ციპროლაიფ 500მგ(ციპროფლოქსაცინი) ტაბ №10

» ანტიბაქტერიული საშუალებები

ციპროფლოქსაცინი ნაჩვენებია ციპროფლოქსაცინ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ

მწარმოებელი კომპანია SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED
მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთი
გამოშვების ფორმა 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) ciprofloxacin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ციპროფლოქსაცინი ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებაა და მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია, როგორც ტიპი II ტოპოიზომერაზას (დნმ-გირაზა), ასევე ტოპოიზომერაზა IV-ის დათრგუნვით, რომელიც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიპციისთვის, აღდგენისთვის და რეკომბინაციისთვის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ ციპროფლოქსაცინი სწრაფად და ექსტენსიურად შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან, შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს.

განაწილება

ციპროფლოქსაცინი სუსტად (20-30%) უკავშირდება ცილას. პლაზმაში ციპროფლოქსაცინი დიდი რაოდენობით ხვდება არაიონიზებული ფორმით და წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/კგ-ს სხეულის წონაზე. ციპროფლოქსაცინის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება სხვადასხვა ქსოვილებიში, მაგ: ფილტვში (ეპითელური სითხე, ალვეოლური მაკროფაგები, ბიოფსიის ქსოვილი), სინუსებში, ანთებით ჭრილობებში (წყლულის შიგნით არსებული სითხე) და შარდსასქესო ტრაქტში (შარდი, პროსტატა, ენდომეტრიუმი), სადაც მთლიანი კონცენტრაცია აჭარბებს პლაზმაში დაფიქსირებულ კონცენტრაციას.

მეტაბოლიზმი: დაფიქსირდა ოთხი მეტაბოლიტის დაბალი კონცენტრაციები. ციპროფლოქსაცინი არის CYP450 1A2 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორი.

გამოყოფა

ციპროფლოქსაცინი უცვლელი ფორმით გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით და მცირე რაოდენობით ფეკალიებში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში შრატიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4-7 საათია.