ცეფიქსი S 400მგ ტბ. (1x10) N10

» ანტიბაქტერიული საშუალებები

გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ

მწარმოებელი კომპანია Innova Captab
მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთი
გამოშვების ფორმა 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) cefixime
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მესამე თაობის ცეფალოსპორინები

რას წარმოადგენს ცეფიქსიმის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება

ცეფიქსიმის ტაბლეტი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმის ტაბლეტი მიღებამდე

არ მიიღოთ ცეფიქსიმის ტაბლეტი, თუ

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის მიმართ
  • ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის სირთულეს და სახის , ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას
  • ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია სხვა ნებისმიერი ცეფალოსპორინის.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმის  ტაბლეტს  მიღებამდე და უნდა აცნობეთ ექიმს, თუ:

  • ალერგიული ხართ პენიცილინის ანტიბიოტიკების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამაზას ჯგუფი ანტიბიოტიკების  მიმართ. ყველა ადამიანი, ვინც ალერგიულია პენიცილინების შესაძლოა არ იყოს ასევე ალერგიულია ცეფალოსპორინების მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პენიცილინზე. ეს იმიტომ, რომ თქვენ შესაძლოა იყოთ  ალერგიული მოცემულ მედიკამენტზე.
  • თუ როოდესმე გეცნობათ, რომ თქვენი თირკმელები კარგად არ ფუნქციონირებს.

ასევე, თუ თქვენ იტარებთ გარკვეული სახის მკურნალობას (მაგალითად, დიალიზი) თირკმელების უკმარისობისთვის. თქვენ შეიძლება მიიღოთ ცეფიქსიმის ტაბლეტი, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.

სხვა მედიკამენტების მიღება

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან  ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი) , როგორიცაა ვარფარინი.

ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად. თქვენ უნდა გადაყლაპოთ ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, სავარაუდოდ დაორსულდებით ან ძუძუთი კვებავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს. ჰკითხეთ თქვენს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციისთვის, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ცეფიქსიმი ჩვეულებრივ არ მოქმედებს მანქანების მართვის ან მექანიზმების  გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ სიმსუბუქეს ან თავბრუსხვევას გრძნობთ, ნუ მართავთ ავტომობილს ან იმუშავებთ მექანიზმებთან.