ფლუკონაზოლი ტაბ.150 მგ N3
» სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მწვავე ან შექცევადი ვაგინური კანდიდოზის, ლორწოვანების კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი, ეზოფაგიტი, კანდიდურია), სისტემური კანდიდოზის და კრიპტოკოკური ინფექციების (მათ შორის მენინგიტი) დროს
მწარმოებელი კომპანია | Polfarmex |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | პოლონეთი |
გამოშვების ფორმა | 200 მგ ტაბლეტი #14 |
გაცემის რეჟიმი | II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით) |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | fluconazole |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → აზოლების ჯგუფი |
რას წარმოადგენს პრეპარატი ფლუკონაზოლი პოლფარმექსი და რისთვის გამოიყენება იგი:
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი მიეკუთვნება ანტიფუნგინალური პრეპარატების ჯგუფს, რომლის აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს ფლუკონაზოლი.
პრეპარატი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ , ასევე კანდიდური წარმოშობის ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით. სოკოვანი ინფექციების წარმოშობის ძირითად წყაროს კანდიდა წარმოადგენს.
რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე ფლუკონაზოლ პოლფარმექსს მივიღებდეთ:
არ მიიღოთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსი თუ თქვენ:
- ალერგიული ხართ მისი აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე მისი შემადგენელი კომპონენტის
მიმართ (იხ. თავი 6) ; შეიძლება გამოვლენილი იქნას შემდეგი სიმპტომები: ქავილი,ჰიპერემია,სუნთქვის გაძნელება.
- იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური ჯგუფის პრეპარატები);
- იღებთ ცისაპრიდის შემცველ პრეპარატს (საფაღარათო საშუალება);
- იღებთ პიმოზიდის შემცველ პრეპარატს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება);
- იღებთ ქინიდინის შემცვლელ პრეპარატს (გულის რითმის დარღვევების დროს სამკურნალო საშუალება);
- იღებთ ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
შეატყობინეთ ექიმს თუ:
- გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
- გაწუხებთ გულის დაავადებები, მათ შორის არითმია;
- სისხლში დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის შემცველობა;
- გაწუხებთ კანის დაავადები (ქავილი, კანის სიწითლე, გართულებული სუნთქვა).
სხვა მედიკამენტები და ფლუკონაზოლ პოლფარმექსი:
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს(ანტიჰისტამინური პრეპარატები),ცისაპრიდს (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას). პიმოზიდი(გამოიყენება ფსიქიკური აშლილობებისას), ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევებისას) ან ერითრომიცინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი), რადგან ამ მედიკამენტებისა და ფლუკონაზოლ პოლფარმექსის ერთდროული მიღება არ შეიძლება. (იხ.თავი „არ მიიღოთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსი „)
ასევე არსებობს სხვა მედიკამენტებიც, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუკონაზოლ პოლფარმექსზე.
თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:
- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი);
- ალფენტანილი ან ფენტანილი (ანესთეზიური საშუალება);
- ამიტრიპტილინი, ნონტრიპტილინი (ანტიდეპრესანტი);
- ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (ანტი-ფუნგალური);
- მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას და ხელს უშლიან სისხლში კოლტების წარმოქმნას (ვარფარინი და მსგავსი პრეპარატები)
- ბენზოდიაზეპინის ჯგუფი (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი და სხვა მსგავსი პრეპარატები),რომლებიც აადვილებენ ძილს ან მოქმედებენ სედატიურად;
-კარბამაზებინი, ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
- ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ლოსარტანი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები);
- ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მიუღებლობის პრევენციის სამკურნალო საშუალებები);
- ციკლოსფოსფამიდი, ვინკა ალკალოიდი (ვინკრისტინი, ვინბლასტინი და სხვა მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ;
- ჰალოფანტრინი (მალარიის სამკრნალო საშუალება);
- სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი ან სხვა მსგავსი ჯგუფი), რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
- მეტადონი (ტკივილის შესამცირებლად);
- ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი,იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები);
- ორალური კონტრაცეპტივები;
- პრედნიზოლონი (სტეროიდი);
- ზიდოვუდინი, რომელიც ცნობილია ასევე როგორც AZT ან საქუინავირი (HIV-ინფექციის სამკურნალო საშუალება);
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები,როგორიცაა ქლორპროპამიდი,გლიბენკლამიდი,გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი;
- თეოფილინი (ასთმის საწინააღმდეგო საშუალება);
- ვიტამინი A (საკვები დანამატი).
ფლუკონაზოლ პოლფარმექსის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან:
პრეპარატის მიღება შეგიძლიათ როგორც საკვებთან ერთად ისე მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ეჭვობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფლუკონაზოლ პოლფარმექსი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს რეკომენდირებულია ექიმის მიერ.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა:
ყურადღებით უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი,გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.
ფლუკონაზოლ პოლფარმექსი შეიცავს ლაქტოზას:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (თითოეული 50 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 84მგ ლაქტოზას, თითოეული 100მგ-იანი ტაბლეტი 80მგ ლაქტოზას,თითოეული 150მგ-იანი ტაბლეტი 120მგ ლაქტოზას და თითოეული 200 მგ-იანი ტაბლეტი 160მგ ლაქტოზას). თუ თქვენ დაგიდგინდათ რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს ფლუკონაზოლ პოლფარმექსი:
- აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ ფლუკონაზოლს.
-დამხმარე ნითიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი ,სიმინდის სახამებელი ,ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი(ტიპი A), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ფლუკონაზოლ პოლფარმექსი და რას შეიცავს შეფუთვა:
სამკურნალო ფორმა ფლუკონაზოლ პოლფარმექსი არის ტაბლეტები, რომელიც არ არის შემოგარსული.
ტაბლეტები 50მგ, 100მგ და 150მგ არის თეთრი ან ღია კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი.
ტაბლეტები 200მგ არის თეთრი ან ღია კრემისფერი, მოგრძო ფორმის.
50მგ ტაბლეტები -შეფუთვაში შეიცავს 3, 7 ან 14 ტაბლეტს.
100მგ ტაბლეტები-შეფუთვაში შეიცავს 7 ან 28 ტაბლეტს.
150მგ ტაბლეტები-შეფუთვაში შეიცავს 1 ან 3 ტაბლეტს.
200 მგ ტაბლეტები-შეფუთვა შეიცავს 7 ან 14 ტაბლეტს.
თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ აღნიშნული მედიკამენტი შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს:
- კრიპტოკოკული მენინგიტი -ძვლის ტვინის სოკოვანი დაავადება;
- კოკციდიოდომიკოზი - ბრონქოპულმონალური სისტემის სოკოვანი დაავადება;
- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარული ტრაქტი
- სოკოვანი სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია, ყელში და პირში გამონაყარი, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს პროთეზების გამოყენების გამო;
- გენიტალური სტომატიტი - ვაგინის ან პენისის სოკოვანი ინფექცია ;
- კანის სოკოვანი დაავადებები - ათლეტური ტერფი, ლიქენა, მუნი, ფრჩხილის სოკოვანი დაავადება.
- პრეპარატი ფლუკონაზოლი პოლფარმექსი შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას რათა:
- რათა თავიდან ავიცილოთ კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივი;
- რათა თავიდან ავიცილოთ კანის სოკოვანი დაავადებების რეციდივი;
- რათა თავიდან ავიცილოთ გენიტალური სოკოვანი ენფექციების რეციდივი;
- რათა თავიდავ ავიცილოთ განმეორებით ინფექციები( როცა პაციენტი დასუსტებულია ან დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა)
ბავშვები და მოზარდები (3-დან -17 წლამდე):
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს პრეპარატი შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი-პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი ინფექცია;
- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარული ტრაქტი;
- კრიპტოკოკული მენინგიტი - ძვლის ტვინის სოკოვანი დაავადება.
პრეპარატი ფლუკონაზოლი პოლფარმექსი შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას:
- განმეორებითი სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებლად (როცა პაციენტი დასუსტებულია ან დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა);
- კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების წესი და დოზირება:
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მიიღეთ ტაბლეტი ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. ეცადეთ რომ პრეპარატი მიიღოთ ყოველთვის დღის ერთსა და იმავე დროს.
რეკომენდირებული დოზირების სქემა სხვადასხვა ინფექციების დროს არის შემდეგი:
ჩვენებები |
დოზირება |
კრიპტოკოკული მენინგიტი |
400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 6-დან 8 კვირამდე , შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც, თუ საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დოზა შეიძლება გაიზარდოს 800მგ-მდე. |
კრიპტოკოკული ინფექციის რეციდივის შესაჩერებლად: |
200 მგ ერთჯერ დღეში,ექიმის მიერ განსაზღვრული მკურნალობის დასრულებამდე. |
კოკციდიოიდომიკოზი |
200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 11-დან 24 თვემდე გამნავლობაში, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც, თუ საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დოზა შეიძლება გაიზარდოს 800მგ-მდე. |
შინაგანი ორგანოების კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ |
800მგ პირველ დღეს,ხოლო შემდეგ 400 მგ ერთხელ დღეში, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს შეწყვეტას. |
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხახის,კ ბილის პროტეზთან დაკავშირებული დაზიანებები |
200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს,ხოლო შემდეგ 100მგ-დან 200მგ-მდე ერთხელ დღეში, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს შეწყვეტას. |
სოკოვანი სტომატიტი -დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე |
50მგ-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 7-დან 30 დღემდე განმავლობაში ექიმის გადაწყვეტილებით. |
პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი სტომატიტის პრევენციისათვის |
100მგ-დან 200მგ-მდე ერთხელ დღეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თქვენ ხართ სოკოვანი ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ. |
გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ |
150მგ ერთჯერადი დოზა |
ვაგინალური სტომატიტის რეციდივის პრევენციისათვის |
150მგ ყოველ მესამე დღეს სულ სამჯერ (1, მე-4 და მე-7 დღეს) და შემდეგ კვირაში ერთხელ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თქვენ იმყოფებით ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ. |
კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ |
დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ხარისხზე და განისაზღვრება შემდეგნაირად: 50მგ ერთხელ დღეში, 150მგ ერთხელ კვირაში, 300-დან 400მგ-მდე ერთხელ კვირაში 1-4 კვირის განმავლობაში (ტერფის მიკოზების დროს მკურნალობის გაგრძელება სასურველია 6 კვირამდე,ხოლო ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს კი მკურნალობა გრძელდება არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე) |
კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი დაავადების პრევენცია(თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია და იგი ფუნქციონირებს არასწორად) |
200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში ვიდრე თქვენ იმყოფებით დაინფიცირების რისკის ქვეშ. |
მოზარდები 12-დან 17 წლამდე ასაკის:
დოზირება დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ (როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში).
3 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:
მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება 400მგ-ით ერთჯერ დღეში.
დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.
ჩვენებები |
დღიური დოზა |
კანდიდოზური წარმოშობის ყელის და პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების დროს-დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ხარისხსა და ლოკალიზაციაზე |
დღიური დოზა განისაზღვრება კგ-ზე 3მგ-ით (შესაძლებელია 6მგ-ის მიცემა პირველ დღეს) |
კრიპტოკოკული მენინგიტი ან შინაგანი კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექცია |
6მგ-დან 12 მგ-მდე კგ-ზე სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. |
კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექციის პრევენციისათვის (როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია და ფუნქციონირებს არასათანადოდ ) |
3მგ-დან 12 მგ- მდე 1 კგ-ზე სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. |
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულობის ასაკი ამ მედიკამენტისთვის არ არის შეზღუდული, შეგიძლიათ მისი გამოყენება თუ არ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:
დოზირება დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციონირებაზე, ექიმს შეუძლია დოზის შეცვლა.
თუ თქვენ მიიღეთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსის გადაჭარბებული დოზა:
გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა.დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ჭარბი დოზით პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სმენის, მხედველობის და სხვა შეგრძნებების დაქვეითება, ფიქრი არარეალურ მოვლენებზე(ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევები). ამ დროს მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას(კუჭის ამორეცხვა საჭიროების შემთხვევაში).
თუ თქვენ დაგავიწყდათ ფლუკონაზოლ პოლფარმექსის მიღება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ მომდევნო ჯერზე გაორმაგებული დოზა. თუ დაგავიწყდათ მისი მიღება ზუსტად იმ დროს, მიიღეთ მაშინ, როცა გაგახსენდათ, მაგრამ თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა მალე, მაშინ მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატსაც აქვს თავისი გვერდით ეფექტები,თუმცა ისინი ყველას არ უნვითარდება.ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რექციებიდან რომელიმეს შეამჩნევთ,დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- სუნთქვის უცაბედი გახშირება ან გაიშვიათება;
- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
- ქავილის შეგრძნება მთელ სხეულზე, შეწითლება, წითელი ლაქები, გამონაყარი;
- კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა ბუშტუკიანი გამონაყარი (რომელიც შეიძლება ასევე გამოხატული იყოს პირის ღრუში და ენაზე).
ფლუკონაზოლ პოლფარმაქსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე, მასთან დაკავშირებული სიმპტომებია:
- დაღლილობა,
- მადის დაქვეითება,
- ღებინების შეგრძნნება,
- სიყვითლე თვალის და კანის (სიყვითლე).
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სხვა გვერდითი მოვლენები:
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
საერთო გვერდით მოვლენები (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში) :
- თავის ტკივილი;
- მუცლის დისკომფორტი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
- ღვიძლის დაზიანებები, კანის და თვალების გაყვითლება;
- გამონაყარი
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში):
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შესაძლოა გამოწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე,ქოშინი;
- მადის დაკარგვა;
- უძილობა, ძილიანობა;
- კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, დისბალანსის დარღვევა, აღზნებულობა ,გემოს დაქვეითება;
- ყაბზობა, დისპეპსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე;
- კუნთების ტკივილი;
- ღვიძლის დაზიანება, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
- ბუშტუკები, ურტიკარია, ქავილი, მომატებული ოფლიანობა;
- დაღლილობა, სისუსტე, ცხელება.
იშვიათ გვერდითი მოვლენები (ვლინდება10000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში):
- სისხლის თეთრი უჯრედების კონცენტრაციის მომატება სისხლში, რაც იწვევს ინფექციების მიმართ ორგანიზმის დაცვის უნარის დასუსტებას;
-კანის სიწითლე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს თრობოციტების რაოდენობის შემცირებით ან სხვა ცვლილებებით სისხლის ფორმულაში;
- სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში);
- შემცირებული კალიუმის დონე;
- ტრემორი;
- ელექტროკოაგოლაციური ცვლილებები, რაც დაკავშირებულია გულის მუშაობის რიტმის დარღვევებთან;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ალერგიული რეაქციები (ხანდახან მწვავე), მათ შორის ბულოზური გამონაყარი კანზე, ექსფოლიატური დერმატიტი, კანის მძიმე რეაქციები, პირისა და სახის შეშუპება;
- თმის ცვენა
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში ან ისეთი მოვლენების შემჩნევისას,რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის დეპარტამენტს ან რეგისტრაციის განყოფილებას;
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: +48 22 49 21 301, ფაქსი:+48 22 49 21 309,
ელ-ფოსტა: ndl@urpl.gov.pl.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება დაგვეხმარება არსებულ პროდუქტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოძიებაში.
როგორ შევინახოთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსი:
შეინახეთ სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ 25° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ“EXP” კოლოფზე მითითებული თვე გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყალში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.