისტენტობა ვლინდება ამანატადინის მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის საშუალებით და პირიქით. ამინომჟავების ჩამნაცვლებლები, რომლებიც წარმოადგენენ რიმანტადინის მიმართ რეზისტენტობის მიზეზს, მოიცავს (უმთავრესად) M2 შ31N, აგრეთვე უფრო მეტად გავრცელებულ ცვლილებებს V27, V30A, L26F, A30თ. 

ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში, ამცირებს სისხლძაღვოვან გამავლობას. გააჩნია ანტიაგრეგატული და გამოხატული ანტიოქსიდაციური თვისებები. ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერერების კოლოიდურ მდგომარეობას და კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას). ღვიძლში სუნთქვითი ფერმენტების აქტივაციის ხარჯზე აძლიერებს მის დეზინტოქსიკაციურ და ცილების წარმომქნელ ფუნქციას, ზრდის პროთრომბინის სინთეზზს. არეგულირებს იმუნოლოგიურ რეაქციებს (ააქტივებს ანტისხეულების სინთეზზს, ჩ3-კომპონენტის კომპლემენტს, ინტერფერონს), ხელს უწყობს ფაგოციტოზს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ. ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და აჩქარებს მის დეგრადაციას, თრგუნავს პროსტაგლანდინების და ანთების და ალერგიული რეაქციების  სხვა მედიატორების წარმოქმნას. 

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ანტიჰისტამინური ალერგიის საწინაღმდეგო საშუალება, ჰირდოქსიზინის მეტაბოლიტი, ფარმაკოლოგიურად აქტიური დოზებით. არ გააჩნია მნიშვნელოვანი სედაციური ეფექტი. თრგუნავს ალერგიული რეაქციის ჰისტამინით განპირობებულ ადრეულ ფაზას, ხელს უშლის ჰისტამინის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ და პათოფიზიოლოგიურ ეფექტებს, როგორიც არის კაპილარების გაფართოება და მომატებული განვლადობა (შეშუპების, ჭინჭრის ციების, სიწითლის განვითარება), ნერვული დაბოლოების მგრძნობელობის სტიმულირება (ქავილი, ტკივილი), და სასუნთქი ორგანოების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების შეკუმშვა. ალერგიული რეაქციის გვიან სტადიაზე ციტერიზინის დიჰიდროქლორიდი აინჰიბირებს ჰისტამინის გამოყოფას, ეოზინოფილებისა და სხვა უჯრედების მიგრაციას, და ასეთი სახით ასუსტებს მოგვიანებით ალერგიულ რეაქციას. ამცირებს ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიას, როგორიც არისს IჩAM-1 და VჩAM--1, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთების მარკერებს. თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორების და ინდუქტორების მოქმედებას, როგორიც არის PAF (თრომბოციტების გამააქტიურებელი ფაქტორი) და სუბსტანცია P. მნიშვნელოვნად ამცირებს ბრონქული ხის სუპერაქტივობას, რომელიც ვლინდება ჰისტამინის გამოთავისუფლების საპასუხოდ ბრონქული ასთმით დაავადებულებში. ამ ეფექტებს არ ახლავს ცენტრალური მოქმედება. 

კალციუმის კარბონატი ხელს უშლის სისხლძაღვების მომატებული გამავლობის და მსხვრევადობის განვითარებას, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის, ჩონჩხის და გლუვი კუნთების შეკუმშვის განხორციელებაში, გულის მოქმედების რეგულაციაში.