სანივიტალი ვეგანური კაფსულა N30
ანტიოქსიდანტი ნუტრიენტების კომპლექსი ჯანსაღი რუჯისთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხანგრძლივი რუჯის კაფსულები
მწარმოებელი კომპანია | Biotrex Nutraceuticals |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | Italy |
გამოშვების ფორმა | #30 VEGAN CAPSULES |
გაცემის რეჟიმი | III group |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | comb.drug |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | Biologically active additives |
ფარმაკოლოგიური თვისებები
სანივიტალი არის სინერგიული მოქმედების ანტიოქსიდანტი ნუტრიენტების კომპლექსი ჯანსაღი რუჯისთვის
უზრუნველყოფს ბუნებრივ, სწრაფ, მბრწყინავ, ხანგრძლივ რუჯს
ახდენს მზისა და სოლარიუმის გამოსხივებასთან დაკავშირებულ კანის დამწვრობისა და ფოტოდაბერების პრევენციას
ახდენს კანის ნაოჭებისა და წვრილი ხაზების პრევენციას
აუმჯობესებს მზისა და სოლარიუმის გარუჯვის ეფექტს კანის დაზიანების გარეშე
ბეტა-კაროტინი არის კაროტინოიდი, ნარინჯისფერი მცენარეული პიგმენტი, რომელიც წარმოადგენს ვიტამინ A-ს პრეკურსორს. ის არის ცხიმში ხსნადი და მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც აკავებს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამ გზით ახდენს უჯრედული დაბერების პროცესის პრევენციას, განსაკუთრებით კი კანის უჯრედების დაბერების პროცესზე მოქმედებს. მისი ანტიოქსიდანტური ეფექტების გამო მცირდება მზის მიმართ კანის მგრძნობელობა. ბეტა-კაროტინი ასტიმულირებს პიგმენტ მელანინის წარმოქმნას, რითაც აადვილებს რუჯის მიღებას. ბეტა-კაროტინი ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას და კანს ანიჭებს თანაბარ ფერს, ხელს უწყობს კანის განახლებას და გაახალგაზრდავებას კოლაგენის სინთეზის სტიმულირების გზით, ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს.
ლიკოპინი არის ორგანული პიგმენტის სახეობა კაროტინოიდი. ლიკოპინი აძლიერებს ბეტა-კაროტინის მოქმედებას, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს და ამცირებს წვრილი ხაზების წარმოქმნას. ლიკოპინის ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და აუმჯობესებს კანის ზოგად ჯანმრთელობას.
ლუთეინი არის ორგანული პიგმენტის სახეობა კაროტინოიდი. ლუთეინი აძლიერებს ბეტა-კაროტინის მოქმედებას. ის არის ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანს. ლუთეინი ზრდის კანის ელასტიურობას, ჰიდრატაციას და იცავს მას მზის საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
E ვიტამინი არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანს და უზრუნველყოფს მის რეგენერაციას. E ვიტამინი განაპირობებს კანის ჰიდრატაციას, სიგლუვეს და თანაბარ რუჯს.
სელენი (სელენომეთიონინი) არის ანტიოქსიდანტი მიკროელემენტი, რომელიც ანელებს უჯრედული დაბერების პროცესს. ის ასევე აღადგენს C ვიტამინს, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური და პროტექტორული მოქმედებით იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
თითოეული კაფსულა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს: ბეტა-კაროტინი 6 მგ, ლიკოპინი - 3 მგ, ლუთეინი - 6 მგ, ვიტამინი E – 12 მგ, სელენი (L-სელენომეთიონინი) – 55 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი და დიკალციუმის ფოსფატი.
ნუტრიციული მახასიათებლები
აქტიური ნივთიერებები |
1 დოზა (1 კაფსულა) |
%NRV* |
ბეტა-კაროტინი |
6 მგ |
- |
ლიკოპინი |
3 მგ |
- |
ლუთეინი |
6 მგ |
- |
ვიტამინი E |
12 მგ |
100% |
სელენი (L-სელენომეთიონინი) |
55 მკგ |
100% |
*ნუტრიციული რეფერენსის ღირებულება
ჩვენებები
- ბუნებრივი, სწრაფი და უსაფრთხო რუჯის მიღება
- მზისა და სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული კანის დამწვრობის, ფოტოდაბერებისა(ულტრაიისფერი სხივებით განპირობებული კანის ნაადრევი დაბერება) და კანის კიბოს პროფილაქტიკა
- კანის ჰიპერპიგმენტაციის შემცირება ასაკობრივი, მზის, მელაზმის ლაქების დროს
- გამოიყენება როგორც ანტიოქსიდანტი, ქრონიკულ ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული დაავადებების (გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო) რისკის შესამცირებლად
დოზირება და მიღების წესი
ბავშვებისა და მოზრდილებისათვის 12 წლიდან. 1 კაფსულა დღეში ერთხელ 1-3 თვის განმავლობაში, მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ. ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია 3 თვის განმავლობაში მიღება. 6 თვის განმავლობაში მიღებისას რეკომენდებულია 1-თვიანი შესვენება. გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
დიეტური დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ მიიღოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს დიეტური დანამატების მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
შეფუთვა: #30 ვეგანური კაფსულა
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.