პროვაგი 30 ვეგ. კაფსულა

» გინეკოლოგია, უროლოგია

ვაგინალური ფლორის დასაბალანსებელი საშუალება

მწარმოებელი კომპანია 3
მწარმოებელი ქვეყანა 4
გამოშვების ფორმა a

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

პროვაგი ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალებარომელიც შეიცავს პრობიოტიკულ შტამ Lactobacillus crispatus M247-. ეს პრობიოტიკი შედის ჯანმრთელი ქალის უროგენიტალური ფლორის შემადგენლობაში და უროგენიტალური ჯანმრთელობის ბიომარკერს წარმოადგენს.

პერორალური მიღებისას პროვაგი ახდენს ვაგინალურ გარემოში ბუნებრივ და ხანგრძლივ კოლონიზაციას, აღადგენს ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ბალანსს, უზრუნველყოფს ოპტიმალურ ვაგინალურ pH- (<4),  წარმოქმნის L და D-ლაქტატს, ბაქტერიოცინებს, წყალბადის პეროქსიდს, ახდენს იმუნური ფუნქციის მოდულაციას, ავლენს ადგილობრივ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, იცავს ორგანიზმს ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებისგან.

პროვაგი შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მეტრონიდაზოლთან და ბორის მჟავასთან კომბინაციაში.

არ შეიცავს გლუტენს და დაშვებულია ვეგანური დიეტის დროს.

შემადგენლობა:
პრობიოტიკული შტამი Lactobacillus crispatus M247, 1 კაფსულა შეიცავს 10 მილიარდ CFU- (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული). დამხმარე ნივთიერებებიმაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი.

გამოყენების ჩვენებები

როგორც ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების პროფილაქტიკური საშუალება გინეკოლოგიურ პერიოპერაციულ პერიოდში (ამცირებს ინფექციებისა და პოსტოპერაციული სეფსისის რისკს, აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს), გინეკოლოგიური პროცედურების დროს, ადგილობრივი ან სისტემური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვაგინალური სანაციის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

ვაგინალური ფლორის ბალანსის დარღვევა ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დროს;

სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების რისკის შემცირება: ბაქტერიული ვაგინოზი, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, გენიტალური მარტივი ჰერპეს ვირუსითა და ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული პერსისტიული ინფექცია),  ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, in vitro განაყოფიერება, უროგენიტალური ატროფია, გაურთულებელი და გართულებული საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები).

დოზირება და მიღების წესი

კაფსულა დღეში ერთხელ საუზმის დროს ან დაუყოვნებლივ საუზმის შემდეგ.

მიღების ხანგრძლივობა

როგორც ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების პროფილაქტიკური საშუალება გინეკოლოგიურ პერიოპერაციულ პერიოდში, გინეკოლოგიური პროცედურების დროს, ადგილობრივი ან სისტემური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვაგინალური სანაციის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში -  15 დღე

ბაქტერიული ვაგინოზის, ვულვოვაგინალური კანდიდოზის, ვაგინიტების, ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზის, გონორეას, საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა: 1 - 3 თვე

გენიტალური მარტივი ჰერპესვირუსული და ადამიანის პერსისტიული პაპილომავირუსული ინფექცია: 3-12 თვე

უროგენიტალური ატროფია, ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, in vitro განაყოფიერება: 3 თვე

რეკომენდებული დოზის ცვლილება შესაძლებელია ექიმის მიერ.

გამოიყენება ქალებში 12 წლიდან.

უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

გაფრთხილება

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზასდიეტური დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილის შემცვლელადარ გამოიყენოთ არ მიიღოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზეპირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.