ვალიდოლი 60მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №10

» კარდიოვასკულარული სისტემა

რეფლექტორული მოქმედების კორონაროდილატატორი

მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი
გამოშვების ფორმა 60მგ ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) ლევომენთოლის ხსნარი მენთილიზოვალერატში
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიანგინალური საშუალებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

რეფლექტორული მოქმედების  კორონაროდილატატორი

ATX კოდი: C01EX

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ამჟღავნებს სედატიურ მოქმედებას,  აქვს ზომიერი რეფლექსური ვაზოდილატაციური ეფექტი, რომელიც განპირობებულია ნერვული დაბოლოებების აგზნებით. ასტიმულირებს ენკეფალინების, ენდორფინებისა და რიგი სხვა პეპტიდების, ჰისტამინის, კინინების წარმოქმნას და გამოყოფას (ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანების გამო), რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სისხლძარღვების გამტარობის რეგულირებაში, ტკივილის წარმოქმნაში. სუბლინგვალურად თერაპიული მოქმედება, საშუალოდ, ვლინდება 5 წუთის შემდეგ, ხოლო 4 წუთში გამოთავისუფლდება  პრეპარატის დაახლოებით 70%.

ფარმაკოკინეტიკა:

სუბლინგვალური გამოყენებისას ლევომენთოლი აბსორბირდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით გლუკურონიდების სახით.