მელაქსენ-B ტბ N30
» ნევროლოგია
ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
მწარმოებელი კომპანია | Biotrex Nutraceuticals |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | იტალია |
გაცემის რეჟიმი | III ჯგუფი (ურეცეპტოდ) |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | melatonin, pyridoxine |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | ბიოლოგიურად აქტიური დანამატები |
ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს. არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას, სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული).ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ორგანიზმი ადვილად ადაპტირდება საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე. ამჟღავნებს იმუნომასტიმულირებელ და გამოხატულ ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას, უფრო მცირე ხარისხით – ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების – კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
თრომბოციტოპენიისას მელატონინს აქვს თვისება თრომბოციტების ბალანსის აღდგენის სისხლში, რის გამოც ფექტურად გამოიყენება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში და მათი მკურნალობის სქემებში. მელატონინი ასევე ამცირებს სიმსივნის ზომას და ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს.
4 კვირის განმავლობაში მელატონინის მიღება ძილის წინ ქალებში მნიშვნელოვნად ამცირებს მენსტრუაციით გამოწვეულ დისკომფორტს ორგანიზმში და მტკივნეულ მენსტრუაციას, ასევე ეფექტურია ენდომეტრიოზის მკურნალობისას როგორც დანამატი.
მელატონინი მიღება ძილის წინ რეგულარულად ამცირებს შაკიკით გამოწვეულ ტკივილებს.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში, რაც თავის მხრივ დამატებით დადებით გავლენას ახდენს მელატონინის თერაპიულ ეფექტურობაზე.
1 ტაბლეტის შემადგენლობა : მელატონინი - 3 მგ; B6ვიტამინი5მგ
აღწერილობა:
თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო ელფერის მქონე მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ზოლით.
ჩვენება:
- აძლიერებს ძილის დროსა და ხარისხს
- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
- დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძართვთა სისტემაზე
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას და აღდგენას
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება, ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში, ჰემატოენცეფალური ბარიერის ჩათვლით. აქვს ნაწილობრივად გამოყოფის მცირე პერიოდი.
მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად. მოზრდილებში 1 ტაბლეტი, ხოლო ბავშვებში ½ ტაბლეტი დღეში ერთხელ დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მიღების შემდეგ აუცილებელია სინათლის მორიდება.
როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყელის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის დღეში 2 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოყენების პირველ დღეებში ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს შეშუპება. თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, დილით მძინარობა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიში საქმით დაკავება, რომლებიც მოიოთხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ინფორმირებული უნდა იყვნენ პრეპარატში სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების არსებობის შესახებ. საჭიროა მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის არიდება.
ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს: კუჭის ამორეცხვა, სიპმტომური თერაპია. გვერდითი ეფექტების განვითარების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის და ბეტა ბლოკატორების დამთრგუნველი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდებული ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ციკლოსპორინებთან.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.