დოსოდოსი სიროფი 150მლ

» პულმონოლოგია და რესპირაცია

ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, ხველების დამთრგუნველეი სხვა პრეპარატები

მწარმოებელი კომპანია Laboratorios Beta
მწარმოებელი ქვეყანა Argentina
გამოშვების ფორმა 150ml
გაცემის რეჟიმი III group
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) butamirate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი Pulmonology and respiration

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები - ფარმაკოლოგიური მოქმედება

ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის ხველის ცენტრის სტიმულაციის ზღურბლს, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინში. ეს ეფექტი ძალზე შერჩევითია, რადგან ბუტამირატი გავლენას არ ახდენს სხვა ახლომდებარე ნერვულ ცენტრებზე, როგორებიცაა რესპირატორული და კარდიოვასკულური ცენტრები. 

ფარმაკოკინეტიკა

ბუტამირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს (93%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში ჰიდროლაზას (ჰიდროლიტური ფერმენტები) მოქმედებით. ადამიანებში, ძირითადი მეტაბოლიტები, გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, რომელთა 80% შარდში აღმოჩენილი იყო პირველი რვა საათის განმავლობაში. თერაპიულად, ბუტამირატის ციტრატი ძალზე რეკომენდებულია.