მუკოსოფტი 600მგ N10 საშეტი

» პულმონოლოგია და რესპირაცია

გამოიყენება ბრონქების სქელი და ბლანტი სეკრეტის გასათხიერებლად და მისგან გასათავისუფლებლად, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს

მწარმოებელი კომპანია ADIPHARM LTD
მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი
გამოშვების ფორმა 600მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) acetylcysteine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

რა არის და რისთვის გამოიყენება მუკოსოფტი

მუკოსოფტი არის სამკურნალო პრეპარატირომელიც გამოიყენება ბრონქების სქელი და ბლანტი სეკრეტის გასათხიერებლად და მისგან გასანთავისუფლებლადბრონქებისა და ფილტვების მწვავე დაქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროსროგორიცაამწვავე და ქრონიკული ბრონქიტიფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბრონქოექტაზია (ბრონქების პერმანენტული გაფართოება), რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ფორმირების გაზრდასთან და ამოხველების გაძნელებასთან.
თქვენ უნდა გაესუბროთ ექიმს,  თუ არ გრძნობთ თავს უკეთესადან თავს გრძნობთ უარესად 4-5 დღის შემდეგ.

რისი ცოდნაა საჭირო მუკოსოფტის მიღებამდე

არ მიიღოთ მუკოსოფტი:

  • თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარეაცეტილცისტეინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ თქვენ გაწუხებთ პეპტიკური წყლულიან თქვენი მდგომარეობა გამწვავებულია;

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები : მუკოსოფტის მიღებამდე გაესუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:

  • ბრონქულიასთმის მქონე პაციენტებზე მკურნალობის პერიოდში უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგითუ განვითარდა ბრონქოსპაზმიმკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს;
  • საჭიროასიფრთხილე ამ პრეპარატის მიცემისას სუნთქვის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტიებისთვის;
  • თუ გათხიერებულია დიდი რაოდენობით ნახველი,  განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში და  ლოგინად ჩავარდნილ პაციენტებში,  არსებობს სეკრეტის შეწოვის რისკი;
  • აცეტილცისტეინიარ უნდა მიიღონ პაციენტებმა შემცირებული ამოხველების უნარით, თუ ასპირაცია არ გამოიყენება მათი მკურნალობის დროს.

 ბავშვები და მოზარდები: პრეპარატი არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო.

 სხვა პრეპარატები და მუკოსოფტი : აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტსთუ თქვენ იღებთბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატებიურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

ხველის სუპრესანტები: როდესაც ეს სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშულები ერთადბრონქული სეკრეტი შეიძლება შეკავდეს ხველის რეფლექსის დათრგუნვის შედეგად.ბაქტერიული ინფექციების  სამკურნალო  საშუალებები (ანტიბიოტიკები)

არ უნდა მიიღოთ პერორალური ანტიბიოტიკები მუკოსოფტთან ერთადრეკომენდებულია მიღებებს შორის მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.

ნიტროგლიცერინი

მუკოსოფტის ერთდროულმა მიღებამ გლიცეროლტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინიშეიძლება გამოიწვიოს ნიტროგლიცერინის ეფექტურობის გაძლიერებაროგორიცაა სისხლძარღვების გაფართოება და თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა.

მუკოსოფტის მიღება საკვებთანსასმელთან და ალკოჰოლთან ერთად : ალკოჰოლის მოხმარება თავიდან უნდა იქნას აცილებული ამრეპარატით მკურნალობის დროსუნდა იცოდეთრომ ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.აცეტილცისტეინის ეფექტი იზრდება დიდი რაოდენობით სითხეების მიღებისას.

ორსულობაძუძუთი კვება და ფერტილობა: თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთრომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენასამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა : ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდესაჭიროა სიფრთხილეთუ მუკოსოფტი გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროსრადგანაც ამ პერიოდების განმავლობაში ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.

თქვენი ექიმი განიხილავსშეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ პრეპარატითთუ ხართ ორსულადის შეაფასებს თქვენთვის სარგებელისა და თქვენი ბავშვისათვის რისკებს შორის  თანაფარდობას.

ძუძუთი კვება: თქვენი ექიმი განიხილავსშეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ძუძუთი კვების პერიოდშითქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მუკოსოფტი მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ ექიმი დაადგენსრომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება: არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აცეტილცისტეინი ახდენს გავლენას კონცენტრაციის უნარზე ან რეაგირების დროზე მანქანის მართვისას და მექანიზმების გამოყენების დროს.

შეფუთვის  შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მუკოსოფტი

  • აქტიური ნივთიერებაა აცეტილცისტეინი 600 მგ.
  • სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მანიტოლინატრიუმის ციკლამატილიმონის არომატი და უწყლო სილიციუმის ორჟანგი.

როგორია ვიზუალურად მუკოსოფტი და პაკეტის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი და მშრალი აგლომერატები.

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის 2,950  ქაღალდის/ალუმინისპოლიეთილენის პაკეტში.

თითოეულ შეფუთვა შეიცავს 6 (ექვსიან 10 (ათიპაკეტს და შეფუთვის ბროშურას პაციენტისათვის.

ჩვენებები:

  • ბრონქების სქელი და ბლანტი სეკრეტის გასათხიერებლად დამისგანგასანთავისუფლებლად
  • ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბრონქოექტაზია (ბრონქების პერმანენტული გაფართოება), რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ფორმირების გაზრდასთან და ამოხველების გაძნელებასთან.

როგორ მიიღება მუკოსოფტი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისეროგორც ეს აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაშიან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმათუ დარწმუნებული არა ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

პაკეტი (600 მგ აცეტილცისტეინიყოველდღიურად.

14 წლამდე ასაკის ბავშვები:

ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ ასაკობრივ ჯგუფშიაქტიური ნივთიერების (აცეტილცისტეინისმაღალი შემცველობის გამო.
გამოყენების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა

პერორალური გამოყენება

გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი ფინჯან ცხელ წყალში და დალიეთ ვიდრე თბილიაჭამის შემდეგპრეპარატის სითხეებთან ერთად მიღება გაზრდის მის სეკრეტოლიზურ ეფექტს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. მკურნალობის კურსი არის 5-დან 10 დღის ფარგლებში მწვავე მდგომარეობის შემთხვევაშიან 1-დან 2 თვემდე ქრონიკული მდგომარეობისასპრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 4-5 დღეზე მეტი დროის განმავლობაშითუ ეს ექიმმა არ გირჩიათ.

თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მუკოსოფტი.

აცეტილცისტეინის პერორალური დოზის გადაჭარბებით გამოწვეული  ინტოქსიკაციის ძლიერი ნიშნების ან სიმპტომების შემთხვევები არ დაფიქსირებულამაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაშიც.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევასღებინებასდიარეასმუცლის ტკივილს ან გულძმარვას.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობაროგორიც არის ბრონქების ასპირაცია.

თუშემთხვევით ან განზრახთქვენ მიიღეთ უფრო მეტი პრეპარატივიდრე მითითებულია შეფუთვის ბროშურაშიაცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ მუკოსოფტის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის  მიღებამიიღეთ ის გახსენებისთანავეარ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსადამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენებითუმცა ყველას არ განუვითარდება.

ქვემოთ მოყვანილი სიხშირე ეხება დაფიქსირებულ წამლისმიერ გვერდით რეაქციებს:

ძალიან ხშირი: უვითარდება 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანს

ხშირი: უვითარდება 10 -დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტი ადამიანს

არა-ხშირი: უვითარდება 100 -დან 1-ზე ნაკლებ და 1,000-დან 1-ზე მეტი ადამიანს

იშვიათი: ​​უვითარდება 1,000 -დან 1-ზე ნაკლებ და 10,000-დან 1-ზე მეტი ადამიანს

ძალიან იშვიათი: ​​​​უვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლები ადამიანს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.  

იმუნური სისტემის მხრივი დარღვევები

არა-ხშირიჰიპერმგრძნობელობა

ძალიან იშვიათი: ​​ანაფილაქსიური შოკიანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები

ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი: თავის ტკივილი

ყურისა და ლაბირინთის მხრივი დარღვევები

არა-ხშირიყურებში ხმაური

გულის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი: ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​სისხლდენა

რესპირატორულიგულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

იშვიათი: ​​ბრონქოსპაზმისუნთქვის გაძნელება

კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები

 არა-ხშირი: ღებინებადიარეასტომატიტიმუცლის ტკივილიგულისრევა

იშვიათი: დისპეფსია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივი დარღვევები

არა-ხშირი:  ჭინჭრის ციებაგამონაყარიანგიონევროზული შეშუპებაქავილი

ზოგადი დარღვევები და ეფექტი გამოყენების ადგილზე

არა-ხშირი: ცხელება

უცნობია: სახის შეშუპება

გამოკვლევები

არა-ხშირი: დაბალი არტერიული წნევა

 

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენაგაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტსაღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენასრომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაშიგვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ

ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის . #8 , 1303 სოფიატელ: +359 28903417 , ვებ გვერდიwww.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითთქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

 

როგორ ინახება მუკოსოფტი

შეინახეთ  პრეპარატი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ  ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგრომელიც მითითებულია შეფუთვაზევარგისიანობის ვადის გასვლა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს არ გამოიყენოთ ეს პრეპარატითუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას მის გარეგნულ მახასიათებლებში. არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებითჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტსთუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციარომელსაც აღარ იყენებთმოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.