კსივოზანი 5 მგ ტაბ N30

» ალერგოლოგია

ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით); ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება,სიწითლე და წვა)

მწარმოებელი კომპანია ADIPHARM LTD
მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი
გამოშვების ფორმა 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) levocetirizine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები

რა არის და რისთვის გამოიყენება კსივოზანი

კსივოზანი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

ის მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის:

  • ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
  • ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება,სიწითლე და წვა).

დაელაპარაკეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ან უარესად გრძნობთ თავს 3 დღის შემდეგ.

კსივოზანი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

კსივოზანი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას  

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

კსივოზანი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

ის მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის: ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით); ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება,სიწითლე და წვა).

რაც უნდა იცოდეთ კსივოზანის მიღებამდე

არ მიიღოთ კსივოზანი:

  • თუ ხართ ალერგიული ლევოცეტირიზინი დიჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების ან ამ პრეპატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე - 6-ე ნაწილში);
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაზიანება (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

 გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი შარდის ბუშტს ვერ იცლება სათანადოდ ზურგის ტვინის დაზიანების ან გადიდებული პროსტატის გამო. კსივოზანის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები

კსივოზანი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც მოცემული გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.

სხვა მედიკამენტები და კსივოზანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

კსივოზანი საკვებთანსასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

- დაიცავით სიფრთხილე კსივოზანთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა რაცემული ცეტირიზინის კვლევებმა არ აჩვენა ალკოჰოლის გაძლიერებული ეფექტი.  

-ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ცოტა  წყლის დაყოლებით, საკვები არ მოქმედებს მის მიღებაზე. საკვები არ მოქმედებს ლევოციტერიზინის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა აბსორბციის სიჩქარე ოდნავ ნელდება.

ორსულობაძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგმა პაციენტმა, რომლებიც ღებულობს კსივოზანს, შეიძლება იგრძნოს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. თუ აპირებთ მანქანის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდებულია დაელოდოთ, რათა დაადგინოთ სამკურნალო საშუალებაზე თქვენი რეაგირება. ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, რეაქციებზე და მანქანის მართვის უნარზე.

კსივოზანი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას  

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდეუნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

როგორ მიიღება  კსივოზანის ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაში ან როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა  1 გარსით დაფარული 5 მგ-იანი  ტაბლეტი დღეში.

თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში დოზის შემცირება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად.  

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში  დოზის კორექცია საჭირო არ არის.  

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ უფრო დაბალი დოზა  თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.  

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 გარსით დაფარული 5 მგ-იანი  ტაბლეტი დღეში.

კსივოზანი არ  არის გამიზნული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენების მეთოდი: ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით წყლთან ერთად, შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კსივოზანი

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება ან მიიღეთ დანიშნულზე ნაკლები დოზა,  არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება

თუ თქვენ გათვალისწინებულზე ადრე შეწყვეტთ  ლევოცეტირიზინით მკურნალობას, ამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენები, გარდა იმისა, რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და პროგრესირდეს, ამასთან, ისინი არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მკურნალობამდე.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.  

წამლისმიერი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი სიხშირის მიხედვით და განისაზღვრება, როგორც:

-ძალიან ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ მათგანს.

-ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-არა-ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 1,000-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 10,000-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-ცნობილი არ არის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

კსივოზანის ტაბლეტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები უმეტესწილად მსუბუქიდან ზომიერამდეა, და მოიცავს შემდეგს: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა. არა-ხშირი გვერდითი მოვლენებია გადაღლილობა და მუცლის ტკივილი. ასევე დაფიქსირებულია სხვა გვერდითი მოვლენები, მაგალითად: გულის ფრიალი,  გულის წასვლა, კანზე ჩხვლეტითი შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, გემოვნების ცვლილების შეგრძნება, ვერტიგო, მოძრაობის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, შარდვისას ტკივილი ან მისი გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობა, შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევა, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუქციების პათოლოგია, მადის მომატება, გულისრევა.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: პირის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი,  თივის ცხელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება იყოს ფატალური.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: 

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის ქ. #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417 , ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

როგორ ინახება კსივოზანის ტაბლეტები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს პაკეტზე. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.